fbpx

მითხარი როგორ ყავას სვამ ანუ ყავის ბრენდები არქეტიპული ხასიათით

ეთო ბიქოშვილი

მითხარი როგორ ყავას სვამ ანუ ყავის ბრენდები არქეტიპული ხასიათით

1260 709 buymore.ge

ადამიანებს უყვართ ამბების მოყოლა. ისინი ყვებიან ყველგან და გამუდმებით: სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, ტაქსიში, სახლში, ეზოში, კაფეში… და მიუხედავად ამბების მრავალფეროვნებისა, ისინი ყოველთვის გარკვეულ პრიზმაშია გატარებული. ყველაფერს  თავისი ამბავი აქვს. ისტორიის მოსმენისას აუცილებლად აღმოაჩენთ საერთო თემებს, მითებს,  სიმბოლოებს და პერსონაჟებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებასა და კულტურაში ხშირად მეორდება. თანამედროვე ფსიქოლოგიის მამამ, კარლ იუნგმა მათ არქეტიპები უწოდა.

არქეტიპი ,,პირველ სახეს,” ,,საწყისს ფორმას” ნიშნავს. სულ 12 არქეტიპი არსებობს. ის ქცევის უნივერსალურ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევიცნოთ საკუთარი თავი და სხვები. ჩვენ არქეტიპებს ვგრძნობთ ენერგიის სახით. ეს ენერგია შეიძლება იყოს ემოციების აღძვრა, ჩვენი ინტერესები, სურვილები, მისწრაფებები და წარმოსახვა. არქეტიპული ენერგია იგრძნობა ბრენდებში. დაკვირვების შედეგად, შეგიძლიათ ამოიცნოთ მათი ქცევის მოტივები და გაშიფროთ არქეტიპები, რომლებიც კონკრეტული კომპანიის მახასიათებელია და გვევლინება, როგორც ბრენდის სახე.

ახლა კი ეს არქეტიპები განვიხილოთ   Jacobs Douwe Egberts-ის მაგალითზე ეს   ჰოლანდიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ხსნადი ყავის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.  მისი ბრენდებია ჩვენთვის ასე ნაცნობი და ცხოვრების ნაწილი:  Jacobs, Douwe Egberts, L’OR, Carte Noire, Cafe Pele.

იყიდე მეტი ყავა

არქეტიპი: მზრუნველი (THE CAREGIVER) მას გარშემო მყოფების დახმარება, მათზე ზრუნვა და საუკეთესო მომენტების გაზიარება სურს . მისი  თვისებებია: ემპათია, სიმპათია და გულუხვობა.

 Jacobs – ,,მიყევით თქვენს ოცნებას. იაკობსის ყავასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ – 1895 წელს გერმანიის ქალაქ ბრემენში იოჰან იაკობსმა სწორედ ოცნებით დაიწყო. მან აღმოაჩინა, რომ ყავის არომაგიას ქონდა შესაძლებლობების გაღვიძების ძალა. მან იცოდა, რომ არომატი უფრო მეტია ვიდრე მაღალი ხარისხის მაჩვენებელი და მის ოცნებათ, სწორედ ამ არომატის ხალხისთვის გაზიარება იქცა. დღემდე იაკობსის ბრენდი ამ ოცნებას ეფუძნება და ინარჩუნებს მის უმთავრეს ღირებულებას – შესთავაზოს მომხმარებლებს ყავის  საუკეთესო ხარისხი და არომატი.

იყიდე მეტი ყავა ჯეიკობსი

არქეტიპი – შემოქმედი (THE CREATOR) Douwe Egberts-ი თავს ორიგინალად აღიქვამს, ყოველდღიურ ცხოვრებასაც კი შემოქმედებითად უყურებს და დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევს. მისი მთავარი მახასიათებელია ინოვაციურობა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნა.

Douwe Egberts – ,,ისიამოვნე საუკეთესო ყავით“ – 1753 წელს Egbert Douwes და მისმა მეუღლემ Akke Thysses დაარსა Douwe Egberts. მას 260 წლიანი ისტორია აქვს. როგორც ამბობენ, სწორედ Douee Egberts-მა შექმნა ყავაზე შეყვარებული ახალი ერა.

იყიდე მეტი ყავა ლორი არქეტიპი

არქეტიპი – მმართველი (THE RULER) მთავარ აქცენტს აუდიტორიაზე აკეთებს. საზოგადოებაში ლიდერობა მას დიდი სიამოვნებას ანიჭებს და კარგადაც გამოსდის. მიდრეკილია აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.  სრულყოფილია ყველაფერში: რბილი და ამავდროულად გაჯერებული გემო, მომაჯადოებელი არომატი, გათვლილი დახვეწილი დეტალები.

    L’OR – ,,ყავა, სრულყოფილი როგორც ოქრო“ – შეიქმნა 1992 წელს საფრანგეთში, იმისათვის რომ შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის  საუკეთესო ყავა მსოფლიოში. ის ინტენსიური გემოსა და მომაჯადოევებელი არომატის წყალობით ჩუქნის სრულყოფილი სიამოვნების დაუვიწყარ მომენტებს.  2010 წელს, ყავა L’OR გასცდა საფრანგეთის ბაზრის საზღვრებს და დღესდღეობით ის საერთაშორისო ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.

იყიდე მეტი კარტე ნუარი

არქეტიპი- მკვლევარი (THE EXPLORER) მუდმივად სიახლის შექმნის პროცესშია. უყვარს აქტიურობა და მოქმედება. ,,იკვებება” გამოცდილებებით. Carte Noire გამოირჩევა დამოუკიდებლობით და საკუთარი თავის რწმენით, მიისწრაფვის სიახლეებისკენ და ყოველთვის ეძებს ბიზნესის კეთების ახალ გზებს.

Carte Noire – ,,დააგემოვნე ხანგძლივი ცხოვრებისთვის“ – შეიქმნა 1978 წელს. გამოირჩევა ყავის მარცვლის მრავალფეროვნებით. დღემდე სარგებლობს მომხმარებლის დიდი სიყვარულით.

იყიდე მეტი პელე

არქეტიპი- შეყვარებული (THE LOVER) ერთგული და თავდადებული ბრენდია, რომელიც სავსეა ემოციებითა და გრძნობებით. მისი მიზანია შეიყვაროს და უყვარდეს სხვებსაც.

 Cafe Pele – ,,ყავა არის გატაცება და ცხოვრების წესი“ – ,,ის“ წარმოშობით ბრაზილიიდანაა. აქვს მრავალწლიანი ისტორია.

ბრენდი ეს ფასეულობაა, რომელიც თქვენ იმ დროს გიზოგავთ, რაც საჭიროა შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ყოველ ბრენდს თან ახლავს თავისი ამბავი და მის  მოყოლაში გვეხმარება არქეტიპული ბრენდინგი და რომელი არქეტიპი ხართ თქვენ?

ავტორი – ეთო ბიქოშვილი

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge