“იმოგზაურე ვისოლთან ერთად” შიდა ტურიზმის მხარდასაჭერისთვის

ვისოლი იყიდე მეტი

“იმოგზაურე ვისოლთან ერთად” შიდა ტურიზმის მხარდასაჭერისთვის

960 454 buymore.ge

 „იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ფართო მასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადობის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და  კრიზისი  დააძლევინოს. ვისოლი პროექტს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციი – ს მხარდაჭერით ახორციელებს.

 ბენზინი მანქანა

იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ მრავალწლიანი კამპანიაა,  რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელსაც  გვსურს ძირითადი აქცენტი საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებაზე გავაკეთოთ და დავეხმაროთ იმ მცირე ზომის საოჯახო ტურისტულ ობიექტებს, რომლებიც განსაკუთრებულად დაზარალდნენ პანდემიით. მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია ძირითადად მხოლოდ შემომყვან ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ქონდათ და მეტ წილად უცხოელი ტურისტების ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებულნი. შესაბამისად, მათი ცნობადობა დაბალია ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე და მათ არც შესაბამისი რესურსი გააჩნიათ, რომ მოერგონ ახალ რეალობას და დაგეგმონ შიდა ტურისტებზე გათვლილი კომუნიკაცია. „ვისოლი“ საკუთარი რესურსებით მათ ფართო მასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას სთავაზობს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებთან ერთად საქართველოში ახალ აღმოჩენილ ტურისტულ ობიექტებზე სტუმრობის მსურველთ დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება.“აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

იყიდე მეტი ვისოლი

მხატვრის სახლი“ ქვემო ქართლში, „ოტიას ეზო“ იმერეთში, ეთნო სოფელი “სისატურა” სამეგრელოში, მუსხის სკოლა მუზეუმი, უძველესი ხალიჩა- ფარდაგებით სამცხე ჯავახეთში, მარანი-მუზეუმი „ნუმისი“ კახეთში, „ასლანიკაშვილების მარანი“ ლეჩხუმში, სოფელი-მუზეუმი გოგოლათი რაჭაში, სასტუმრო უშგული“ სვანეთში, ციხე მარანი „შარამანი“ შიდა ქართლში, შოთა არაბულის სასტუმრო ხევსურეთში არიან პროექტის ბენეფიციარები.

ბორჯომი იყიდე მეტი

ვისოლის მხარდაჭერით შერჩეული ტურისტული ცენტრების ცნობადობის შესაქმნელად საქართველოს მასშტაბით გამოჩნდება ბილბორდები, სოციალური მედიის საშუალებით გავრცელდება მათ შესახებ საინტერესო ისტორიები და სტუმრობით დაინტერესებულ პირებს ტურისტული კომპანიები Georgian Travel Group და Living Roots მოემსახურებიან. პროფესიული ფოტო გადაღება, რომელიც ვისოლმა პროექტის ბენეფიციარებს მოუწყო, მათ მიმზიდველ ფოტობაზას შეუქმნის, რომელსაც ისინი შეხედულებისამებრ გამოიყენენებ. კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი პროფესიულ კონსულტაციებს გაუწევს განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ მცირე ბიზნესს.