fbpx

მიამაგრე შენი ინტერესი ანუ რა არის Pinterest? #რეკლამისამბავი

მიამაგრე შენი ინტერესი ანუ რა არის Pinterest? #რეკლამისამბავი

1920 1080 buymore.ge

„მიამაგრე შენი ინტერესი და გაუზიარე სხვებს“ – ასეთი შეთავაზება აქვს Pinterest  შენთვის. უკვე მოგწონს ხომ? სტატიის დასრულებამდე კიდევ უფრო მეტად მოგეწონება და იქნებ შენი კრეატიული იდეების განხორციელების მთავარ წყაროდაც იქცეს.  Pinterest-ი 2009 წელს ბენ სილბერმანის მიერ შექმნილი სოციალური ქსელია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელს დაეხმაროს ახალი შინაარსის ძიებასა და აღმოჩენაში. აქ ადამიანებს შეუძლიათ იპოვონ ინსპირაცია და იდეები მათთვის საინტერესო
თემებზე. ყველა იდეა წარმოდგენილია Pin-ის მიერ, რომელიც Pinterestის მომხმარებლების ძიებაზე და შენახვაზეა დაფუძნებული. პლატფორმას 2020 წლის მონაცემებით 459 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

 

პინტერესტი

რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორიის დიდი ნაწილი ნამდვილად იმყოფება პინტერესტზე. ამიტომ, არ დააყოვნოთ და ახლავე დაიწყეთ ციფრული სტრატეგიის შემუშავება, რათა ხელიდან არ გაუშვათ პოტენციური მომხმარებელი. გაგიზიარებთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომაც უნდა გქონდეთ პინტერესტი თუ სტარტაპი ხართ ან თქვენი ბიზნესის განვითარება/გაფართოება გინდათ.

#1   Pinterest შესანიშნავი პლატფორმაა როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გაყიდვების შესაძლებლობებისთვის.

  • უახლესი კვლევების მიხედვით, გამოკითხულ მომხმარებლებიდან 2-დან 1 მომხმარებელი ამბობს, რომ მათ გააკეთეს შენაძენი Pin-ის ნახვის შემდეგ.
  • მომხმარებელთა 61% ამბობს, რომ მათ აღმოაჩინეს ახალი პროდუქტები ან ბრენდები Promoted Pins-გან. აქ შეგიძლიათ მოყვეთ თქვენი ბრენდის ისტორია, შექმნათ საინტერესო კონტენტი, თანამშრომლური ჯგუფები და ა.შ.2. ბევრად უფრო
  • მაღალი წვდომა ვიდრე Facebook-ზე – Pinterest-ის წვდომის ალგორითმი ემყარება საკვანძო სიტყვებს და არა მიმდევრებს. ეს ნიშნავს, რომ სანამ თქვენი შინაარსი მიმზიდველი და ეფექტურია, ის მიაღწევს pinner-ს მათი
    ინტერესების გათვალისწინებით.

#2   პლატფორმის მომხმარებლები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ – მხოლოდ ერთი პინით მივაწვდინოთ ხმა მიზნობრივ აუდიტორიას კონკრეტულ პროდუქტის შესახებ ნიშნავს, რომ „ოპერაციები“ მარტივია! მომხმარებელთა 40% აცხადებს, რომ ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი 100 მილიონ დოლარს აღემატება და ისინი მზად არიან „იფრინონ პინტერესტზე.“ დაიჭირე ეს შესაძლებლობა!

#3    Pinterest ინოვაციურია – არხი მუდმივად წარმოგიდგენთ ახალ ინსტრუმენტებს pin ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესებული მუშაობისთვის. უახლესი განახლებების ჩამონათვალი კი, ასეთია:

  • საარქივო დაფები
  •  განყოფილებების თავიდან შეკვეთა
  • პინების ხელახლა მოწყობა
  •  დაფების დალაგება
  • პინკოდები

#5   მეტი ტრეფიკი = მეტ გაყიდვას – ფაქტები გვიჩვენებს, რომ მომხმარებელი უფრო მეტად იყიდის ნივთს pin-ის ბმულზე დაწკაპუნების შემდეგ, ვიდრე ნებისმიერი სხვა სოციალური მედიის არხზე. სინამდვილეში, Pinterest– ის მომხმარებლების
უმეტესობა აქ იმიტომ არის, რომ შეისწავლოს და მიიღოს გადაწყვეტილება შეძენის შესახებ.

#6  Pinterest გაჩვენებს იმას, რაც მოსწონს შენს სამიზნე აუდიტორიას – მომხმარებლის Pin-ები, რომლებსაც ისინი ყველაზე მეტად „იკრავენ“, არის ის, რასაც ისინი ყველაზე მეტად ეძებენ, აინტერესებთ, სჭირდებათ და იყიდიან. ამით გაყიდვის გარანტია გაქვს! იმოქმედე! თქვენი პროფილის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საჭიროა შექმნათ  ბიზნეს პროფილი და შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინოთ:

  •  Pinterest Search – საძიებო ველი – მაგალითად, მომხმარებელს სურს პინტერესტზე მოძებნოს „სამუშაო მაგიდის დიზაინი“ და ის იღებს ათასობით „პინს“ ბრენდების, ონლაინ საცალო ვაჭრობის, ინფლუენსერების, სხვა მომხმარებლების მიერ ატვირთულ თემატურ ფოტოებს და ა.შ  მომხმარებლებისთვის საძიებო ფუნქცია პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ მათ შეძლონ ინტერესების შესაბამისად მოიძიონ მეტი ინფორმაცია მათთვის სასურველ ნივთზე/პროდუქტზე/მომსახურებაზე.
  •  Boards – დაფები  არის ის, სადაც თქვენ შეინახავთ თქვენს პინებს. როგორც ბიზნესის წარმომადგენელმა, შექმენით დაფების კოლექცია, რომელსაც დაყოფთ კატეგორიებად. ეს გაუადვილებს თქვენს მიმდევრებს მარტივად შეძლონ თქვენი მოძებნა და მუდმივად თვალი გადევნონ.
  • Pins – „პინსები“ ე.წ. ქინძისთავები – Pinterestის სამყარო ბრუნავს მაღალი ხარისხის სურათების გარშემო, რომელსაც პინს უწოდებენ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ „პინი“ ვებ გვერდზე დაკავშირების გარეშე, მაგრამ უმჯობესია, რომ ის დაუკავშიროთ თქვენს ვებ გვერდს, იმისათვის რომ უფრო ეფექტურად მართოთ  პლატფორმა  თქვენი ბიზნესისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია სხვა მომხმარებლების პინის შეგროვება და შენახვა, იმისთვის რომ დარწმუნდეთ, ნამდვილად ქმნით თუ არა ხარისხიან, საჭირო და საინტერესო გვერდს.

არ გამოტოვოთ Pinterest– ის ბიზნეს შესაძლებლობები . ის  თქვენი ბიზნესის წარმატების გარანტიაა. ეს ის  პლატფორმაა, სადაც ყოველთვის, ყველასთვის არის ყველაფერი. დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის განვითარებაში, ახალი მომხმარებლებისმოზიდვაში, ფულის და დროის დაზოგვაში, ეფექტური და დახვეწილი კონტენტის  შექმნაში. „მსოფლიოს იდეების კატალოგს“ აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ ბიზნესის განვითარებაში გახდეს თქვენი ახალი საუკეთესო მეგობარი. დაიწყეთ დღეიდან Pinterest– ის გამოყენება და შედეგები გაგაოცებთ.

ეთო ბიქოშვილი

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge