კიდეკაი – ცხოვრება იზომება ემოციებით

კიდეკაი – ცხოვრება იზომება ემოციებით

960 638 buymore.ge

საყვარელი საქმიანობა  შეიძლება გადაიქცეს ბიზნესად თუ მას გონივრულად დაგეგმავ და კრეატივსაც არ დაიშურებ. ეკუნა თავშავაძე  კიდეკაი ბრენდის ავტორი – პროფესიით დიზაინერი და ფოტოგრაფია, ეს უნარები და გამოცდილება გახდა სტიმული რომ ერთ დღეს საკუთარი ბიზნეს იდეა განეხორციელებინა და  მის მიერ შექმნილი ნივთების სილამაზე და ორიგინალურობა ფართო მასებისთვის გაეზიარებინა.

Tmisamagri kidekai

სასაჩუქრე ნივთების შექმნა საკუთარმა ხასიათის შტრიხმა გადააწყვეტინა, ძალიან უყვარს საჩუქრების გაკეთება და ფიქრობს, რომ ისევე როგორც მას, ადრესატსაც ძალიან სიამოვნებს ლამაზი და განსაკუთრებული საჩუქრის მიღება. ამიტომ  კიდეკაი ბიზნესის პირველ ეტაპზე  სასაჩუქრე ბარათების შექმნით მოიპოვა მომხმარებლის ყურადღებაც და ინტერესით.  “განსაკუთრებულად მიყვარს ჩვენი ენა, ანბანი, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი ქართული შევქმნა. ყოველთვის მინდა, რომ ჩემი პროდუქტი განსხვავებული, ორიგინალური და კრეატიული გავხადო. ყოველდღე ახალი იდეები მიჩნდება და ვცდილობ კარგად დავგეგმო და გავანაწილო.”

თიოთოეულ ბარათზე ინდივიდუალურად შექმნილი დიზაინი და ტექსტია, რომელიც თქვენი განწყობის და სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ცხოვრება იზომება ემოციებით, მიყვარხარ, გილოცავ  – ვის არ ესიამოვნება ასეთი სიტყვებით მიღებული სამახსოვრო  ბარათი,  მით უმეტეს თუ მას ასევე ორიგინალური საჩუქარი მოყვება.  წიგნის მოყვარულებითვის ეს ბარათი კიდევ უფრო სასიამოვნოა, აქ შეიძლება თქვენი ნაცნობი  და საყვარელი ლიტერატურული ფრაზები იპოვნოთ, ან საყვარელი წიგნის გვერდი  ფერადი სანიშნით ჩანიშნოთ.

მისალოცი ბარათი

 

კოვიდ კრიზისის  მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნა ბრენდისთვის არც ისე რთული აღმოჩნდა, იზოლაციურმა  მდგომარეომამ მის შრომისუნარიანობაზე არ იმოქმედა,  კიდეკაი გუნდი მთელი ეს პერიოდი ახალი პროდუქტის შექმნასა და არსებულის გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ, რა თქმა უნდა ეს ის ტემპი არ იყო რაც თავიდან ქონდათ ჩაფიქრებული მაგრამ მთავარი გამოწვევა გადალახული იყო – იზოლაციის პერიოდში მომხმარებელმა დაამტკიცა თუ რამდენად მოსწონს კიდეკაი ნივთები და ის განწყობა რასაც ამ ნივთებთან დამეგობრების შემდეგ იძენს. ამდენად , მისალოცი ბართების და სასურველი დიზაინით შესრულებულ პოსტერებს   ორიგინალური,  ჰაეროვანი და ფერადი თმის აქსესუარების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი დაემატა.  ასევე  დამუშავების პროცესშია ახალი ხაზი, რომელიც საქართველოს და ოკუპაციის თემატიკას ეხმაურება.

სავიზიტე ბარათი

განსაკუთრებულ თარიღებს განსაკუთრებული აღნიშვნა ჭირდება – ეს კი ის ემოციაა, რომელიც  დიდი ხანი გამახსოვრდება და ყოველ შეხედვასა თუ შეხებაზე სასიამოვნო განწყობას განიჭებს. სწორედ ესაა კიდეკაი მთავარი მიზანიც – ცხოვრება იზომება ემოციებით. ჯერ ეს ყველაფერი დასაწყისია, წინ დიდი გეგმები და განსახორციელებელი იდეებია, რომელიც კიდევ ბევრი ადამიანის  განწყობის და  ან გარდერობის მთავარი დეტალი გახდება.  გააზიარეთ თქვენი ემოციები და სიხარული კიდეკაის სამახსოვრო ნივთებით, რომელის შეძენა მათი სოციალური ქსელიდან შეგიძლიათ. კიდაკაი.kidekai