მამაკაცის სამოსის ქართული ხაზი ანუ სტილი, რომელიც გამოგარჩევს

მონტი იყიდე მეტი

მამაკაცის სამოსის ქართული ხაზი ანუ სტილი, რომელიც გამოგარჩევს

1920 1080 buymore.ge

“მე არ მივყვები მოდას, მე თავად ვქმნი მას”- ეს  კარლ ლაგერფელდია, პერსონა, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, მან ერთდროულად წარმატებულად განავითარა, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის სამოსის ხაზი. დღეს მისი ლეიბლის ქვეშ, არა მხოლოდ სამოსი, უამრავი აქსესუარი მზადდება, რომელიც ერთდროულად ორივე სქესისთვის იქმნება და  ხაზს უსმავს მფლობელის  სტილს, გემოვნებას და ინდივიდუალიზმს.

ქართული მოდის სამყაროში ძირითადად ქალბატონების  სამოსის ხაზია განვითარებული, თითქოს მხოლოდ ქალბატონების პრეროგატივა იყოს მოდურად და გემოვნებიანად ჩაცმა, მამაკაცის ხაზს ამ მხრივ ნაკლები ყურადღება ექცევა, შესაბამისად, ეს ნიშა  ბოლომდე არ  არის ათვისებული, რაც მარკეტინგული თვალსაზრისით,  საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მოდურად ჩაცმა ორივე სქესის იმიჯის ნაწილია.

მამაკაცის ტანსაცმელი

” ამ მიმართულებით ბიზნესის წამოწყება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს რადგან მოდის მიმართულება და გემოვნება ერთ-ერთი ყველაზე სადაო თემაა. დააკმაყოფილო მომხმარებლის მოთხოვნა, შესთავაზო მაღალი ხარისხი და შესაბამისი ფასი ეს ყველაფერი ერთიანობაში ძალიან ძნელი დასამთხვევია.რა თქმა უნდა, კონკურენტები გვყავს, რადგან ძალიან ბევრი დიზაინერია ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ მამაკაცის ხაზი რატომღაც არ იყო კარგად ათვისებული,სწორედ ამიტომ პირველი სატესტო კოლექცია ზუსტად მამაკაცებისთვის შევკერეთ“-  მონტი  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლელა ვანიშვილმა

  მონტი – სამოსის ქართული ხაზია, რომელმაც პირველი საპილოტე კოლექცია სწორედ მამაკაცებისთვის შეკერა და ივლისში წარდგა საზოგადოების წინაშე, ასე მიიპყრო ბაზრის ყურადღება, რომელიც ამ მხრივ საკმაოდ კონკურენტულია, თუმცა  სამიზნე აუდიტორიამ ნამდვილად გაამართლა, უფრო სწორედ  ჩანაფიქრმა, რომ ეს არის ბრენდი ხასიათით: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ყველასთვის ვისაც უნდა რომ არ  ჩამორჩეს მოდას ან თავად იყოს მოდა.

მამაკაცის მოდა

ხელნაკეთი, ინდივიდუალური ბრენდის ქვეშ შექმნილი სამოსის ან ნივთის უპირატესობა ისაა, რომ ის  იშვიათია, მოდური და რა თქმა უნდა მფლობელის გამორჩეულ გემოვნებას უსვამს ხაზს. რაც თავის მხრივ, მოდურ ტენდენციად იქცევა ხოლმე. მოდა ხომ ისაა, რასაც გემოვნებიანი ადამიანები ატარებენ, სწორედ ეს იქცევა სტილად, სტილი კი ტრენდად.

კოვიდ 19 ის არსებობამ, როგორც ყველა ბიზნესს, მასაც შეუქმნა დაბრკოლებები, მაგრამ  რა თქმა უნდა, ბრენდი არ შეუშინდა გამოწვევას და თითოეული დაბრკოლება ახალ წარმატებად აქცია. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო დარწმუნდნენ თავიანთი იდეის სისწორეში: თუ რა მნიშვნელობა აქვს ქართულ წარმოებას, ხარისხს და ოპერატიულობას, რომელიც მომხმარებლისთვის შეძენის გადაწყვეტილებასთან ერთად  მნიშვნელოვანი პირობაა.

გემოვნებიანი მამაკაცი

  “პირველ რიგში ვემზადებით შემოდგომის კოლექციისთვის, გვემატება მამაკაცის ფეხსაცმელი , ხოლო ზამთრის კოლექციაში უკვე ქალის ხაზიც გვექნება სრულად წარმოდგენილი. რა თქმა უნდა მონტი ახლო მომავალში ექსპორტზეც გავა. ჩვენი სტილი არის „ქეჟუალი“ და აქედან გამომდინარე ჩვენი მომხმარებლებიც ის ხალხი არიან ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სურთ დახვეწილად ეცვას.”

ამჟამად, კოლექციის სრული ვერსიის ნახვა  და შეძენა ფალიაშვილის 80 ნომერში ქართული მოდის ლაბშია შესაძლებელი ან ონლაინ www.monti.ge საიტიდან.