კამუსია – ადამიანის პროტოტიპი თოჯინების საოჯახო ბიზნესი

ცნობადი სახელ საჩუქარი

კამუსია – ადამიანის პროტოტიპი თოჯინების საოჯახო ბიზნესი

1920 1080 buymore.ge

თოჯინების სიყვარულს ასაკი არ აქვს მით უმეტეს თუ ეს თოჯინები ზუსტად იმ ადამიანის ასლია, ვისთვისაც დაამზადეს. ასეთი ორიგინალური და სახასიათო სათამაშოები მოზრდილებისთვის განსაკუთებულად დასამახსოვრებელია. ამ სურვილით შეიქმნა კამუსია, რომლის იდეა მას შემდეგ გაჩნდა რაც  ბრენდის ავტორის დედამ –  თამარ სამსონიამ, ექსპერიმენტის სახით შექმნა ორი თოჯინა. ხელნაკეთი თოჯინა არ იყო ისეთი როგორიც ზოგადად წარმოგვიდგენია ხოლმე, ეს იყო ადამიანის ზუსტი პროტოტიპი, სრული დეტალიზირებითა და რეალურობის დაცვით: დაწყებული თმის ფერიდან, დასრულებული იმ აქსესუარებამდე, რომლიც მას მოსწონს. ნივთის  განსაკუთრებულობა პირველივე ნაკეთობიდან ცხადი გახდა,  ეს იყო სუვენურული პროდუქციის  ახალი ნიშა, რომელიც  საკმაოდ მალე მოიპოვებდა წარმატებას.

კამუსია ხელნაკეთი თოჯინა

ჩემზე ამ თოჯინებმა დიდი ეფექტი მოახდინეს და მალევე მოვიფიქრეთ ბრენდის სახელი კამუსია და დავიწყეთ იდეის  ბიზნესად ქცევის გეგმის  განხორციელება . თავიდან ძალიან რთული ეტაპები გავიარეთ,  ეს ერთდროულად იყო სწავლის და მუშაობის ეტაპი – პროცესში ვხვეწდით ბევრ რამეს, რადგან ჩვენთვის ახალი იყო  როგორც მგავსი ტიპის  ნივთის შექმნა ასევე ბიზნესის წარმოება. ძალიან ვნერვიულობდით ყველა დეტალზე რადგან რეალურად გამოუცდელები ვიყავით ამ სფეროში და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, თითოეული დეტალი ჩვენთვის ექსპერიმენტი იყო, ხოლო   ყოველდღიური მიზანი – უფრო და უფრო დაგვეხვეწა თოჯინები . სირთულეებთან ერთად საინტერესო გამოცდილება მივიღეთ  ამ სფეროში.”  ბრენდის  დამფუძნებელი ლიკა ქობალია. 

” ძალიან კარგად მახსოვს  პირველად,  ახალ წელს  შემოგვივიდა უამრავი შეკვეთა, მიუხედავად იმისა რომ თავიდან სამნი ვქმნიდით თოჯინებს ღამეებს ვათენებდით საქმის კეთებაში, ყოველი ახალი მოთხოვნა ახალი ექპერიმენტი იყო რაც რეალურად ახალ შთაგონებას გვაძლევდა და სხვადასხვა ტიპის მასალის თუ ფორმის შექმნის უნარებს ავითარებდა, სწორედ ამ გამოცდილებამ მოგვცა ის, რომ დღეს  უკვე პროფესიონალურ დონეზე ვქმნით ჩვენს ნამუშევრებს და მოთხოვნაზე პასუხი “ეს არ დამზადდება” ან “ამის შექმნა შეუძლებელია“ პრაქტიკულად არ გვაქვს.”  – თამარ სამსონია, ბრენდის  თანაავტორი 

ფეხბურთის თამაში
ეს  ოჯახური ბიზნესია, სადაც თითეული წევრი სწორედ იმ საქმიანობითაა დაკავებული რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის. ამ ეტაპზე თოჯინებს ამზადებს  ლიკა ქობალია და  დედა – თამარ სამსონია, ტექნიკურ დეტალებში  კი  აქტიურად არის ჩართული ბექა ჭოლოკავა – ლიკას შეყვარებული.  თამარი აკეთებს ყველაფერს რაც კერვას ეხება : თოჯინისთვის ქმნის სამოს, ლიკასთან ერთად ამზადებს  აქსესუარებს, რომელიც თოჯინის ნაწილია. შექმნილი მასალიდან ლიკა  უკვე თოჯინების ფორმას ქმნის, უმატებს თმას, აქსესუარებს, სამოსს და საბოლოო ჯამში, გამოდის ნივთი, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელია, ისევე როგორც ის ადამიანი ვისთვისაც ის მზადდება. ბექა მარკეტინგული საკითხების მოგვარებითაა დაკავებული და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ სოციალური ქსელში ბრენდს  ასევე საინტერესო და აქტიური კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან.

დიდ შრომას ვდებთ კამუსიაშ და ყველაზე მეტად გვიხარია რომ ეს შრომა გვიფასდება , მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილი რჩება ნამუშევრით , ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვთ კამუსია – მიმართ რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველი თოჯინის გაგზავნისას მაინც გვაქვს ფორიაქი სანამ ადრესატამდე მივა,  ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება, ემოციის გადმოცემა, რომელიც ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევს .” 

იყიდე მეტი სუვენირი

 

 

ბრენდმა საკმაოდ კარგად გადაიტანა კოვიდ 19 იზოლაციურ პერიოდი, რაც ნამდვილად  დიდი გამოცდა იყო.  ემოციურმა მდგომარეობამ კიდევ უფრო გაზარდა სახალისო და გამორჩეული ნივთების მიმართ შეძენის სურვილი.  მოთხოვნა დღითიდღე იზრდებოდა, შეკვეთის დამზადება ჩვეული დროის, 10 დღის ნაცვლად  უფრო დიდი ხანი სჭირდებოდა, რადგან საჭირო მასალის შესაძენად ყველა ობიექტი დახურული იყო, მაგრამ ერთგული მოხმარებლები, წინასწარ ჯავშნიდნენ შეკვეთას და მზად იქყვნენ მოეცადათ იქამდე სანამ ეს კრიზისული მდგომარეობა გადაივლიდა.  რამდენიმე კვირიანმა პაუზამ რა თქმა უნდა ბრენდის პოზიციონირებაზე გავლენა არ იქონია, პირიქით, გაორმაგებული ძალებით და ახალი იდეებით დაიწყეს სხვადასხვა პერსონაჟების შექმნა და ერთგული მომხმარებლების გახარება.

პანდემიის შემდეგ ჩვეულ რეჟიმში  მუშაობენ. ახლა ზუსტად 10 დღეში შეგიძლიათ გაგზავნილი ფოტოს მიხედვით შექმნილი თოჯინა მიიღოთ თქვენთვის სასურველ ადგილას და გაახაროთ საყვარელი ადამიანები, სიხარული  ხომ ყველაზე ძვირფასი საჩუქარია.