fbpx

იფიქრე და გამდიდრდი – ნაპოლეონ ჰილის 10 რჩევა

ბიზნეს საკითხავი

იფიქრე და გამდიდრდი – ნაპოლეონ ჰილის 10 რჩევა

1920 1080 buymore.ge

რა როლს  თამაშობს რწმენის ძალა პიროვნების წარმატებაში?  ყოველ დღე რომ ჩვენს თავს ვუთხრათ ” მე გავდიდრდები”, ” მე  მინდა ვიყო წარმატებული”, “მე ამას გავაკეთებ”, აუცილებლად გავხდებით  ის რაც ჩავიფიქრეთ.  გაგიკვირდებათ და ეს ფანტასტიკის სფერო არაა, ეს აფირმაციის და რწმენის ძალაა, რომელიც ისეთივე საჭიროა  პერსონის განვითარებისთვის როგორც ველოსიპედისთვის ორი   ბორბალი –  ერთი ნიჭიერება და მეორე რწმენა/ მონდომება.

 ნაპოლეონ ჰილი ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და ფსიქოლოგი (1883-1970) მისი ერთ-ერთი წიგნი იფიქრე და გამდიდრდი  ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია მთელს მსოფლიოში. ეს არ არის წიგნი იმაზე თუ როგორ იშოვოთ ფული ერთჯერადად, არამედ როგორ  გახდეთ მისი რჩეული ხანგრძლივად ანუ  გამოუმუშავოთ  ან თქვენსავე მარაგში აღმოაჩინოთ ის ჩვევები,  რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობის და პიროვნების განვითარებაზე ერთნაირი წარმატებით აისახება.

  ამ და სხვა ბიზნეს ლიტერატურის  გერმანული, ინგლისურ და რუსულ ენოვან  წიგნების  შეძენა შეგიძლიათ წიგნები ვაკეში  არაყიშვილის  N 5  20% ფასდაკლებით, სადაც ასევე  ბიზნეს ლიტერატურის  მშობლიურ  ენაზე თარგმნილი საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაც დაგხვდებათ.

გთავაზობთ წარმატების 10 პრინციპს:

  1. დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა საქმის ნახევარია.
  2. ნებისმიერი მიღწევის საწყისი წერტილი არის სურვილი. ეს მუდმივად გაითვალისწინეთ თქვენს გონებაში. სუსტი სურვილები, სუსტი შედეგების მომტანია, ისევე, როგორც ხანძრის მცირე რაოდენობა წარმოქმნის მცირე რაოდენობით სითბოს – თუ თქვენ მიატოვეთ ბიზნესი მიზნის მიუღწევლად, ის ვერ  განვითარდება.
  3.  განსაზღვრეთ მიზანი და დაივიწყეთ სიტყვა სიზარმაცე.  ზარმაცი ადამიანი ვერასდროს გაიმარჯვებს და გამარჯვებული ვერ იქნება ზარმაცი – ვერცერთ ისტორიაში ვერავინ ვერ მიაღწია დიდ შედეგს , სანამ იგი თავის წარმოსახვაში არ შექმნა
  4.  არ გეშინოდეთ ზედმეტჯერ გადადგმული ნაბიჯის.
  5.  გულდასმით გაიაზრეთ და შემდეგ იმოქმედეთ.
  6.   გამოიმუშავეთ  თვითდისციპლინა როგორც მუშაობის , სწავლის ასევე პირადი  რუტინის მხრივ.
  7.  ცივი გონება   – ის, ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოტას აკეთებს. თუ იმაზე მეტს ლაპარაკობთ, ვიდრე მოისმინეთ, მაშინ, პირველ რიგში, თქვენ შეიმეცნებთ ნაკლებს და მეორეც, თქვენ აუცილებლად წამოგცდებათ თქვენი გეგმების შესახებ, ადამიანები კი არაფერს მოერიდებიან, რომ თქვენ მშრალზე დაგტოვონ – ხალხი ხომ შურიანია .
  8.  რწმენაზე დაყრდნობა -ყველაფერი რაც ადამიანის გონებას შეუძლია მიხვდეს და დაიჯეროს მიღწევადია, ასე რომ გჯეროდეთ და იმოქმედეთ.
  9.  ცნობისმოყვარეობა , ინიციატივიანობა და შემოქმედებითი წარმოასახვა- აუცილებელი სამეულია.
  10. შეცდომებზე სწავლა, განვითარების ნაწილია, ნუ შეგეშინდებათ შეცდომები,ს მაგრამ ნურც მის ხშირ დაშვებას შეეჩვევით.