Mommy Mommy- საორსულე სამოსის ქართული ხაზი.

ორსულების მოდა

Mommy Mommy- საორსულე სამოსის ქართული ხაზი.

820 312 buymore.ge

ქალის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ის განსაკუთრებულად ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს  ახალი სიცოცხლის მოლოდინი კომფორტული და ქართული საორსულე ტანსაცმლით უფრო სასიამოვნოა, ეს პერიოდი ბევრ ქალბატონთან დისკომფორტთან ასოცირდება და ისევ და ისევ იმიტომ რომ შესაფერისი სამოსის პოვნა ძნელია უფრო სწორედ ეს  იქამდე იყო ძნელი სანამ ბაზარზე  ორსული ქალბატონების საყვარელი და აუცილებელი ბრენდი  მომი მომი არ გამოჩნდა.

საორსულე ტანსაცმელი

საორსულე კომბინიზონი

საორსულე კაბა

 

 

 

 

 

 

 

 მარია მალიანი – ბრენდის ავტორია, 9  წლის წინ თავადაც  პატარა დემეტრეს მოლოდინში საკუთარ თავზე გამოსცადა საორსულე ტანსაცმლის დეფიციტურობა.  მას შემდეგ არაფერი შეცვლილა,  მოთხოვნა იზრდებოდა, მიწოდება არა – აი,  სწორედ ეს გახდა მარიას ბიზნეს იდეის განხორციელების შთაგონება. მარია  პანდემიამდე ერთერთი წამყვანი სასტუმროს  მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა, იძულებითმა პაუზამ საკუთარი ბრენდის განვითარებისთვის მეტი დროის გამოყოფის ფუფუნება მისცა და ასე იქცა კრიზისი  დამოუკიდებელი ბიზნესის  განვითარების  მოტივაციად.

საორსულე ტანსაცმელი მომი მომის ტანსაცმელი  სრულიად ქართულია – დიზაინიდან შესრულებამდე.  თითოეულ დეტალს ვაქცევ ყურადღებას. საორსულე ტანსაცმელზე მუშაობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, უნდა გაითვალისწინო ყველა ის დისკომფორტი, რომელიც ჩნდება ორსულის ცხოვრებაში მუცლის გაზრდასთან ერთად. მე და ჩემი პატარა გუნდი, დიდი ძალისხმევით და გულით ვქმნით ტანსაცმელს: ვარჩევთ  ნაჭრის ხარისხს, მის გამძლეობას  და კონსტრუქციის ტრენდულობას.”

მინდა აღვნიშნო, რომ მომი მომის  მიერ შექმნილ ყველა ტანსაცმელს უტარდება თერმული დამუშავება (ორთქლზე), ბაქტერიებისგან გათავისუფლების მიზნით, რაც მოხმარებლის სანდოობას ზრდის. სამიზნე სეგმენტი არიან ის გოგონები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის დემოგრაფიაზე ანუ ორსული ქალბატონები.  მოთხოვნა მათი მხრიდან არის ძირითადად ისეთ ტანსაცმელზე, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ყოველდღიური ცხოვრების გარდა შეუძლიათ იარონ სამსახურებში, წვეულებებზე და ა.შ. ამიტომაც  Mommy Mommy- მომი მომის დახმარებით მათ გარდერობში სადღესასწაულო ქალის და ყოველდღიური Look- ების  ფართო არჩევანია.

საორსულე პერიოდში მოლოდ სამოსზე ზრუნვა მომაბეზრებელ საფიქრალად რომ არ იქცეს ამისთვის,  მომი მომ-ს საიხლე აქვს: გარდა ტანსაცმლისა,  უახლოეს დღეებში სერტიფიცირებული ფიტნეს ინტრუქტორის რეკომენდაციების გამოქვეყნებას დაიწყებს.  იქმნება საორსულე პროგრამა, რომელიც დაეხმარება ორსულებს ფიზიკური წონის შენარჩუნებასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში სასურველი სხეულის დაბრუნებაში.

კომფორტი სრულად კომფორტს ნიშნავს ხომ ასეა? ჰოდა, მიმდინარე მოვლენის ფონზე  სამოსის შესაძენად მაღაზიის რიგში დგომით რომ არ დაიღალოთ, შეგიძლიათ სოც ქსელის გვერდზე შეარჩიოთ სასურველი სამოსი  და საკურიერო მომსახურეობის დახმარებით მიიღოთ  როგორც თბილისში ისე რეგიონებში. როცა  ეპიდსიტუაციაც გადაივლის, შემდეგ შეგიძლიათ შოურუმშიც ეწვიოთ. მალე ვებ გვერდი და აპლიკაციაც  დაემატება  და ეჭვი გვაქვს, ორსულობა მომი მომის გამო ნამდვილად წლის ტრენდი გახდება.

ტანსაცმელი ორსულებისთვის

აჭარის რეგიონიდან მქონდა შეკვეთა, ზაფხულის პერიოდი იყო და დასვენებაც დაგეგმილი მქონდა ამიტომ  გადავწყვიტე თავად გადამეცა შეკვეთა  მომავალი  პატრონისთვის.  ისე მოეწონა ორსულ გოგონას ჩვენი პროდუქცია რომ მადლობის ნიშნად სამი დღით მიმასპინძლა თავის ოჯახში.  მეტიც, გადაწყვიტა ჩვენი ერთგული მომხმარებელი გახდეს ანუ მრავალშვილიანი დედა.” 

ბრენდისთვის ფულზე მნიშვნელოვანი ემოციაა, რომელსაც მისი პროდუქტი იწვევს- ბედნიერების და კომფორტის შეგრძნება. ეს მატერიალურ მოგებაზე მეტია, ეს მოტივაციაა, რომელიც ხელს უწყობს  ბრენდის განვითარებას, რაც მეტი სიახლის შეთავაზების პირდაპირპროპორციულია.