მოდი ვითამაშოთ ბანქო ქართული პერსონაჟებით.

qarTuli karti pokeri

მოდი ვითამაშოთ ბანქო ქართული პერსონაჟებით.

1130 838 buymore.ge

კარტის ანუ იგივე ბანქოს  თამაში ყოველთვის აზარტულ გართობასთან ასოცირდება, იშვიათად ვინმემ  თქვას ესა თუ ის ცნობილი ადამიანი კარტის თამაშის დროს გავიცანი ან აღმოავაჩინეო. კარტის  თამაშს სჭირდება თუ სჭირდება, სხარტი გონება და კარგი მახსოვრობა. წარმატება ზუსტად მაშინ არის შენს მხრეს, როცა როგორი კარტიც არ უნდა დაგირიგდეს, მაინც  მოიგებ. კარტის თამაშის ფილოსოფიაზე მერე ვისაუბროთ, ვინმემ გემბლინგის პროპაგანდაში არ ჩაგვითვალოს, თუმცა კარტიცაა და კარტიც, უამრავი სტილის ბანქოს მასტია გამოშვებული მას შემდეგ რაც კაცობრიობამ ეს ქაღალდის  აზარტული თამაშის სახე მოიგონა, მხედრებით, ციფრებით, ცხოველებით, მცენარეებით გაფორმებული, ხან  ფულის გამოსამუშავებენ ხელსაწყოდ აქცია, ხან გასართობ და ხანაც მომავლის გასაგებად, მაგრამ ასეთი ბანქო,  რომელიც ქვეყნის კულტურასა და ისტორიას  თამაშით გაცნობს, ჯერ არსად არ გინახავთ და გაგიგიათ.  ვინ უფრო ძლიერია  თამარი თუ ვახტანგ გორგასალი? ილია თუ ერეკლე მეორე? აი, ამას ქართული ნაციონალური კარტის თამაშის დროს გაიგებ, თუ როგორ  ამაზე თავად პროექტის ავტორები გვესაუბრებიან:

kartis tamaShi

ერთ დღესაც  კარტის თამაშის ნაკლებად მოყვარულმა  მაგრამ კრეატიული გონების ორმა მეგობარმა გიორგი ბიბილეიშვილმა და მარინა სარქისინმა (გრაფიკული დიზაინერი ილუსტრატორი), რომელებმაც ერთმანეთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში გაიცნეს, გადაწყვიტეს საერთო იდეა განეხორციელებინათ.

iyide meti karti

 

 ” პანდემიის დროს მოგვივიდა იდეა რომ გაგვეკეთებინა ბანქო, რომელიც ყველასგან განსხვავებული და ჩვენთვის ძალიან ახლოდ იქნებოდა, ასე შეიქმნა ბანქო, რომელზეც გამოსახულია ყველასთვის ნაცნობი ქართველი მოღვაწეები,  ბევრი ვარიაცია გვქონდა პერსონაჟებთან დაკავშირებით, მაგრამ ის სახე რაც პროექტმა მიიღო ვფიქრობ ყველაზე ადეკვატურია როგორც ხასიათის ასევე პერსონაჟების კუთხით.
მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეული ილუსტრაციიდან დადებითი ემოცია წამოსულიყი ამავდროულად ყველასთვის მარტივად აღქმადიც ყოფილიყო. დასტაშ გამოვიყენეთ ქართველი მეფეები ხოლო Queenში თამარ მეფე და მისი სხვადასხვა სახეები: როგორც სტრატეგი, როგორც სილამაზე, სტუმართმოყვარეობა და სიმამაცე. ვალეტებში ქართველი მწერლები გამოვიყენეთ შოთა ილია აკაკი და გალაკტიონი, ხოლო ჯოკრების როლში პეტრე ოცხელის ნახატიმფრინავი მღებავირომელიც ზუსტად გადმოსცემს იმ ხასიათს რაც ჯოკერს უნდა ჰქონდეს”

qartuli karti

ეთამაშები ვინმე უცხოელს ან  შენს სტუმარს და თან ამბებით ართობ, ხან მეფეებზე უყვები, ხან მწერლებზე, ხან გმირებზე, თავად განსაზღვრე სწორ თამაშთან ერთად კიდევ უფრო როგორ გეზრდება მოგების შანსი?

პროექტის მიზანია ჩვენი კულტურის პოპულარიზირება და ფართო მასებისთვის გაცნობაა. ძალიან კარგი და საინტერესო სუვენირი იქნება იმათთვის ვისაც ქართული კულტურა უყვარს ან სულაც იმათთვის ვისაც მცირე ინფორმაცია აქვს ჩვენი ქვეყნის  შესახებ. ამიტომ, ყუთში, ბანქოსთან ერთად, მოვათავსეთ ფურცელი სადაც დატანილი იქნება ცნობები თითოეული პერსონაჟის შესახებ“-  გიორგი ბიბილეიშვილი

ჯოკერის თამაში

პროექტის ავტორები ამჟამად სპონსორის და დაინტერესებული კომპანიის მოძიების პროცესში არიან:
ვეძებთ კომპანიას, რომელიც შეისყიდის მთლიან პროექტს საავტორო უფლებებით და ჩაუშვებს ბრუნვაში, ეს ჩვენი პირველი პროექტია და   სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო მაშტაბურ პროექტზე ვიმუშავოთ სამაგიდო თამაშების ინდუსტრიაში. მაქსიმალურად ვეცდებით Board gaming-ის კულტურა საქართველოში უფრო განვავითაროთ და ბევრ კარგი პროექტი განვახორციელოთ . ”

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის ავტორს: გიორგი ბიბილეიშვილი