“იპოვნე რასაც ეძებ” – თავის მოვლის ჯანსაღი არჩევანი

საპოვნელა იყიდე მეტი

“იპოვნე რასაც ეძებ” – თავის მოვლის ჯანსაღი არჩევანი

960 640 buymore.ge

“ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდით მიმობნეულს მინდორ-ველად, პაწაწინა, მარჯნისფერი  ყვავილია, იმერეთში ეძახიან საპოვნელას.” ამ რომანტიული სიმღერის თანახმად, საპოვნელა ჯადოსნური  ყვავილია,  რომელიც გაპოვნინებს იმას რასაც ეძებ,  ანუ სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენი სტატიის მთავარი გმირია,  ამავე სახელის მქონე ქალბატონების სილამაზის რუტინის  საყვარელი  ბრენდი,  რომელმაც  დაამტკიცა ის რისთვისაც  შეიქმნა – საპოვნელა – იპოვნე რასაც ეძებ.  ბუნებრივი კომპონენტებით შექმნილი ხელნაკეთი კოსმეტიკა სხეულისა და თავის   მოსავლელი საშუალებების ვრცელი და რაც მთავარია სრულიად ქართული არჩევანით –  ტანის მბზინვარე ზეთიდან ვიდრე   ტანის მკვებავ კრემამდე.

თავის მოვლა მაკიაჟი

ნატურალური  ინგრედიენტები ბრენდის მთავარი ხაზია, ქაცვი, პიტნა, ნახშირი, როზმარინი, ჭინჭარი  და  განსაკუთრებით თხის რძე, რომელიც მოვლის საშუალებებში ერთერთ ყველაზე ძვირფას ინგრედიენტად ითვლება, მისი გამოყენება შემთხვევითი არაა, „საპოვნელას“ შექმნის იდეა ლეჩხუმში, მაღალმთიან სოფელ გვესოში მდებარე თხის ფერმის “გვესოს ფერმის“ განვითარებას მოჰყვა. რუსუდან კბილაშვილი, რომელიც  ასევე “გვესოს ფერმის“ კოოპერატივის მეპაიეა და საპოვნელა” დამფუძნებელია,  დიდ ხანს ფიქრობდა ბრენდის სახელსა და საკომუნიკაციო სტილზე და ბოლოს სიზმარში იპოვა „საპოვნელა“.  ქართული სახელი, რომელიც ყვავილის დასახელებაა და ნატურალურთან ასოცირდება  და ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ბრენდის დანაპირებს. ყველა ქალბატონს სჭირდება პატარა საიდუმლო, რითაც  გაახანგრძლივებს ან ხაზს გაუსვამს  მის სილამაზეს  და მომხიბვლელობას.

ონლაინ ყიდვა საპონი

რუსუდანმა,  ბრენდის ავტორმა სტარტაპი საკუთარი დანაზოგით დაიწყო საინტერესოა მისი, როგორც წარმატებული ბრენდის ავტორის გამოცდილება: ” ვერ ვიტყვით, რომ რთულია „საპოვნელა“ განვითარება, რადგან საკუთარი დანაზოგით შემნილი სტარტაპისთვის პროდუქტის წარმოება არ საჭიროებს რაიმე რთული საწარმოო ხაზის განვითარებას,  ბრენდის პროდუქტები ხელნაკეთია და ჩემი 15 წლიანი  საცალო სექტორში მუშაობის გამოცდილება შედარებით მარტივს ხდის ბაზარზე დამკვიდების პროცესს. ამავდროულად სტარტაპების მხარდამჭერი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მიერ ინიცირებული მრავალი პროექტი საპოვნელა მსგავსი ქართული სტარტაპებისთვის დამატებითი შესაძლებლობაა პროდუქტების გაყიდვის თუ ცნობადოის ამაღლების კუთხით, რადგან მათთვის საკუთარი პროდუქტების რეალიზაციისთვის მიმზიდველი პლატფორმები და გარე გაყიდვის სივრცეები ხელმისაწვდომი.”

ტანის მოვლა თმის მოვლა

დღეს ბრენდი 30 სახეობის სხვადასხვა პროდუქციითაა წარმოდგენილი. 100%-ით ნატურალური მოვლის საშუალებები,  უმაღლესი ხარისხის იტალიური, ესპანური, ამერიკული, აფრიკული წარმოების მცენარეული ცხიმებით მზადდება,  სამკურნალო მცენარეებით, კოსმეტიკური თიხებით, ნახშირით და სხვა ნატურალური ინგრედიენტებით  შექმნილი  პროდუქცია  გულგრილს ვერავის ტოვებს.  განსაკუთრებით პოპულარულია  კანის  მოვლის საზაფხულო   საშუალებები: ტანის ბრჭყვიალა ზეთი, რუჯის გამაძლიერებლები, ტანის დამატენიანებელი კრემები და ა.შ .  მრგვალ ბაღთან, მცხეთის 1 ნომერში საკუთარი ბუტიკური სტილის მაღაზიაში – „საპოვნელას სახლი“ ,  სადაც მომხმარებლებს თბილ მეგობრულ და ძალიან განსხვავებულ სივრცეში მასპინძლობენ,  შეუძლიათ  სასურველი პროდუქტების შეძენა.  მაღაზიის გარდა  ონლაინ, ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდის საშუალებით და სხვა პარტნიორ პლათფორმებზეა შესაძლებელი:  როგორიცაა mystartp.ge. vendoo.ge და სხვა .

რჩევა ქალბატონებს  საპოვნელასგან თავის მოვლასთან დაკავშირებით:

“გააკეთეთ ჯანსაღი არჩევანი თავის მოვლისას და იპოვეთ, „რასაც ეძებთ“.

საცურაო აუზი რუჯი