კინო მანია ანუ კინომოყვარულთა ღირსეული კლუბი

ალმადოვარი

კინო მანია ანუ კინომოყვარულთა ღირსეული კლუბი

1920 1080 buymore.ge

ბოლო პერიოდია ხშირად წააწყდებით სოციალურ ქსელში ასეთ მოთხოვნას: ” რამე კარგი ფილმი  მირჩიეთ” და მეგობრები დაუზარებლად გიგზავნიან მათთვის საყვარელი ფილმების ლინქებს. რთავ, ზოგჯერ ბოლომდეც  უყურებ და ვერ გებულობ, ვერაფრით ვერ ხვდები რა იპოვეს ამაში საინტერესო და მით  უფრო  რატომ მიანიჭეს   საყვარელი ფილმის სტატუსი. მერე იწყებ ინტერნეტში  თუ სამეგობროში  ინფორმაციის მოძიებას,  განხილვას, კრიტიკას, ანალიზს, თუ რა აზრობრივი დატვირთვა ქონდა ამა თუ იმ მიზანსცენას, რის თქმას ცდილობდა ამით რეჟისორი, რას აღწერდა ეს ფილმი.. რა თქმა უნდა ინტერნეტში ამ შეკითხვებზე სრული პასუხი არსად არ არის..  აი სწორედ, ასეთი კინომანებისგან კინომანებისთვის შეიქმნა  პროექტი „კინო მანია  2016 წლის აპრილში, სიღრმისეული და ფილმების სტრუქტურული ანალიზისთვის დაინტერესებული მაყურებლისთვის. კინომანებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ, როგორ შეაფასონ ფილმი მხატვრული მახასიათებლების, დროისა  და კულტურულული ბექგრაუნდის გათვალისწინებით.

იდეის ავტორი, პროექტის დამფუძნებელი და კურატორი,  “მანია კინოს” შემოქმედებითი პროდიუსერი დიანა ნერსესოვა რომელიც კინოს ერთ მლიანობადაც აღიქვამს და თვლის რომ მისი გმირებად დაშლაც შეიძლება და ამოქმედებაც, ოღონდ როგორც ჭადრაკის ფიგურებს, მათაც გარკვეული ხაზი აქვთ, ყველაზე მეტად დასაფიქრებელი და მრავალი სვლით წინასწარ განსაზღვრული.

კინომანია

კინო მხოლოდ სანახაობა არაა, უნდა ვისწავლოთ გააზრებითა და დაფიქრებით ყურება. უნდა ზუსტად გავიგოთ მისი კონტექსტი. ქვეტექსტები, ფილმის მთლიან ქარგაც უნდა დავშალოთ, რომ ზუსტად მივხვდეთ, რეჟისორის იდეებს, მსახიობების თამაშს და პერსონაჟთა ურთიერთმიმართებას. ეკრანზე გამოსახული მთავარი პერსონაჟების გამოსახულებებითა და მათი პრობლემების დახმარებით, მაყურებელს ვეხმარებით გააცნობიეროს პირადი საკითხების აქტუალობა და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციები, განასხვავოს ფსიქოდრამისა  და კათარზისის ელემენტები ხელოვნებაში. ერთი სიტყვით, ”კინო მანია” ფილმის გააზრებულ და შეგნებულად ნახვაში დაგეხმარებათ.” 

კინო სამყარო გარდა ციფრულ სამყაროში არსებული  ჯგუფის  სადაც დისტანციურად ხდება აზრის გაზიარება, კლუბის( ჯგუფის ) წევრები  ცოცხალ აუდიტორიას ჩართვითაც ახორციელებენ სხვადასხვა საინტერესო ტიპის  შეხვედრებს.  პროექტის „კინოს მანია“ ფილმის ჩვენებებზე მომხსენებელი კინოს ექსპერტი და აღმასრულებელი პროდიუსერი  გიორგი ნერსესოვია. შეხვედრები ტარდება აუდიტორიასთან ცოცხალი ურთიერთობითა და დიალოგებით.  აქ თითოეულ ადამიანს რომელიც  კინოთია დაინტერესებული  შეუძლია მიიღოს მონაწილეობა  როგორც მსმენელის ასევე  თანამონაწილის რანგში.

 

დატოვე კომენტარი