მოგზაურობა, რომელიც გამახსოვრდება- მცხეთა კრუიზი

ჯუდი მცხეთა

მოგზაურობა, რომელიც გამახსოვრდება- მცხეთა კრუიზი

960 720 buymore.ge

ორი მდინარის კალაპოტთან გაშენებული, საქართველოს უძველესი სატახტო ქალაქი, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდანაა შესული. ქალაქ-მუზეუმად აღიარებული მცხეთა ყოველთვის ახერხებს ადგილობრივი თუ ქვეყნის სტუმრების გაოცებას როგორც მისი არქიტექტურით, ასევე დღემდე შეუსწავლელი და აღმოჩენილი 3000-ზე მეტი არტეფაქტითა და 50-ზე მეტი არქეოლოგიური უბანით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი პირველი ნივთი ჩვ. წ. აღ. II ხოლო უახლესი IXX საუკუნით თარიღდება.

ტურიზმი მოგზაურობა

სწორედ ამ იდუმალ, ისტორიულ და საგანძურით სავსე ქალაქის განსხავებული გზით გაცნობას გთავაზობთ მცხეთა კრუიზის შემინული კატარღები. კრუიზი უნიკალურია და ის მხოლოდ მცხეთის სტუმრებს, ექსკლუზიურ ფასად, წინასწარ დაჯავშნით ემსახურება.

კომფორტული, უსაფრთხო და სანახაობრივი წყლის ტრანსპორტი, შემინული და ღია კაბინები, თავს რომელიმე ისტორიული ფილმის მთავარ გმირად გაგრძნობინებთ, რომელიც საგანძურის საძიებლად სამშობლოდან სულ სხვა მხარეში წამოსულა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ალბათ ფიქრობთ – მცხეთის ქუჩებში თვალდახუჭულიც კი ივლით, ამჯერად ქალაქს სულ სხვა – მტკვრისა და არაგვის მხრიდან დაინახავთ.

მცხეთა სვეტიცხოველი

დაუვიწყარი მოგზაურობა სწორედ იმ ადგილიდან იწყება, სადაც ორი მდინარე – მტკვარი და არაგვი ერთმანეთს ერთვის. აღსანიშნავია, რომ მცხეთა კრუიზი მისამართიც სწორედ ამ ორი მდინარის შეერთების წერტილია.

მოგზაურობისას აუდიო გიდის საშუალებით, 16-დან სასურველ ენაზე მოისმენთ საინტერესო ამბებს, როგორც მცხეთაზე, ასევე იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც კატარღები გაივლის, იქნება ეს მდ. არაგვზე ნათლობის ადგილი თუ პომპეუსის ხიდი.

იყიდე მეტი კრუიზი

მრავალფეროვანი, საინტერესო და სათავგადასავლო ტურების მოყვარულთათვის მცხეთის ნავსადგომში სტუმრობა ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა მით უფრო, რომ უკვე მეხუთე წელია, რაც მცხეთა კრუიზი სრული დატვირთვით, უსაფრთხოდ და ხალისიანად ემსახურება როგორც საქართველოს სტუმრებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას. წყალზე მოსეირნე კატარღას გასართობ-საგანმანათლებლო დანიშნულებაც აქვს, მასზე ხშირად ტარდება როგორც ისტორიის გაკვეთილები, შესაბამისი კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე კორპორატიული წვეულებები, ქორწილები თუ დაბადების დღის აღსანიშნავი საღამოები.

ივენთის დაგეგმვა

ხელმისაწვდომი და ორგანიზაციებზე მორგებული ტარიფები, საინტერესო ტური და ეკოლოგიურად სუფთა        გარემო – მცხეთა კრუიზი ეს არის ემოციები, რომლებიც სხვებსაც უნდა გაუზიაროთ.

  •    10-15 წუთიანი გასეირნება სასურველი მიმართულებით (მაქსიმუმ 4 ზრდასრული) –
    სრული ტური ან სასურველი მიმართულებით გასვლა სტუდენტებისა და შშმ პირებისათვის –
  • საოჯახო შეთავაზება
  • წყვილი 1 ან მეტი ბავშვით, გასერნება 10-15 წუთით
    ბინოკულარი – 360* დანახული მცხეთა
  • კატარღები ქორწილისა და წვეულებისათვის –  დიდი და პატარა კატარღის დაქირავება. კატარღები არის 6 და 28 ადგილიანი, თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ერთ გასვლაზე პატარა კატარღაზე მაქსიმუმ 4, დიდზე კი 15 სტუმრის მიღება