fbpx

” მიყვარს როცა სხვებისთვის წარმატება მომაქვს”- ნინი ზექალაშვილი #ჩემიამბავი

იყიდე მეტი ფრილანსერი

” მიყვარს როცა სხვებისთვის წარმატება მომაქვს”- ნინი ზექალაშვილი #ჩემიამბავი

2560 1440 buymore.ge
      მე ვარ..

მე ვარ ნინი ზექალაშვილი, ჯგუფი “ფრილანსერი”  დამფუძნებელი.  ამ ეტაპზე ვარ რამოდენიმე კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი,  მარკეტინგული მომსახურების სააგენტოს SAMI MARKETING AGENCY-ის თანადამფუძნებელი, რუბრიკა “ფრილანსერის” ავტორი ტელეკომპანია ფორმულას დილის გადაცემაში და 1 დეკემბრიდან ვხდები ერთ-ერთი გემბლინგ კომპანიის კომერციული დირექტორი. მაგრამ ამ ყველაფრის გარდა , ვარ ადამიანი, ვისაც უნდა მიიღოს და გააზიაროს  ცოდნა  და ხელი შეუწყოს ჩემს მსგავს ადამიანებს განვითარებასა თუ  წარმატების მიღწევაში.

      მე მივაღწიე..

ჩემი ჯგუფით უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი და  მეც გამიცნეს. მათ ნახეს სამსახურები, მიიღეს რჩევები, მიიღეს და გაიზიარეს მრავალფეროვანი  გამოცდილება.  ამ პროექტს დღეს  ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ვთვლი, კარიერულ წინსვლას რომ თავი დავანებოთ.  ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში რაღაც ღირებული უნდა შევქმნათ და ამიტომაც ახლა  ჯგუფის განვითარება ჩემი ყველაზე დიდი პრიორიტეტია. პირველად თქვენი საშუალებით ვეტყვი ჯგუფის წევრებს, რომ სატესტო რეჟიმში ვიწყებ ტელეკომპანია ფორმულაზე დილის გადაცემაში რუბრიკის წაყვანას ფრილანსერებზე.  ჯერ-ჯერობით 1 თვე 2 რუბრიკას ჩავწერთ და 2 კვირაში ერთხელ გავა, ხოლო შემდეგ ვნახოთ.

 მე შთამაგონებდა..

დედაჩემი და მამაჩემი. მათი მიზანსწრაფულობა და გაუჩერებელი სული იყო ჩემი მამოძრავებელი ძალაც. დედაჩემი ჩემსავით მუდმივი სტუდენტია და სულ სწავლობს, ეცნობა მისი პროფესიის შესაბამის სიახლეებს. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ მათთვის გავხდე ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვამჟღავნო და შევიქმნა უკეთესი კეთილდღეობა იმისთვის, რომ ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი გავაბედნიერო. მაგრამ პირველ რიგში საკუთარი თავი – ჩემი მიზნებიც ჩემი შთაგონებაა და მათ გარეშე ვერ ვძლებ.

 ამბავი (წარმატება)  რომელმაც შემცვალა..

ისევ და ისევ  ჯგუფის ” ფრილანსერი” გაზრდამ განაპირობა ჩემი ცვლილება – უფრო ღია და მეგობრული გავხდი, ვიდრე ვიყავი და დავიწყე გამოცდილებებისა და რჩევების უანგაროდ გაზიარება. ამან უფრო სხვა თვალით შემახედა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისეულ  დანიშნულებაზე.

 

 

        გარემო,  რომელშიც ახლა ვარ..

ძალიან ქაოტური, დამღლელი, საინტერესო, სიახლეებით სავსე, ზოგჯერ რუტინული, ტოქსიკური და  მაცოცხლებელი – მოკლედ ყველაფერია. დღის განმავლობაში სახლიდან მუშაობისას უამრავ ემოციას განვიცდი და  როცა საქმეს ვასრულებ, დღის ბოლოს კმაყოფილი ან უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ეს ის  ცხოვრების რიტმია, რომელიც ავირჩიე და მისი ცვლილებაც ვიცი, რომ ჩემს ხელშია, რაც ძალას მანიჭებს.

        მიზანი, რომელიც მაქვს..

რომ 10 წელიწადში ვიყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემი სფეროს პროფესიონალი. აუცილებლად მინდა, რომ ვიყო ლექტორი, მანამდე კი დოქტორის ხარისხი ავიღო. მინდა ასევე, რომ ფრილანსერების საქმიანობის განვითარებაში შევიტანო უფრო მეტი წვლილი, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით.

       გზა, რომელიც გავიარე აქამდე..

რთული გზა გავიარე და ყველაზე მეტად ვამაყობ იმით, რომ არასდროს ნათესაური კავშირები არ გამომიყენებია ამა თუ იმ კომპანიაში დასასაქმებლად. უნივერსიტეტის პარალელურად ქოლ-ცენტრში დაწყბული მუშაობისა და მრავალი ღამის ცვლის მორიგეობის შემდეგ  შევძელი მოვსულიყავი იმ კარიერულ ეტაპამდე, სადაც მე უკვე ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის კომერციული დირექტორი ვხდები 27 წლის ასაკში. სუნთქვის შემკვრელი ნაბიჯია ჩემთვის და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ ამ შემოთავაზებას დავთანხმდი და ვფიქრობ ამის შემდეგ უფრო თამამად ვივლი ჩემი მზინისკენ. თუმცა, ამ სხვადასხვა სამსახურებში, კომპანიებში მივიღე ყველაზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება – ზუსტად ვიცი რა მინდა, რას უნდა ველოდო, რა უნდა გავითვალისწინო, როგორ უნდა მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში და ზუსტად ვიცი ასევე, თუ რას ვიმსახურებ.

     რჩევა რომელსაც ვეტყოდი ჩემს თავს 10 წლის წინ…

ჩემს თავს ვურჩევდი რომ ეცხოვრა და გართობისთვის მეტი დრო დაეთმო. უფრო მეტი ემოგზაურა და საზღვარგარეთ სწავლაზე უარი არ ეთქვა – ეს ყველაზე დიდი ოცნებაა რაც მქონდა და დღემდე მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ მაქსიმუმ 5 წელიწადში ამ ოცნებასაც ავიხდენ. ვეტყოდი, რომ არ ჰქონოდა მოთხოვნები და მოლოდინები სხვა ადამიანებზე ისეთივე, როგორიც თავად აქვს – ეს ყველაფერი საქმეს აფუჭებს,.

 კატერინა გალდავაძე 

რას გვიყვებიან “გაყიდვების პერსონალური რუკა” მონაწილეები #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge
” მთელი ჩემი ციფრული მხატვრობა სინთეზის და ფორმების თამაშია” – ლევან მიქელაძე #ჩემიამბავი
2560 1440 buymore.ge