ყარალაშვილის მარანი- სამეფო ღვინის 7 საუკუნოვანი ტრადიცია

ღვინის დეგუსტაცია

ყარალაშვილის მარანი- სამეფო ღვინის 7 საუკუნოვანი ტრადიცია

960 640 buymore.ge

ღვინის სამშობლოს სტატუსის მოსაპოვებლად რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობაა საჭირო: ერთ ადგილზე ხანგრძლივად მცხოვრებ ადამიანთა პოპულაცია, განვითარებული მეთუნეობა (დოქებისა და ქოთნების დასამზადებლად) და დიდი რაოდენობით ველური ვაზის არსებობა. ჯერჯერობით ამის შედარებით ადრინდელი დადასტურება შულავერის გორის გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ადამიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად მიიჩნევა.  ნასახლარებს ნეოლითის ეპოქას მიაკუთვნებენ და 8 ათასი წლის ისტორიას მიაწერენ.

მეღვინეობა სამეფო

არქეოლოგიური სამუშაოების მსვლელობისას აქ თიხის ნაკეთობათა ნამტვრევები აღმოჩნდა, რომელთაც წითელი ფერის ნალექი ჰქონდა, სავარაუდოდ, ღვინის კვალი. იპოვეს ვაზის ორგანული ნარჩენებიც, რომლებიც კავკასიის ამ ნაწილში უხვად იზრდება. აქვე მიაგნეს უძველესი ვაზის წიპწებსაც (6 ცალი), რომლებიც მოშინაურებული ვაზისას ჰგავს. ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება. „შილდაში მღერის დედას ლევანა და ართანაში ყარალაშვილი“- ტიციან ტაბიძის ამ სტრიქონით გვინდა გაგაცნოთ გვარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეღვინეობითაა ცნობილი და არა მარტო…

ყარალაშვილის ღვინის მარანი – თითქოს გართობისთვის შექმნა, ყოველ შემთხვევაში მისი დამფუძნებელი და დირექტორი- ლაშა ყარალაშვილი ასე ამბობს. თუმცა ბუნებრივია, როცა საქმიანობა გენეტიკური კოდის მატარებელია, ის აუცილებლას წარმატებამდე მიგიყვანს.

ღვინის მარანი
ყარალაშვილები – წარმოშობით კახეთიდან არიან, მაღალი სტატუსი, ანუ თავადობა მე – 14 საუკუნეში ქართლის მეფე-კახეთის მეფე გიორგი VIII- ისგან მიიღეს. ყარალაშვილის ოჯახი ღვინოს ამზადებს 1396 წლიდან. მთელ საქართველოშია ცნობილი ყარალაშვილების „მრავალჟამიერი“, ბუნებრივია, გვარი რომელიც მრავალჟამიერს ქმნის ღვინოც უზადო უნდა ჰქონდეს. კახეთში უძველესი ღვინის მარანიც მათი გვარისაა…
მეღვინეობის შესახებ ცოდნა და გატაცება თაობებს გადაეცა. მეხუთე თაობის ოჯახის წევრები, თამაზ ყარალაშვილი და ინესა ყარალაშვილი, ორივე ძალიან ცნობილი მეღვინეა საქართველოში და რუსეთში.

საუკეთესო ქართული ღვინო
რევაზ ყარალაშვილი, ყარალაშვილის მეღვინეობის ოჯახის კიდევ ერთი ცნობილი წევრია,
რომელიც „ქართული სამეფო ღვინის“ – მფლობელია. კომპანია ღვინოს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.  ამ მეღვინეების ყველაზე ახალგაზრდა წევრი ლაშა ყარალაშვილი, აგრძელებს ოჯახურ ტრადიციას მეღვინეობაში. რამდენიმე წლის წინ მან შექმნა საკუთარი კომპანია ყარალაშვილი და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოებს, ძველი ქართული ტრადიციებით. 7 სახეობის ღვინის დეგუსტაცია უკვე 1 ივლისიდან შეგიძლიათ!