მდელო – შენი საყვარელი საპიკნიკე ადგილი

დასვენება მდელო

მდელო – შენი საყვარელი საპიკნიკე ადგილი

1920 1080 buymore.ge

” თბილისთან ახლოს რამე საპიკნიკე ადგილი დამიპოსტეთ გთხოოვთ”- თუ  მოგზაურობასთან დაკავშირებულ დახურულ ჯგუფებში ხართ გაწევრიანებული ეს თხოვნა თქვენთვის ნაცნობია, თუ არა მეგობრების კედელზე მაინც შეგხვდებათ, ან  პირად საუბარში, არა ონლაინ მაინც მოგიწევთ რჩევის მიცემა, იმიტომ რომ ეს სეზონის ყველაზე პოპულარული კითხვა წინადადებაა.

ჰოდა, არც თქვენ რომ ბევრი არ იფიქროთ და არც თქვენმა მეგობარმა არ შეძრას ქვეყანა,  აიღეთ საჭირო ნივთები რასაც სულ თან ატარებთ და აგერ აგერ  ფაცხისი-მანგლისისკენ მიმავალ გზაზე, ალგეთის ხეობაში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდელო  ესტუმრეთ. საპიკნიკედ,  დასასვენებლად, განსატვირთად, სავარჯიშოდ, სალაღობოდ  და  საანცოდ მშვენიერი ადგილია.  სწორედ ამისთვისაა შექმნილი, იკითხეთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ, ჰამაკში ქანაობით დატკბით – მოკლედ,  თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. ბუნებაში საჭმლის მომზადება თუ დიდად არ გხიბლავთ, ან პირიქით წასვლა ისე ძალიან გეჩქარებათ რომ მაგაზე დროს ვერ დაკარგავთ, არ იდარდოთ, წინასწარ დარეკავ, შეუკვეთავ რაც გსურს და ადგილზე მისულს გამზადებული დაგხვდებათ  გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული მენიუ.

ტურიზმი მოგზაურობა

 ” იდეა, რომ მდინარე ალგეთის მიმდებარე ტერიტორია აგვეთვისებინა დიდი ხანია გვაქვს, თუმცა კონკრეტული მიმართულებით არასდროს გვიფიქრია. წელს არაფერს ვგეგმავდით, თუმცა ზაფხულის დასაწყისში, როდესაც ოჯახის წევრები პინკინზე ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ეს ადგილი სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი და ცნობადი ამ ზაფხულსვე გაგვეხადა. შესაბამისად, გადავწვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანები შეძლებდნენ დასვენებასა და განტვირთვას. –  ბრენდის თანაავტორი  მარიამ ალთუნაშვილი 

ტურიზმი იყიდე მეტი

  ” მდელო მდინარის პირას მდებარე სივრცეა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. აქ არის ღია კაფე, საპინკინე ზონა, ადგილი წინასწარ შეკვეთილი ვახშმისთვის ბუნებაში. ჩვენი მიზანია, აქ მოსულ ადამიანებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. შესაბამისად შევიმუშავეთ საპინკინე მენიუ, რომლის წინასწარ შეკვეთის შემთხვევაშიც ადგილზე მოსულ ადამიანებს ვახვედრებთ საჭმლით სავსე კალათს და სხვა ყველა საჭირო ნივთს საპინკინედ. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ვახშმის შემთხვევაშიც. იმ ადამიანებს ვისაც სურთ, რომ ქალაქის ხმაურს გაერიდონ და ღია ცის ქვეშ ივახშმონ, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ. რაც მთავარია, მდელო სოფელ პატარა თონეთთან მდეობარეობს, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი შეთავაზებული საკვები აბსოლუტურად ჯანსაღი სოფლის პროდუქტებით იყოს მომზადებული.”

ონლაინ შეკვეთა

  ჩიტების ჭიკჭიკი, მზის რბილი სხივები, ხასხასა ბალახი, მთების რელიეფი და უგემრიელესი ჰაერი, ჰო, გაგიკვირდებათ და ჰაერსაც გემო აქვს, რაც უფრო შორდები ქალაქს, მეგაპოლისს, მით  უფრო გრძნობ  ჰაერის გემოს.  აქ, ამ  გარემოში ატარებ დროს, ისვენებ და უფრო ახლოს გრძნობ თავს ბუნებასთან, რომელიც ახალი ენერგიით, ემოციით და შთაგონებით გავსებს.

დასვენება ბიუჯეტი

  კოვიდ 19 გავლენა, ზოგი ბიზნესისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა, აი მდელოს შემთვევაში კი ეს პირობები ბიზნესის წამოწყების  ტრამპლინად შეიძლება აღვიქვათ.  შიდა ტურიზმის განვითარებაზე  აქცენტმა,  ადგილობრივი  ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების შესაძლებლობები დაგვანახა, ის რომ , არა ნაკლებ  ლამაზი და აუთვისებელი ადგილები გვაქვს, რომელიც ნამდვილად იმსახურებს  ყურადღებას, ეს კი  თავის მხრივ იწვევს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ინტერესის გაჩენას, რეგიონის ათვისებას. ყველაფერი ეს ჯამში კი ქმნის ქვეყნის ეკონიმიკის მყარ საფუძველს. ასე რომ დასვენებაც კი შეიძლება იყოს სასარგებლო საქმიანობა, როგორც თქვენთვის ასევე საქვეყნო მნიშვნელობითაც. 

შენი საპიკნიკე ადგილი

 თუ უკვე ბარგის  ჩალაგება დაიწყეთ, მხოლოდ პირადი ნივთები და ტექნიკის დამტენი არ დაგავიწყდეთ დანარჩენი ყველაფერი იქ დაგხვდებათ, აი, დამტენი კი აუცილებლად  დაგჭირდებათ, ამდენ სასიამოვნო ემოციის  დაფიქსირება გარდაუვალი საქმეა.