fbpx

Lilith – იყავი საკუთარი თავის გმირი #ბიზნესამბავი

იყავი შენი თავის გმირი

Lilith – იყავი საკუთარი თავის გმირი #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

ვინ არის ლილითი?  ქარიზმატული მითური წარსულის მქონე პერსონა, რომელიც ცივილიზაციის ცნობიერებაში მაცდური, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის სტატუსით დამკვიდრდა, დღემდე სადავოა მისი არსებობის სინადვილე, მაგრამ იმაზე არავინ დავობს  რომ ყველა ქალბატონს სურს მასავით შთამბეჭდავად და მომხიბვლელად შევიდეს ისტორიაში და ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გახდეს ისევე როგორც ეს პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ენერგეტიკის მატარებელი აქსესუარი, რომელიც მისი მოსახელეა და საკმაოდ თამამი ამბიციაც აქვს, აბა სხვანაირად როგორ იქნება ამ სახელს ატარებს და? იქნებ სწორედ ამიტომაც აირჩია მის სეხნიად ყოფნა:  “ლილიტის” მთავარი მიზანია გოგონებს შთააგონოს საკუთარი თავის სიყვარული და თავდაჯერებულობა.

ხელნაკეთი აქსესუარი

   ” ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას, დაახლოებით 2019  წელს მივხვდი რომ მინდოდა ჩემი საკუთარი საქმე მქონოდა და საინტერესო ბრენდი შემექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ამბიციური და მიზანდასახული ვიყავი და ვარ, ზოგჯერ მიჭირდა  კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მაგალითად, საჯარო საუბარი, გარკვეულ სიტუაციებში საკუთარი აზრის დაფიქსირება… ამის დაძლევაში კი ხშირად მეხმარება ჩემი განუყრელი აქსესუარი, რომელიც ყოველთვის მახსენებს რომ ყველაფერი გამოვა და ძლიერი ვარ”, ამიტომაც   გადავწყვიტა შეექმნა  აქსესუარების ბრენდი „ლილიტი“.  ყველა აქსესუარის მთავარი მიზანია  გაგვახსენოს რომ   უნიკალურები და ძლიერები ვართ, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ რასაც მოინდომებენ!-   ნინო თორაძე ბრენდის ავტორი

ციფრული ჟურნალი

ნინოსთვის  ლილითი სათქმელის გამოსახვის ახალი ფორმაა, ასე  ცდილობს  რომ  როგორც  საკუთარ თავს ისე თანატოლ გოგონებს მიაწვდინოს  ხმა და ეს განწყობა გაუზიაროს : ” რომ ჩვენ თავად ვართ საკუთარი თავის გმირები. გვსურს რომ ყველამ დავინახოთ ჩვენი თავი გმირებად და ჩვენვე გადავდგათ ჩვენთვის სასარგებლო ნაბიჯები სასურველი მიზნებისკენ”

2018 წლის შემდეგ აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო პროექტში, ტრენინგში, სასწავლო შეხვედრებში მონაწილეოაბს, რაც საშუალება მაძლევს უფრო განვითარდე პროვნულად და ასეევე ვისწავლო ის უნარ-ჩვევები, რაც ჩემი სამეწარმეო საქმის განვითარებაში დამეხმარება.“

 იყავი გმირი ბიზნესი

2019 წლის დეკემბიდან დავიწყეთ უფრო აქტიური მოღვაწეობა, თუმცა უკვე გაზაფხულზე დაწყებული შეზღუდვების გამო სრულიად გაჩერება მოგვიწია. მას შემდეგაც ნელა ვითარდებით. კოვიდ 19ის არსებობის გამო, როგორც იცით ნაკლებად ტარდებოდა და ახლა საერთოდ აღარ ტარდება გამოფენა-გაყიდვები ან სხვა დამხმარე ღონისძიებები, რაც ხელს შეგვიწყობდა ჩვენი ბრენდი მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო. ამჟამად ონლაინ სივრცეში ვართ სრულიად.

ქართული ბრენდი

სუპერ გმირია ყველა ადამიანი ვინ ცხოვრობს, გამოწვევებს უძლებს და მის ისტორიას წერს. ისტორიას, რომელიც სხვებს ენერგიით და შთაგონებით ავსებს. “ლილითი– ახალი  იდეა სწორედ ამ ხაზით განვითარდა, კომპანიებისთვის შექმნა სუპერ გმირების გულსაბნევებს მათი თანამშრომლებისთვის, ბრენდირებული და პერსონიფიცირებულს

ვფიქრობთ რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში ყველა კომპანიის თანამშრომელს მოუწია შედარებით უფრო სტრესულ, განსხვავებულ გარემოში მუშაობა და ადაპტირება, რაც იმას უსვამს ხაზს რომ ეს თანამშრომლები მართლაც სუპერ გმირები არიან და სასიამოვნო და მამოტივირებელია როცა შენი კომპანიის თვალში სუპერგმირი ხარ”

ისე შეგვიყვარდა ლილითი ერთი ნახვით, რომ არ შეგვეძლო ეს განწობა თქვენთვის არ  გაგვეზიარებინა, ამიტომაც არის ეს სტატია ასეთი ემოციური და მიკერძოებული. კიდევ შეგვეძლო  გვესაუბრა ბევრი მაგრამ მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ : ლილითი