მომიყევი შენი ისტორია ანუ რა არის ქოფირაითინგი?

ბიზნეს რეკლამა

მომიყევი შენი ისტორია ანუ რა არის ქოფირაითინგი?

960 627 buymore.ge

დღეს, ურთიერთობებმა სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ადამიანებს მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი ტექსტის დაწერა და გაზიარება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს,რომ წერილობითი კომუნიკაცია მარტივია. ვირტუალური ურთიერთობისას სტრატეგიის შემუშავება გჭირდება, რათა მიიზიდო მკითხველი.
ძველ დროში, გამყიდველები პროდუქტის გასაყიდად ხმამაღლა გაჰყვიროდნენ ბაზარში. ადამიანების ყურადღების მისაქცევად კი, ეძახდნენ მოშაირეებს და მელექსეებს, რათა კრეატიული ფრაზა და ლექსი მოეფიქრებინათ. დღეს, ,,ვაჭარს” პროდუქტის გასაყიდად არც მელექსე და არც მოშაირე აღარ სჭირდება, რადგან ტექნოლოგიურმა პროგრესმა და არხების მრავალფეროვნებამ გაამარტივა კომუნიკაცია. კრეატიულობა და მრავალფეროვანი იდეების მოფიქრება პროფესიად იქცა. ასეთ ადამიანებს ახლა ქოფირაითერებს ეძახიან. ისინი წერენ სარეკლამო, საპრეზენტაციო, განცხადების, პროდუქტის კატალოგების, ბანერების, დასაგზავნი მეილებისა და სკრიპტების ტექსტებს.

სარეკლამო ტექსი რეკლამა

 ქოფირაითინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გაყიდვების სფეროში. ქოფირაითერების მიერ მომზადებული ტექსტი, რომელიც პროდუქტის გასაყიდად იქმნება ოთხ ძირითად ფუნქციას ემსახურება. პირველ რიგში, ტექსტმა უნდა მიიზიდოს ადამიანის ყურადღება.  ეს მიიღწევა ძლიერი სათაურებითა და ეფექტური ფოტოებით. ყურადღების მიღწევის შემდეგ, ტექსტმა უნდა დააინტერესოს მომხმარებელი. ქოფირაითერმა უნდა აჩვენოს ადამიანებს პროდუქტის სარგებლიანობა და აუხსნას უპირატესობებისი. ტექსტის ავტორმა აუდიტორიას პროდუქტის ყიდვის მოტივაცია უნდა მისცეს. მაგრამ,ქოფირაითინგის მნიშვნელობა გაყიდვების სფეროში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. აუცილებელია სარეკლამო ტექსტის ავტორმა მომხმარებელს კონკრეტული მოქმედებისკენ მოუწოდოს. აჩვენოს რა უნდა გააკეთოს ტექსტის წაკითხვის შემდეგ. ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ქოფირაითერი სარეკლამო ტექსტში ,,მყიდველს“ არ მოუწოდებს მოქმედებისკენ, რაც არ უნდა ეფექტური, საინტერესო და სამოტივაციო იყოს ტექსტი, მისი გაყიდვების 80% იკარგება.

ქოფირაიტინგი

სააგენტოები ქოფირაითერებს როგორც კრეატიულ ადამიანებს ისე ქირაობენ. მათი სამუშაო მოიცავს, როგორც რედაქტორის სამუშაოს, ასევე შეხება აქვთ ისეთ სფეროებთან: როგორიცაა სოციალური მედია, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, დიზაინი და ა.შ. ნებისმიერი კომპანიის წარმატება, შემოსავლების ზრდა და მოთხოვნებზე ეფექტურად პასუხი ქოფირაითერების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამიტომ ენიჭება ასეთი მნიშვნელოვანი როლი გაყიდვებში ქოფირაითინგს.

 სტატიის ავტორი  ეთო ბიქოშვილი