fbpx

მაგი-კომფორტის და უსაფრთხოების სინთეზი #ბიზნესამბავი

მაგი კომფორტის სინთეზი

მაგი-კომფორტის და უსაფრთხოების სინთეზი #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

   თანამედროვე ცხოვრების სტილი კომფორტს და უსაფრთხოებას ერთნაირი თანაფარდობით მოითხოვს და აფასებს. სივრცე,  სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, როგორც ერგონომიულად, ასევე ტექნიკურად უნდა იყოს გამართული, უზრუნველყოფილი და მოწესრიგებული. დამატებითი სათავსოები ინტრერიერის საჭირო  ნაწილია, მით უმეტეს, როცა სივრცე არ არის დიდი მასშტაბის ამიტომ რეკომენდირებულია მისი გონივრულად გამოყენებით შეიქმნას ისეთი სათავსოები, რომელიც შეინარჩუნებს სივრცეს და გაზრდის კომფორტის ხარისხს. ეს  მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი საერთო დიზაინის კონტექტის ნაწილი ხდება და სწორედ ეს  ჰარმონია  ქმნის იმ განწყობას, რომელიც სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეს „ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა“ აქცევს.

ინტერიერი

სწორედ ამ პრობლების გადასაჭრელად გამოჩნდა ქართულ ბაზარზე კომპანია მაგი  და მისი ავტორი გახლავთ დავით და გიორგი ცირამუები, რომელთა საერთო შეხედულებებმა და იდეამ საბოლოო ბიზნეს სახე მიიღო და საკმაოდ მალე მოიპოვა აუდიტორიის ყურადღება თუ ნდობა. ამდენად, მათი შექმნილი საწარმო დღეს  ნესტგამძლე, ჰერმეტულად დახურულ ხელნაკეთ კარადებს აწარმოებს.  მისი ავტორების შთაგონების ერთერთი “მთავარი გმირი”  გათბობა  გახდა. კომუნალური უპირატესობების დასადასტურებლად არ არის აუცილებელი მოწყობილობა ოთახის ინტერეიერის მთავარი ნაწილი იყოს ან ექსტერიერის ზედმეტი წანაზარდი, შესაძლებელია მისთვის შეიქმნას კომფორტული, დაცული სათავსო, რომელიც არა მხოლოდ მოწყობილობის ხანგრძლივი მოხმარების და გამართულად მუშაობის გარანტია, ასევე დამატებითი სივრცეცაა სხვადასხვა დანიშნულების ნივთების მოსათავსებლად.

მაგი კომფორტი

წვმიანი ამინდი, სიცხე და სხვა ბუნებრივი ფაქტორები უამრავ პრობლემას უქმნის ქვაბს, რომელიც ზამთარში გათბობასა და ნებისმიერი სეზონის დროს ცხელი წყლის მიწოდებას უზრულვეყოფს.ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ბუნებრივი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური გათბობის ქვაბზე, რაც ავტომატურად გულისხმობს გათბობისა და ცხელი წყლის არასტაბილურ ნესტგამძლე, ჰერმერტული კარადა უზრუნველყოფს გაზის ხარჯვის ეკონომიურობას და ქვაბის პარამეტრული მახასიათებლების მდგრადობას. ამას გარდა, გათბობას იცავს გარე დაზიანებებისაგან (ყინვა, ნესტი, წყალი, მზე, ბუნებრივი ფაქტორები). მოთუთიებული ლითონის ფურცლებს (0,5-0,6მმ) შორის მოთავსებული პენოპლასტი (40 მმ) აღჭურვილია მამჭიდროებელი რეზინებით, რაც ქმნის გათბობის ქვაბის სრულ იზოლაციას.

ჩვენმა ბრენდმა მაგი შექმნა ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ამ სახით არ იყო ბაზარზე წარმოდგენილი. შეხვდებოდით მხოლოდ მეტალოს ნაკეთობას, რომელიც ფასადიდან ამოვარდნილი იყო. ჩვენი პროდუქტი კი მზადდება ფასადზე თუ შიდა ინტერიერზე  მორგებული ფერთა ფართო არჩევანით. ასევე, საუკეთესო ვიზუალითა და ხარისხით. რაც მთავარია, პროდუქტი იძლევა გაზის წვის 10-15% იან ეკონომიას.“- გიორგი ცირამუა ბრენდის ავტორი  

თუნუქის მასალის გამოყენებით დამზადებული თითეული სათავსო არის საუკეთესო სააივნე ავეჯი, რომელიც არ იჟანგება, არ ხუნდება, დეფორმაციას არ განიცდის, ფერი არ გადასდის და ხანგრძლივი გამძლეობის ვადა აქვს, ( მითითებული ლითონის ფურცლებს (0,5-0,6მმ) შორის მოთავსებული პენოპლასტი (40 მმ) აღჭურვილია მამჭიდროებელი რეზინებით, რაც ქმნის გათბობის ქვაბის სრულ იზოლაციას.)  მისი გამოყენება, როგორც ზემოდ აღვნიშნეთ, ღია სივრცეებსა და აივნებზეა (ბინა, კერძო სახლი, ოფისი) კომპანია წარმატებით  თანამშრომლობს  m2, პარკვუდი, ბაკურიანი ინნ და სხვა.

წყალგამძლე კარადები

  ”  პროდუქცია არის ჩვენ მიერ შექმნილი, რაზეც გვაქვს პატენტი. პროდუქტი იწარმოება საქართველოში. ამ ეტაპზე  16 ადამიანი  გყვავს დასაქმებული. სამომავლოდ ვაპირებთ გაფართოვებას. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ჩვენი კომპანია, ამ დრომდე მსგავსი პროდუქტი არ შექმნილა, ვინაიდან ეს იყო მორგებული იმ პრობლემებს, რა პრობლემებზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. პატენტის აღებით ფაქტიურად გამოჩნდა, რომ ეს პროდუქტი არის ახალი სიტყვა სამშენებლო და სარემონტო ბაზარზე”. –  დავით ცირამულა ბრენდის დამფუძნებელი 

მიუხედავად რთული პოსტ პანდემიური სირთულეებისა, რაც ყველაზე მეტად ბიზნეს სექტორისთვის განვითარების რიტმზე ცუდად აისახა, მაგი მაინც შეძლო გაფართოვება. დაამატეს ახალი ფილიალი ბათუმში და არსებული თამასის თუ გრაფიკის შენარჩუნება ახლა უფრო მნიშვნელოვანი გახდა.  პრინციპში, სწორედ ამ პერიოდმა დაანახა საზოგადოებას, რამდენად საჭიროა  უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო საოჯახო თუ დახურულ სივრცეში, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ, პანდემიიდან გამომდინარე ხომ საერთოდაც ჩვეული სტილი გახდა. ამიტომაც მათ მიმართ ინტერესი ბუნებრივად გაიზარდა, რაც აიხსნება  არა  მხოლოდ მოთხოვნილების გაჩენით, არამედ მათი რეპუტაციისა და ხარისხიანად შესრულებული პროექტებიდან გამომდინარე. შეკვეთის აღება ხდება ადგილზე მისვლით და  აზომვითი ნახაზის შედგენიის შემდეგ 5 დღეში ხორციელდება მონტაჟი.

” ბრენდის სანდოობას  ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელი განსაზღვრავს”  – გიორგი ცირამუა მაგი დამფუძნებელი