ცისა – მე ვქმნი ყვავილებს, რომელიც გამოგარჩევს

cisa

ცისა – მე ვქმნი ყვავილებს, რომელიც გამოგარჩევს

1200 630 buymore.ge

” მე ვხატავ ყვავილებს, რომელიც არასოდეს დაჭკნება” – ფრიდა კალოს  შესახებ ბევრი რამ იცით.  ქალის, რომელმაც ხელოვნებას ფერები და ემოცია მისცა, აი, ცისას შესახებ კი ამ სტატიიდან გაიგებთ. ერთმანეთი რომ გაეცნოთ ადვილად დამეგობრდებოდნენ, ორივე პოეტურია, თხრობითი და დასამახსოვრებელი, ორივე ხელოვნებით საზრდობს და ამით გამოხატავს სათქმელს, რომელიც ალამაზებს რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.

 ცისა აქსესუარების ბრენდია, ხელნაკეთი, მთელი გულით და მონდომებით, ისეთი ქუჩაში რომ მიდიხარ და ათას ადამიანში გამოგარჩევენ, იმიტომ რომ თითოეული მათგანი შენი ხასიათის შტრიხებზეა მორგებული, ზუსტად ისაა, როგორიც ხარ და გინდა იყო. ლამაზი, ელეგანტური, თავდაჯერებული, განსხვავებული და დახვეწილი.

ხელნაკეთი ჩანთა
ყველაფერი ერთი უბრალო შემთხვევიდან დაიწყო:  თურქეთში სასწავლებლად წასული ცისი, ბრენდის ავტორი, რომელსაც საქართველოდან დიზაინის და ტექსტილის დამუშავების გამოცდილება უკვე  ჰქონდა,  ტყავის ფეხსაცმელების  საწარმოში მოხვდა როგორც უბრალო დამთვალიერებელი. სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, ხომ გაგიგიათ, სწორედ ასე გამოვიდა ეს ამბავი.  საწარმო  მათ მიერ დამზადებულ ფეხსაცმელებით მსოფლიოს ცნობილი ბრენდების სახლებს ამარაგებდა. ცისიმაც გადაწყვიტა ესწავლა ტყავის მოთვინიერების ხელოვნება, რომელმაც შთაგონების ახალი ჰორიზინტი გაუხსნა: თუ მასიური ნივთების წარმოება შეიძლება ამ მასალით, რატომ არ შეიძლება ის მინიმალურ ზომებამდე დავიდეს და ორივე ერთად ისეთი კომბინაცია გამოვიდეს რომელსაც ანალოგი არ აქვს? მით უფრო რომ კარგად ეკვევი დიზაინში, ქარგავ, იყენებ ბისერებს, იცი სხვადასხვა ფაქტურის ნაჭრის გამოყენების საიდუმლოებები, გესმის მოდური ტენდენციები და ზოგადად, ძალიან გიყვარს როცა შენი ნამუშევრებით ადამიანებს აბედნიერებ.  რატომაც არა?

იყიდე მეტი ცისა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასე დაიბადა ცისაყვავილების ფერია, ან უფრო ყვავილების სამყაროს დედოფალი, რომელიც აქამდე ილუზიურად არსებულ სილამაზეს გამომსახველობით ფორმას და გამოყენებით დანიშნულებას აძლევს. რა თქმა უნდა  ამ ფორმამდე  მოსავლელად  ბევრი სირთულე გამოიარა, ზოგი უმტკიცებდა რომ არასწორი გზა აირჩია და ამ  კონკურენტუნარიან სფეროში ადგილის მოძებნა გაუჭირდება. ზოგიც ურჩევდა, რომ სტილი შეეცვალა და უფრო „მოდური“ „მოთხნოვნადი“ „ჭყეტელა“ ნივთები შეექმნა, ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ ამ საქმეს დიდი ფულის და ნაცნობების გარეშე მომავალი არ აქვს და ისევ ჯობია რამე უფრო რუტინული საქმე გააკეთოს, ძვირფასი დრო რომ არ ხარჯოს. რა  თქმა უნდა ცისა ამ რჩევებს ყურს არ უგდებდა, ამიტომაც მისდია მის მიზანს თუ  ოცნებას და დღეს აკეთებს იმ საქმეს რაც ყველაზე ძალიან უყვარს, კარგად გამოსდის და  ახასიათებს.

ჩემი ნივთები ჩუმი მეგობრები არიან, სანამ მის დამზადებას დავიწყებ წარმოვიდგენ როგორია ის ადამიანი ვისაც უნდა აჩუქონ, რა მუსიკას უსმენს, რა ახარებს, რა მოსწონს, რა უყვარს, გონებაში მის პორტრეტს ვხატავ და მერე მივდივარ ნივთის შესაქმნელად. რაღაცნაირი უხილავი დიალოგია, მერე ხშირად ხდება ხოლმე, მირეკავენ, მაქებენ, ვგემოგობრობთ. სასიამოვნოა როცა ვიღაცის ყოველდღიურობის ნაწილი ხდები,  ამას სიამოვნებით აკეთებ და ეს შენი  სამსახურია.” – ბრენდი ცისა ავტორი  ცისი დაუშვილი.

ჯინსის კურტკა

 

ნივთების შეძენა  ამჟამად ონლაინ ფორმითაა შესაძლებელი, განვითარებულმა მოვლენებმა ის  სივრცეებიც დააზარალა სადაც მანამდე   ცისა (დეტალებისთვის დააკლიკეთ სახელს) შემოქმედება იყო გამოფენილი. მაგრამ ეს არ ქმნის არანაირ დაბრკოლებას, რადგან თითიეული ნამუშევარი ზუსტად ისეთია როგორ ფოტოზე გამოიყურება, ამიტომ მისი ონლაინ  შეკვეთა  სრულიად თავისუფლადაა შესაძლებელი, განხორციელებას კი სულ რამდენიმე დღე სჭირდება.