fbpx

ქინდერ ბუბუ – ფოტო პერსონიფიცირებული წიგნები #რეკლამისამბავი

ქინდერ ბუბუ

ქინდერ ბუბუ – ფოტო პერსონიფიცირებული წიგნები #რეკლამისამბავი

2560 1440 buymore.ge

პროექტის დამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი ბესარიონ შენგელიაა, რომელსაც საგანმანათლებლო თუ სოციალური პროექტების განხორციელების მრივ დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ თითეული იდეა, რომლის განხორციელებასაც იწყებს, პირდაპირ ისახება მოზარდი თაობის განვითარების რეიტინგსა თუ იმ მრავალფეროვან აქტიურობაზე რაც მათ გონებასა თუ სხეულს ერთდროულად აკაჟებს და აჯანსაღებს. მოკლედ, მისი ძირეული სურვილი ისაა, შექმნას რაც შეიძლება მეტი მოზარდ სასარგებლო პროექტი თუ პლატფორმა, ასე დაიბადა სწორედ ქინდერბუბუს იდეა.

  •   ფოტო პერსონიფიცირებული წიგნის იდეა 

პროექტის ავტორმა, ბესარიონ შენგელიამ, ინტერნეტში სრულიად შემთხვევით  ნახა  კომპანია Wonderbly-ის 2012 წლის დამფუძნებლების მიერ ინვესტორებთან წარდგენილი პროექტის ჩანაწერი, ის  აწარმოებს პერსონიფიცირებულ წიგნებს და  მომხმარებელს სთავაზობს  რომ წიგნში/ტექსტში განათავსოს  ბავშვის სახელი და ასევე  წიგნის ილუსტრაციებში გააჩინოს რეალურ ბავშვთან მიმსგავსებული ილუსტრირებული გმირი, ამით ქმნის განცდას, რომ პატარა ბავშვმა წიგნის გადაფურცვლისას შეიგრძნოს, რომ ის  ერთერთი თანამონაწილე გმირია. პროექტმა მიიღო მხარდაჭერა და დღესდღეისობით ისინი ამ პროდუქტით გლობალური ლიდერები არიან და  წლის მანძილზე  1.5 მლნ. წიგნს ყიდიან.  ასევე ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის შედეგად თითქმის ყველა ქვეყანაში უკვე არსებობს მსგავსი კომპანიები, მსგავსი სერვისით – საქართველოც არაა გამონაკლისი, ამიტომ იდეა მალევე მოარგო არსებულ სინამდვილეს და საჭირო  ინტერელექტუალური თუ შემოქმედებითი რესურსების მოძიებაც დაიწყო.

იყიდე მეტი

ბავშვებთან მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებამ ბესარიონი დაარწმუნა, რომ მსგავსი მოდელი, მცირე კორექციით კიდევ უფრო სასარგებლო იქნებოდა ბავშვებისთვის, რა მოხდება თუ  ილუსტრირებულის ნაცვლად  შეიქმნება ფოტო -პერსონიფიცირებული წიგნი, რომელიც ბავშვს მისცემს სრულ ვიზიალურ აღქმას, რომ ის ნამდვილად მონაწილე გმირია? ეს მას  გაუჩენს უაღრესად პოზიტიურ  პირველ მოგონებას და ამავე დამოკიდებლებით განუვითარდება კითხვის სურვილი და წიგნის სიყვარული.

ჩემს მიერ ორი წლის წინ დაწყებული ძიებების შედეგად აღმოვაჩინე, რომ თურმე ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დიდგვაროვნების და სამეფო ოჯახების ბავშვებისთვის იქმნებოდა სრულიად პერსონალური თავგადასავლების სერიები სადაც დიდგვაროვანი ოჯახების შვილები იყვნენ თანამონაწილე გმირები, თურმე ჯერ კიდევ ძველ საუკუნეებში ბავშვის მოტივირებისათვის,  განვითარებისათვის იყნებდნენ ამ მეთოდს.“ ამ მიზეზით სრულიად გავოცდი, რომ 21-საუკუნეში არავინაა აქტიურად დაკავებული ამ უაღრესად პოზიტიური საქმით, მით უფრო რომ ახლა მეტი გამომსახველობითი შესაძლებლობებია.”

შემდგომი ძიებებით, მალევე  აღმოაჩინა მიზეზი მსგავსი მეთოდიკით წიგნების  აქტიური განვითარება რატომ არ ხდება გლობალურად. ძირითადი  მაინც ის იყო რომ პროექტი არ იყო  ისეთი მაღალ შემოსავლიანი პროგნოზის როგორიც ვთქვათ პირველადი მოხმარების ნივთებია, და ასევე თუ მის განხორციელებას ვინმე გადაწყვეტდა მისი არასტანდარტული შემოქმედებითი და წარმოების  პროცესის გათვალსიწინებით  ის  ღირებულებით გადააჭარბებდა “ჩვეულებრივ” წიგნს, რაც თავისთავად  დაკარგავდა პირველადი ჩანაფიქრის მნიშვნელობას, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასურველი თანამგზავრი უნდა იყოს.

  •  არ არსებობს  პრობლემა, როცა არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი.

რა თქმა უნდა ხსენებული პრობლემა/წინააღმდეგობები  ქინდერ ბუბუ გუნდისთვისაც  არსებობს , თუმცა ამ ყველაფერს ფარავს ის მიზეზი, რომლის გამოც უკვე ბევრი კარგი ადამიანი და ქართული კომპანიები გაერთიანდნენ ამ პროექტის გარშემო  და ისიც ეტაპობრივად ფართოვდება.  მიზეზი რომელმაც დაჩრდილა ყველა წინაღობა არის – ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მაღალი დონის საქვეყნო საქმის გლობალურად კეთების შესაძლებლობა.

  ონლაინ ჟურნალი

  •    პროექტის გლობალური სოციალური მიზანია.. 

მსოფლიო ბავშვებს გაუჩინოს წიგნთან ურთიერთობის პირველი პოზიტიური შეხება-მოგონება, შესაბამისად ხელი შეუწყოს ადამიანს (ბავშვს) პატარაობიდანვე ქონდეს მაქსიმალურად პოზიტიური კავშირი წიგნთან და კითხვისადმი/განათლებისადმი სურვილი გაუზარდოს  (დაეხმაროს მსოფლიო ოჯახებს, რომ საკუთარ შვილებს მარტივად შეაყვარონ კითხვა);  ადამიანების უმრავლესობას უყვარს, როცა საკუთარ თავს ხედავენ ჟურნალში, ტელევიზიაში – განსაკუთრებით ბავშვებს. ქინდერბუბუ  ილუსტრირებულ წიგნში,  ბავშვი უფროსი ადამიანის გარეშეც, ვიზუალურად შეძლებს საკუთარი თავის ამოცნობას.

”   ჩვენი პროექტის ნიშები, ხასიათდება სიმარტივით თუმცა მარტივი გზების გამოსანახად დაგვჭირდა 2 წლიანი მომზადება და მსოფლიო ქვეყნების მიხედვით ფინანსური და სოციალური კველვების გაცნობა და გამოყენება. ინოვაციურობას დავარქმევდით იმას, რომ ჩვენ არმოვაჩინეთ შემოქმედებითი მეწარმეობის მიმართულება, რომელიც საერთოდ არაა ათვისებული მსოფლიო ბაზარზე – ასევე, აღმოვაჩინეთ და ოფიციალური მეცნიერული და სტატისტიკური კვლევების საფუძველით, ვქმნით უნიკალურ ეკონომიური შესაძლებლობას – არათუ  მხოლოდ ჩვენი ბიზნესისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის.” – ბესარიონ შენგელია 

 კატერინა გალდავაძე 

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge