fbpx

მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხები E-commerce-ში

მაი ჯი ონ ვეი

მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხები E-commerce-ში

960 508 buymore.ge

    ელექტრონული კომერციის ასოციაცია Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ს ერთობლივი საინფორმაციო ვებინარების სერია გრძელდება.  ღონისძიების ფარგლებში დარგის სპეციალისტები დამწყებ ბიზნესებს და ზოგადად დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და გლობალური ბაზრის უახლოეს და ყველაზე წარმატებულ პრაქტიკას E-commerce ბიზნესში

E-commerce ინდუსტრიაში ბიზნესის დაწყებისას  სამართლებრივი და საგადასახადო საკითხები უმნიშვნელოვანესია,  რომელიც სამეწარმეო ფორმების  სწორად შერჩევასა და  საგადასახადო ადმინისტრირების ძირითად საკითხებს მოიცავს. 

ელექრონული კომერცია

 საქართველოს E-Commerce   ასოციაცია უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვას და კრიზისულ პერიოდში რეგულაციებთან ადაპტირებას, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავს E-commerce ინდუსტრიის განვითარებას საინფორმაციო – საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით.

ჩვენი მეოთხე ვებინარის სპიკერია დავით მამრიკიშვილი – NEXIA TA-ის საგადასახადო მიმართულების დირექტორი.

ვებინარის თემაა – მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხები E-commerce-ში და განხილული იქნება:

  • როგორ დავიწყოთ ბიზნეს საქმიანობა სამართლებრივი თვალსაზრისით; 
  • როგორ შევარჩიოთ საქმიანობის სამეწარმეო ფორმები ბიზნესის მასშტაბებიდან და მიზნებიდან გამომდინარე;
  • საგადასახადო ადმინისტრირების ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები;
  • ბიზნესის ზრდა და დღგ-ს ადმინისტრირება;
  • ბუღალტერია პრაქტიკაში – როგორ ვაწარმოოთ საკუთარი კომპანიის ბუღალტერია ან როგორ შევარჩიოთ სწორი თანამშრომელი/პარტნიორი კომპანია ბუღალტრული ადმინისტრირებისთვის.

  MY.GE.  2.2 მილიონი ვიზიტორით, ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, რომელიც 10 ვებგვერდს აერთიანებს. “მრავალწლიანი გამოცდილებით და იმ ცოდნით, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, ჩვენ ვავითარებთ არამხოლოდ ჩვენი პლატფორმებს, არამედ ვეხმარებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობის გამარტივებაში და ვართ ყოველთვის იქ, სადაც ეს ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება,“- ამბობენ  MY.GE– ში.

დეტალები იხილეთ  ღონისძიების ლინკზე  : მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხები E-commerce-ში