fbpx

Let’s Do It – გარემოს დაცვითი ორგანიზაცია #ბიზნესამბავი

სოციალური პასუხისმგებლობა

Let’s Do It – გარემოს დაცვითი ორგანიზაცია #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

 Let’s Do It საქართველო არის საერთაშორისო ორგანიზაცია Let’s Do It World-ის წევრი და წარმოადგენს გარემოსდაცვით ორგანიზაციას, რომელიც 2016 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა მწვანე საქმიანობას საქართველოს ყველა რეგიონში, ხოლო 2018 წლის აპრილიდან დარეგისტრირებულია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ მიზნად ვისახავთ საზოგადოებას შევახსენოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სუფთა და გამწვანებული გარემო ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის, მისი დასუფთავება, გამწვანება და დაცვა მომავალი დაბინძურებისგან, რისთვისაც საჭიროა მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მწვანე ღონისძიებებში, ცნობიერების ამაღლება და ძირეული ცვლილების განხორციელება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ვგეგმავთ და ორგანიზებას ვუწევთ საქართველოს მასშტაბით მასობრივ დასუფთავების აქციებს, ხეების დარგვას, ნაგვის ურნების განთავსებას სხვადასხვა ლოკაციებზე. ამავდროულად, ჩვენ ვახორციელებთ არაფორმალურ საგანმანათლებლო პროექტებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად. ჩვენს ყველაზე დიდ მიღწევად მიიჩნევა  2018, 2019 და 2020 წლებში World Cleanup Day-ს ორგანიზება, რომელიც ყოველწელს სექტემბრის მესამე შაბათს აღინიშნება, ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მოვაბილიზეთ 300-ზე მეტი ლიდერი და  50000-ზე მეტი მოხალისე, ასევე წარმატებით ვითანამშრომლეთ დაახლოებით 80 არასამათავრობო ორგანიზაციასთან, მუნიციპალიტეტთან, კომპანიასთან, მედია საშუალებასთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან.

გარდა ამისა,  Let’s Do It World  ორგანიზებით ჩატარდა მსოფლიოში პირველი ციფრული დასუფთავების დღე დედამიწის დღის 50 წლის იუბილის აღსაღნიშნად, ვინაიდან ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ნარჩენები ხშირად უხილავია. მას შემდეგ, რაც მას გავიტანთ ჩვენი სახლებიდან – ვეღარ ვხედავთ. არსებობს ერთი კატეგორიის ნარჩენი, რომელიც უხილავია ჩვენს სახლებშიც – ციფრული ნარჩენი, რომელსაც ძველი ფაილები, ერთნაირი სურათები, გადმოწერილი ვიდეოები, უხმარი და გამოუყენებელი აპლიკაციები წარმოადგენენ. იდეა გაჩნდა შექმნილი COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, გლობალური ციფრული დასუფთავების დღის აღსაღნიშნად საზოგადოებას მოვუწოდეთ ციფრული ცხოვრების მოწესრიგებისა და გამოუსადეგარი ინფორმაციაების მოწყობილობებიდან წაშლისკენ.

ამჟამად, ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტია – “ არ დააგდო აქ ჩააგდე“ და „საქართველოს დასუფთავების დღე“ (2021 წლის 18 სექტემბერი).  იმ პრობლემის გათვალისწინებით, რომ მწეველების უმეტესობისთვის არ არის ცნობილი, რომ სიგარეტის ნამწვებს წლები სჭირდება დაშლისთვის და წარმოადგენს დაბინძურების წყაროს, თუ რაოდენ საზიანოა სიგარეტის ნამწვის გადაგდება გარემოში და მის გახრწნას 13-15 წელი ჭირდება და წარმოადგენს დაბინძურების უპირველეს  წყაროს, ვინაიდან ყველაზე ხშირად გადაგდებადი ნარჩენი სწორედ ნამწვია.   რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია,  სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა პროექტი “აქ ჩააგდე, არ დააგდო“ , რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების და გარემოზე მისი მავნე ზემოქმედების შესახებ. ამისათვის, განხორციელდა სოციალური კამპანია სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით, ხოლო შემდეგ თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდა სპეციალური „ნამწვის ყუთები“, სადაც ინდივიდები პასუხობენ კითხვებს ან აძლევენ ხმას მათი საყვარელი ფილმების, ცნობილი ადამინების, ფეხბურთის გუნდებისა და სხვა თემების სასარგებლოდ  სიგარეტის ნამწვის შესაბამის კონტეინერში ჩაგდებით. ამით ვეხმარებით მწეველებს, რომ გამომიმუშავონ სიგარეტის ნარჩენების ურნაში ჩაყრის ჩვევა, ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს მხიარული, შეჯიბრებითი ასპექტისა და ჩართულობის საშუალებით მწეველებში დავნერგოთ დანაგვიანების საწინააღმდეგო ჩვევები და ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი გარემოს სისუფთავეზე.

lets do it

ამასთანავე, მიმდინარე წელს გამოვაცხადეთ ფოტოკანკურსი – “ქმედება ცვლილებისთვის“ (ვხედავ-ვმოქმედებ-ვშველი), რომლის მთავარ მიზანს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, კონკურსის ფარგლებში გამოვავლინეთ გამარჯვებულები, რომლებსაც წამახალისებელი პრიზები გადაეცათ.

ასევე ,  „Masterpeace“ საქართველოსა და Let`s Do It საქართველოს ორგანიზებით, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განვახორციელეთ პროექტი – „ერთად დავიცვათ დედამიწა“ (Let“s Save The Earth Together”). ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 7 სხვადასხვა ქვეყნის – გერმანია, უკრაინა, ხორვატია, პოლონეთი, სომხეთი და ავსტრია – წარმომადგენელი ეწვია. პროექტში 35 მონაწილე გახლდათ ჩართული, რომლებიც გარემოს დაცვის, დასუფთავებისა და ეკოლოგიის თემის, გარშემო გაერთიანდნენ. პროექტის მიზანი ასევე ერთმანეთისთვის საკუთარი ცოდნის, მათ ქვეყნებში გარემოსთან დაკავშირებული არსებული გამოწვევბისა და გამოცდილების გაზიარება გახლდათ.