fbpx

მარინე – ელეგანტური მოდის ამბავი

მარინე ელეგანტური მოდის ამბავი

მარინე – ელეგანტური მოდის ამბავი

1250 602 buymore.ge

“თუ ქალბატონი მოგეწონათ და არ გახსოვთ რა ეცვა, მას ნამდვილად ელეგანტურად სცმია “- ამბობს მოდის მეტრი ივ სენ ლორენი, ამდენად, სამოსი ან აქსესუარი ქალბატონის დამახასიათებელი შტრიხია, ის რაც  მის განსაკუთრებულობას  და გემოვნებას უსვამს ხაზს.

ეს მარინეა,  ბრენდის სახელი ავტორის სახელიდან დაიბადა,  არჩვეულებრივი მიგნებაა, ხომ   იცით სახელი  მარინე რას ნიშნავს? ზღვას, ეს დამთხვევა სიმბოლურიცაა,  ზღვიან ლამაზ ქალაქში ბათუმში იქმნება აქსესუარის ეს ხაზი, ავტორივით გემოვნებიანი და მისი სახელის სტიქიასავით მიმზიდეველი და ქარიზმატული.

ბათუმი იყიდე მეტი მარინე

ხაზის ავტორი გახლავართ მე, მარინე – ვფიქრობ საყელო ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამომსახველ როლს ასრულებს ტანსაცმლის მხატვრულ გაფორმებაში და ის არამარტო.  ის არ ამხოლოდ  დასრულებულ იერს აძლევს მოდელს, არამედ ვიზუალურ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე. კლუბ რეფლექტორში ვიყავი, ეს აქსესუარი მეკეთა და იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ამ დღემ,  გადავწყვიტე ამ აქსესუარით დამეწყო ჩემი შემოქმედება”.

  მარინე ასე სპონტანურად, თუმცა დიდი გემოვნებით დაბადებული აქსესუარის ხაზია, ის დეტალი, რომელიც  მოდის მიმდინარეობის და მიუხედავად არ იცვლება ქალაბტონების გარდერობში, პირიქით, დოლჩე და გაბანას წლევანდელი ინსპირაციის წყაროდაც  კი იქცა, როგორც რეტრო შტრიხი – დახვეწილი, გემოვნებიანი და არისტოკრატული საუკუნეების გადმოძახილი. ელემენტი, რომელიც ნებისმიერი სტილის სამოსს, მსუბუქ, ჰაეროვან და რომანტიულ ელფერს სძენს. მოდის ესთეტიური არსი წორედ  მის ცვლასა და სიახლეშია.   ვფიქრობთ, ეს აქსესუარი არის  დღეს მოდის ახალი ტენდენცია.

იმისთვის რომ საკუთარი ჰობი საქმედ აქციო, დიდი გამოცდილება კი არა გამბედაობა და განსხვავებული ფანტაზია  გჭირდება. მარინემაც ასე დაიწყო პირველი შთაბეჭდილებების არეალის გაფართოვება.

 ამ სფეროში დიდი გამოცდილება არ მაქვს. ქარგვა მსიამოვნებს ძალიან და ეს ნიჭი გავაცნობიერე. ვფიქრობ რაშიც გულს,სულს , ენერგიას და ჩვენეულ ხედვას ჩავდებთ ის ყოველთვის განსაკუთრებული და ორიგინალური იქნება. 

მოდა აქსესუარი ხელნაკეთი

 

 ნამუშევრების დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა  სახის ნატურალური ქსოვილები,   და  დეკორატიულ მასალები, რომლებსაც ესთეტიური დანიშნულება აქვს : ლენტები,ზონრები, მაქმანები და ასევე ფურნიტურა (ღილები,კნოპები) . რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგიერთი ნამუშევარი არის ნაქარგით გაფორმებული.

თითოეული ნამუშევრის დიზაინი, მიუხედავად მისი ელეგანტურად “უბრალოებისა”, დიდი რუდუნებით და ხანგრძლივი შრომით იქმნება. დიზაინი წინასწარ იხატება, შემდეგ თითოეული დეტალი ხელით მუშავდება და საბოლოოდ გამოდის ის, რაც არა მხოლოდ გალამაზებს, შემქმნელის ისტორიას და ემოციას გიყვება, იმ დადებით ენერგიის წრედში გახვევს რომელსაც ავტორი ხელშესახებ ნივთთან ერთად გიზიარებს.

ჩემთვის გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებში, რის გარეშეც ვერ ვიზრდები. ასე რომ   მსოფლიოსთვის ურთულესმა პერიოდმა კოვიდ -სიტუაციამ ჩემს შემთხვევაში დიდი გადატრიალება მოახდინა ჩემს შემოქმედებაში, ავირჩიე ზუსტად ის მიმდინარეობა რაზეც აქამდე დიდხანს ვფიქრობდი და ახლა ჰარმონიაში ვარ საკუთარ თავთან და არა მხოლოდ მასთან.

რას ვურჩევდი ქალბატონებს?  ვურჩევდი მოვუსმინოთ საკუთარ შინაგან ხმას, მხოლოდ ეს ხმა გვკარნახობს  როგორ ვიყოთ განსაკუთრებულები და მიმზიდველები.

მარინე -marine –