fbpx

“მე არ მივსდევ მოდას, მე ვქმნი მას” დავით ფილფანი #ჩემი ამბავი

ქართველი დიზაინერი

“მე არ მივსდევ მოდას, მე ვქმნი მას” დავით ფილფანი #ჩემი ამბავი

2560 1440 buymore.ge

       მე ვარ..

დავით ფილფანი,   ბრენდ  Jitsu Getsuმთავარი დიზაინერი და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვიზუალ მერჩენდაიზერი საქართველოში. (ვიზუალ მერჩენდაიზერი ეს არის დიზაინერი ვინც ქმნის ნებისმიერი ბრენდის ან მაღაზიის სახეს, გემოვნებით, მოდურად, აფორმებს მაღაზიას ვიტრინიდან დაწყებული, მანეკენების ჩაცმულობით და შიდა ტანსაცმლის განლაგებით დამთავრებული. ვინც წყვეტს სად რა იდგას, სად რა ეკიდოს, რა რის მერე ეკიდოს დ. ა. შ.)  დაახლოებით 11 წელია მოდის სფეროში ვარ  უზომოდ დიდი გამოცდილება  დავაგროვე. ეს მოიცავდა უამრავ ცნობილ ბრენდს, და მულტი ბრენდებს. ვიყავი VERSACE-ს მოდის სახლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, და იტალიელებმა მაღიარეს როგორც ნომერ პირველი მერჩენდაიზერი საქართველოში. ასევე ვთანამშრომლობდი  ქართველ დიზაინერებთანაც  Tbilisi Fashion Week – ის ფარგლებში, შოუ რუმებში ტანსაცმლის მერჩენდაიზინგში.