fbpx

Lem – თავისუფალი ადამიანების ხასიათი #ბიზნესამბავი

ლემი ქართული სამოსი

Lem – თავისუფალი ადამიანების ხასიათი #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

 

My name is Fridon and I’m Georgian fashion designer

ყველაფერი  რამდენიმე წლის წინ ტანსაცლის გადაკეთებით დაიწყო. პროფესიით ინჟინერი ფრიდონ ნიგურიანი წინაპრების ტრადიციის გამგრძებლად მოგვევლინა.  მისი დიდი ბებია სვანურ, ულამაზეს საბნებს „ფაჩ ვორქის“ მეთოდით ქმნიდა. ფროდონიც მიხვდა, რომ ეს მეთოდი დღეს  ძალიან საინტერესო და გამორჩეულია. ასე მოხდა მოვიწყებული მეთოდის  თანამედროვე დიზაინთან ადაპტირება, რაც  რა თქმა უნდა სტრუქტურულად ახალი აღმოჩენა არ ყოფილა მსოფლიო მოდისთვის, თუმცა ამგვარი კომბინაციით და თემატიკით   მისი თაყვანისმცემელი  ნამდვილად გახადა წამყვანი მოდის ღონისძიებების ერთერთი სასურველი სტუმარი, თუმცა არა მხოლოდ ამ მიზეზით,  მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

მოდის ინდუსტრიაში სილუეტსა და ხარისხთან ერთად ბრენდის  წარმატებას მისი სახელი განაპირობებს, ამიტომაც მასზე ფიქრი ზუსტად ისეთვე რთულია როგორც ახალ კოლექციაზე,  რადგან ის ერთდროულად იდენტობასაც უნდა გამოხატავდეს, ეროვნულობასაც და იმ სიმბოლიზმსაც რაც ბრენდის მთავარი ხაზია. ამ კრიტერიუმებით შეიქმნა lem streetwear  ძველი სვანური სახელი – ლემ- რაც ლომს ნიშნავს და არა მხოლოდ.

       My name is Fridon and I'm Georgian fashion designer  

My name is Fridon and I’m  Georgian fashion designer. 

 

        ლემი (ლომი) თავისუფალი სვანეთის დროშაა, რომელიც, გადმოცემით, წინ უძღოდა სვანეთის ლაშქარს ბრძოლის დროს. მისი მფლობელი იყო ხევის უფროსი, რომელსაც მელომე ეწოდებოდა. ჰულიშობის დღესასწაულზე  ლომი  თუ კარგად გაიბერებოდა და გაიშლებოდა ეს დიდი ბედნიერებისა და კარგი მოსავლის მომასწავებელი იყო.” 

  “ ჩემი იდეაა შევქმნა ისეთი მრავალფეროვანი ფერადი და განსაკუთრებული  სამოსი როგორიც ქართველი  კაცის ბუნებაა და ცნობლია რომ ქართველი კაცის ბუნება ასოცირდება მრავალფეროვნებასთან ხელოვნებასთან და თავისუფლებასთან”- ფრიდონ ნიგურიანი  დიზაინერი 

მან გაბედა და შექმნა სამოსი, რომელიც ყველაზე ფერადი და  თვალისმომჭრელია. თანაც სად? საქართველოში, სადაც შავი ფერი ლამის ეროვნულად იქცა. აქ ფერებს განსაკუთრებული სამყარო და  გამოხატვის თავისუფლება  აქვს, ეს ის ხიბლია, რომელიც თითეულ მათგანს პირველივე შეხვედრისთანავე დაგამახსოვრებინებს და შენეულ სამოსად, გარდერობის განუყოფელ ნაწილად აქცევს, და არა მხოლოდ გარდერობის, ხასიათის, დღის, განწყობის. ფერები, ფერები, ყველგან, მსუყედ და თამამად.

ქართველი დიზაინერი

 

   LEM streetwear   წარმატება  გასცდა საზღვრებს არა მხოლოდ ცნობადობის ბაიერების აქტიურობის მხრივაც. გასულ წელს კიევის მოდის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მისი ახალი კოლექციის  რომელიც ნატვრის ხის თემატიკაზე იყო აგებული, როგორც დიზაინით ისე კონსტრუქციის მხრივ  განსაკუთრებით საინტერესო იყო ფუფალას წარმდგენი მოდელის სრული კოსტიუმი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა და წარმოდგენის დასრულების თანავე  კერძო  კოლექციონერის საკუთრება გახდა. ამავე კოლექციის ნაწილი იყო  ფეხსაცმელი, აქსესუარი და სვანური ქუდის მოდიფიცირებული ვერსია რომელმაც ასევე სრული ფურორი მოახდინა  ამავე მოდის ჩვენებაზე.

მაისი ვარდმოფენის თვეა. ამ თვეში განსაკუთრებით ირთვება  ბუნება. იშლება ყვავილები, ფერადდება და დღე დღესასაული ხდება, ფერების თერაპია და  ქართული ექსტრავაგანრული მოდის ამბავი იხილეთ  შემდეგ სიუჟეტში.

 კატერინა გალდავაძე