HR ბიზნეს სამიტი – წლის მთავარი მოვლენა იწყება

ვაკანსია სამიტი დასაქმება

HR ბიზნეს სამიტი – წლის მთავარი მოვლენა იწყება

1024 529 buymore.ge

ადამიანური რესურსების მენეჯერებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. მათ პროფესიონალიზმს კომპანიისთვის სწორად შერჩეული თანამშრომელი განსაზღვრავს, სწორედ ამ ნიშნით შეიქმნა HR Hub,   რომელიც 31 ივლისს  შატო მუხრანში  წლის მთავარ HR ღონისძიებას აანონსებს. მანამდე კი ახლოს გავიცნოთ კომპანია, რომლის შექმნასა და მიზნებზე სწორედ მისი დამფუძნებელები ანა ნავდარაშვილი  და ანა გზირიშვილი  გვესაუბრებიან.

შატო მუხრანი სამიტი

ანა ნავდარაშვილი –  ყველაფერი პლატფორმა  StudentJob.ge   დაიწყო. პირველი სტუდენტური დასაქმების პორტალი საქართველოში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის გათვლილი ვაკანსიებისთვის. ამის შემდეგ დავინახეთ საჭიროება შეგვექმნა პლატფორმა, სადაც HR მენეჯერები გაერთიანდებოდნენ.

თავად HR hub – ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს იწყება. ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიო HR  სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR პროფესიონალები ჩვენს ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს.

dasaqmeba gasaubreba vakansia

სწორად შერჩეული კადრი, კომპანიის წარმატების ნაწილია.

კარგად მახსოვს პირველ ღონისძიებაზე დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა. მაშინ HR მენეჯერის როლიც სხვა იყო. დღეს ვითარება შეიცვალა. ადამიანური რესურსების მენეჯერებზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება. ყველა კომპანიამ დაიანახა მისი საჭიროება. HR-ის როლი ბევრად გაზრდილია და დიდ კომპანიებში HR ბიზნეს პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სფეროს განვითარებაში და დღეს HR hub–ში 700-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

ანა გზირიშვილი: ჩვენი ძირითადი მიმართულება HR მენეჯერებისთვის ღონისძიებების და ტრენინგების ჩატარებაა და ზოგადად სფეროს პოპულარიზაცია, თუმცა რეკრუტინგსაც ვითავსებთ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გავიაზროთ კომპანიის მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზოთ კანდიდატები. თუ ვატყობთ, რომ მოთხოვნები და ანაზღაურება არ შეესაბამება ერთმანეთს აუცილებლად ვეუბნებით კომპანიას, რომ ასე ვერ იპოვის მისთვის სასურველ თანამშრომელს. თუ ყველაფერი შესაბამისაობაშია ვიწყებთ კანდიდატების მოძიებას. მიხარია, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ სამუშაოს მოძიებაში და ბევრი წარმატებული ქეისი დაგვიგროვდა.

სამუშაოს ძებნა დასაქმება

  წლის მთავარი HR ღონისძიება
HR ბიზნეს სამიტი უკვე მესამე წელია რაც ტარდება. ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი HR ღონისძიება. უკვე მეორე წელია პსპ დაზღვევა მხარს უჭერს ჩვენს ღონისძიებას და წელსაც მათთან პარტნიორობით ვატარებთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას. ამიტი მრავალფეროვანია: 11 სპიკერი, ვორქშოფები, ყველაზე განსხვავებული ფორმატის პანელ დისკუსია, ნეთვორქინგ აქტივობები, შეხვედრების ოთახი, განტვირთვისა და შემოქმედებითი სივრცეები. იქნება ქოუჩინგ სესიები. Hotsale-ის გრანდიოზული გათამაშება. სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა  ცვლილებები. სპიკერები ისაუბრებენ სხვადასხვა ტიპის ცვლილებებზე, რაც შექმნილმა ვითარებამ ბოლო პერიოდში გამოიწვია.  HR ბიზნეს სამიტი ხელს უწყობს HR სფეროს განვითარებას. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფესტივალის ფარგლებში და ახლა უკვე HR ბიზნეს სამიტის მიმართულებითაც აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision-თან. ჩვენი მუდმივი პარტნიორები არიან: პსპ დაზღვევა, პალიტრა მედია ჰოლდინგი, King David, KD4US, Grant Thornton, RemBow Events, BAT, რადიო იმედი, რადიო პოზიტივი და  სხვა.