fbpx

მეტა აღწერა და მისი გავლენა ვებ-გევრდის სეოზე #ციფრულიამბავი

მეტა აღწერა და მისი გავლენა ვებ-გევრდის სეოზე #ციფრულიამბავი

1920 1080 buymore.ge

რას წარმოადგენს მეტა აღწერა ? და რატომ არის ასეთი მარტივი ქმედება ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა განვახორციელოთ, როდესაც ვიწყებთ ჩვენი ვებ-საიტის საძიებო სისტემაზე მორგებას, მოწესრიგებას და ოპტიმიზაციას ?

მეტა აღწერა არის ის მინიმალისტური და მცირე ტექსტი, რომელიც ჩვენ ასე გვხიბლავს, რომ ვეწვიოთ რომელიმე კონკრეტულ ვებ-საიტს, სწორედ Google -ის საძიებო სისტემის შედეგების გვერდი, რომელიც საკმაოდ მარტივია ასეთი ძლიერი საძიებო სისტემის ფონზე, რაც გვიბიძგებს და საშუალებსას გვაძლევს, რომ არჩევანი სწორედ ამ მოკლე ტექსტის ხარჯზე გავაკეთოთ.

 მეტა აღწერის მაგალითი:

სოციალური მედია

წარმოვიდგინოთ, რომ მეტა აღწერა არის ადამიანი, რომელიც ჩვენ უნდა ავიყვანოთ სამსახურში, ის პოტენციური თანამშრომელია, ხოლო თავად საძიებო სისტემის შედეგების გვერდი არის ოთახი, სადაც პოტენციური თანამშრომლები სხედან და გველოდებიან თუ რომელ მაღთგანს ვეტყვით დადებით პასუხს. ამ მოკლე და პატარა ტექსტის საშუალებით ჩვენ ვწყვეტთ თუ რომელ გიგანტ ვებ-საიტზე გადავიდეთ სადაც შესაძლოა, დავრეგისტრირდეთ, პროდუქტი შევიძინოთ ან ჩვენთვის სასურველი სხვა მომსახურება მივიღოთ. ახლა დარმწუნებული ვარ ხვდებით SEO -ს დასაწყისში თუ რატომ არის ასეთი მარტივად გასაკეთებელი დავალება ასეთი მნიშვნელოვანი.

ჩვენს წინა  სტატიაში განვიხილეთ თუ რას წარმოდგეს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია და ასევე ვისაუბრეთ იმ მარტივ რჩევებზე, რომლებმაც შესაძლოა დაგვეხმარონ დასაწყისისთვის, რომ მოვხვდეთ მოწინავე პოზიციებზე. დღეს კი ვისაუბრებთ მეტა აღწერის მნშვნელობაზე და მის ფუნქციონალზე საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში.

როდესაც ჩვენ ან თუნდაც ნერბისმიერი Google -ის ან სხვა საძიებო სისტემის მომხმარებელი ეძებს რაიმე ინფორმაციას, ყოველთვის წერს მისთვის სასურველ წინადადებას ან სიტყვას, წინადადება შეიძლება იყოს შეკითხვის სახის, ხოლო სიტყვა შეიძლება იყოს ერთი მარტივი და კონკრეტული, SEO -ს სპეციალისტები წინადადებით ძიებას შემდეგნაირად უწოდებენ: Long Tail Keyword ხოლო ერთ სიტყვიან ძიებას: Short Tail Keyword საძიებო სისტემაში პოზიციების დაკავებისთვის საჭიროა როგორც სიჩქარე, ასევე დაუღალავი შრომა, რომ კონკურენტს გადავასწროთ. თუ მაგალითად არსებობს ვებ-საიტი რომელმაც პირველმა დაიკავა პოზიციები Short Tail Keyword -ით ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება, რომ მას გადავასწროთ, მაგრამ რა თქმა უნდა შეუძლებელი არაფერი არ არის. ვებ-საიტის შექმნის საწყისში, როდესაც უკვე ვიწყებთ SEO -ზე ფიქრს პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ თუ როგორი მეტა აღწერა (Meta Description) ექნება ჩვენს მთავარ გვერდს, რადგან სწორედ ეს არის განსაზღვრელი მომხმარებელი შემოვა თუ არა ჩვენს ვებ-საიტში, ჩვენ მისი საშუალებით მცირე ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ თუ რა დახვდება მას, როდესაც გადმოვა ვებ-საიტზე. მეტა აღწერა არ უდნა აღემატებოდეს 160 სიმბოლოს და უნდა იყოს მინიმუმ 50 სიმბოლოთი შექმნილი და რაც მთავარია პარალელურად HTML კოდში 3-დან 10 ქივორდ თეგამდე უნდა იყოს შევსებული, რაც ყველაზე ახლო და რელევანტურია ჩვენს ვებ-საიტში არსებულ კონტენტთან.

მაგრამ მაინც როგორ უნდა შევქმნათ მეტა აღწერა და როგორი არის კარგი მეტა აღწერა? მარტივად რომ ვთქვათ მეტა აღწერას უნდა შეეძლოს 3 შეკითხვაზე პასუხის გაცემა: რა კომპანია დგას მოცემული საიტის უკან, რას ემსახურება მოცემული კომპანია და რა არის მათი პროდუქტი ან მთავარი სერვისი. მაგრამ შესაძლოა სრულად სხვა შეკითხვები გამოვიყენოთ რაც დამოკიდებულია მომსახურების სფეროზე.

რომ შევაჯამოთ ინფორმაცია ჩავაყენოთ ჩვენი თავი მომხმარებლის ადგილას და მოვძებნოთ ჩვენი ვებ-საიტი საძიებო სისტემაში, წარმოვიდგინოთ რომ ვეძებთ სწორედ იმ პროდუქტს რასაც ჩვენ ვყიდით, შეხედეთ საძიებო სისტემის შედეგების გვერდს და დაფიქრდით თქვენ რომ ეს პროდუქტი გსურდეთ, თქვენი მეტა აღწერის მაგალითზე რამდენად გადახვიდოდით მოცემულ ვებ-საიტში ?

 რუბრიკის ავტორია: ციფრული მარკეტერი ალექსანდრე ჩომახიძე