fbpx

ჰოლოზეუმი- მუზეუმი (თავისუფლება) ჩარჩოების გარეშე

ციფრული ბიზნეს ჟურნალი

ჰოლოზეუმი- მუზეუმი (თავისუფლება) ჩარჩოების გარეშე

1260 709 buymore.ge

   ხელოვნება ერთადერთი ფორმაა, რომლის საშუალებითაც მშვიდად მაგრამ ხანგრძლივად შეგიძლია შენი სათქმელი სივრცეში გამოკიდო როგორც მჟღერი ბგერა, რომლის ვიბრაციები სინათლის სიჩქარით ვრცელდება და ულიმიტო სასიცოცხლო დრო აქვს ან იქნებ დროის სამივე განზომილება წარსული, აწმყო და მომავალი. ხელოვნება ასახავს, არგებს, ალამაზებს, ჯანყდება, ხმაურობს  ან პირიქით ზოგჯერ  გასაქცევი გზაც კია რეალობიდან, გზა, რომელიც არ გკარგავს, მაგრამ მისი აღმოჩენის შემდეგ ისეთი არ ხარ როგორიც იყავი.

ჰოლოზეუმი ბეთლების ქუჩა

სიმბოლურია, რომ სწორედ ნიკო ფიროსმანი იყო პირველი  ქართველი მხატვარი, რომელმაც თავისი გამომსახველობითი ფორმით და ხატვის  სტილით მსოფლიო ყურადღება მიიქცია, ამბობენ, პიკასოს როცა  აჩვენეს  მისი რეპროდუქცია უთქვამს ამ კაცს უნდა ესწავლებინა ჩემთვის ხატვა როცა აკადემიაში  ვსწვალობდიო. სწორედ ნიკოა, ის პირველი ქართველი მხატვარი რომელის ნახატი კოლოსალურ თანხად გაიყიდა მსოფლიოს გავლენიან  სახელოვნებო აქუციონზე, ამას მოყვა გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი.  დღეს საქართველოს სავიზიტე  ბართების სამეულში ნიკოს მეთევზე რიხიანად იწონებს თავს, მეტსაც გეტყვით, მან ცნობადობით და პრინტების რაოდენობით  თბილისის ცნობილ ხედებსაც  კი გაასწრო.

  ჰოლოზეუმი არის მრავალ განზომილებიანი პროექციების სამყარო. სადაც შუქი, მოძრაობა და მუსიკა სიცოცხლით ავსებს ქართულ მხატვრობას, ზოგადად ხელოვნებას და ისტორიას.

” ნიკო გაცოცხლდა და მასთან ერთად მისი თბილისიც” – წერდნენ კრიტიკოსები, მსოფლიო წამყვანი პრესის ობიექტივი ბეთლების ქუჩაზე holoseum  იყო  ფოკუსირებული. ეს განსაკუთრებული სანახაობაა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ტურისტები და არა მხოლოდ ისინი, თავიდან პოულობდნენ, იცნობდნენ, აკვირდებოდნენ, სწავლობდნენ და უყვარდებოდათ აშიყი, კეკლუცი, ამაყი, ეთნოჭრელი, ხმაურიანი,  ბოჰემიის და პოეტური სევდის მოყვარული თბილისი და  მისი შემოგარენი, მდიდარი უშვილო და ღარიბი მრავალშვილიანი ოჯახი, სანადიროდ წასული თავადები, ურმის ჭრიალით დამფრთხალი მერცხლები, ზღვის ტალღებში მოტივტივე ნავი, აქტრისა მარგარიტა, სილამაზის არცერთ სტანდარტს რომ არ აკმაყოფილებს და მაინც უმშვენიერესი როა, შენს  წინ ცოცხლდება და თვალის გუგაზე ისახება მათი ყოველი ქმედება, ეგაა სუნს ვერ გრძნობ, ვერ გაესაუბრები თორემ დანარჩენი იქ ხარ, დროში მოგზაურობ, ისე რომ შთაბეჭდილებები კარგა ხანს მიგყვება როგორც დაუვიწყარი საჩუქარი.

ახალი რეგულაცია კორონა

       მუზეუმის გუნდმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე სამომავლო გახსნა დაანონსა, რომელიც აღნიშნული რეგულაციის თანახმად დაუშვებელია, რატომ გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა და არა არის მათი მიზანი ამაზე თავად  ჰოლოზეუმი კონცეფციის და პროექტის ავტორი ლევან ბახია გვესაუბრება

“ხელოვნება ის გზაა, რომელიც ადამიანებს რთული პერიოდის დაძლევაში ეხმარება, ისევე როგორც ერთ დროს მე.  ეს საუკეთესო გზაა განწყობის ასამაღლებლად ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ეს არ არის მიზანმიმართული ჯინში ჩამდგარი ადამიანის პოზიცია, რომელიც იმას დარდობს, როგორ დაიხურა ჩემი საქმიანობა, რომელშიც ამდენი  ინვესტიცია ჩავდეთ. ვერ ვიტყვით რომ ეს ისეთივე მალფუჭებადი  პროდუქტია, როგორც კვების ობიექტები ან ნებისმიერი სხვა, ვისაც ახლა მუშაობა შეუჩერდა და ორმაგ ზარალს ითვლის. რა თქმა უნდა დახურვით არცერთი  ნივთი არ დაზარალდება და არ წავალთ კოლოსალურ ვალებში ჩემი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით რაც ძალიან სამწუხაროა. მაგრამ სხვა მხრივ, ეს მენტალური მოშლა  კიდევ უფრო  ტრაგიკულია, წლებია კრეატიულ  ინდუსტრიაში ვარ და არ მხოლოდ თეორიულად, პრაქტიკულადაც ვიცი რა გავლენას ახდენს ადამიანზე ინფორმაცია, რომელსაც ვაწვდით ან რა გავლენა აქვს კრეატიულ შემოქმედებით აქტივობებს თუ  ნაწარმს მის მენტალობაზე. აქ საერთო განწყობის შენარჩუნებაზე ზრუნვაა და არა მხოლოდ..

ზოგჯერ მგონია, რომ ლოგიკა ლექსიკონიდან  ამოვარდნილი სიტყვაა – როცა ასეთი ტიპის ობიექტები იხურება  იმ ცენზით რომ ის საშიში სივრცეა და ზრდის გადადების ფაქტორს. ვფიქრობ, ჰერმერტული გარემო უფრო საშინელია, მით  უფრო ის, როცა ხვდები, რომ ზრუნვა ვიღაცის პასუხისმგებლობაა მაგრამ არა მისი აუცილებელი ვალდებულება ან უბრალოდ მზად არ არის ამ როლის შესასრულებლად და სიტყვიერი დაშოშმინების გარდა სხვა სარგებლიან ქცევას არც გეგმავს.

holozeumi tbilisi ufaso

რა თქმა უნდა მე როგორც მოქალაქე ვაანალიზებ რომ  ახლა რთული მდგომარეობაა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, მაგრამ ამას ბევრი სამედიცინო ცოდნა არ სჭირდება: აპათია როცა ისადგურებს იქ ყველა დაავადება მარტივად იწყობს სახლეულს და დიდხანს რჩება. ეს მენტალური ომია- სადაც კარგად ჩანს საზოგადოების და მისი მმართველის ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. „მოიქეცი ისე როგორც გსურს მოგექცნენ“- გაგვიგია ცნობილი გამოთქმა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება

   მე მეამბოხე არ ვარ, რა თქმა უნდა ვაცნობიერებ ამ შეზღუდვებს და ვალდებულადაც ვთვლი თავს დავიცვა ისინი, როგორც სახლში სადაც ვცხოვრობ და რისკ ჯგუფში შემავალ ოჯახის წევრებს ვუფრთხილდები ასევე იმ გარემოში სადაც ჩვენი მუზეუმი სტუმრებს იღებს.

სახელმწიფო უწყება  აცხადებს, რომ მათ  არ აქვთ ყველას გაკონტროლების საშუალება ამიტომ სწორი გადაწყვეტილებაა დაიხუროს მთელი რიგი ობიექტები და ისინი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ჩვენი მუზეუმი ნაწილობრივ დისტანციურია, ისედაც მთელი დღის მანძლზე 50 ზე მეტი ადამიანი არ მიდიოდა, ექსპონატებს ( კედელზე დაკიდებულ ეკრანს სადაც ვიზუალური რეფლექცია ხდება) ხელის შეხება არ შეიძლება, ადრეც და ახლაც გასაკუთრებული სიმკაცრით და წესებით ხდება  ჰაერის ფილტრაცია, ეს  რეგულაციის ძირითადი წესები ისედაც დაცული იყო ჩვენი მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახლა რჩება რა? რომ თუ გავიხსნებით, მხოლოდ სოციალური მიზანი ქონდეს ჩვენს განახლებულ  მუშაობას, არანაირი კომერციული ინტერესი, დიახ, სრულიად უფასოდ ახლაც და მომავალშიც.  ამ პერიოდში კი დავიცვათ რიგითობა, მხოლოდ წინასწარ  ჩაწერილ ვიზიტორებს  ვუმასპინძლოთ, გამოვყოთ გრაფიკი დავემორჩილოთ ზოგად განაწესს , ისიც იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების წინაშე ვართ პასუხისმგებლები ისე როგორც შეგვიძლია, დავიცვათ  და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ეს ჩემი პოზიციაა, როგორც პროექტის ავტორის, როგორც მოქალაქის და როგორც ადამიანის რომელსაც ეს მდგომარეობა ბევრ შეკითხვას და ძალიან ცოტა პასუხს მაძლევს მაგრამ ამაზე შემდეგ ვისაუბროთ…

” როდესაც წაიყვანეს ებრაელები,
მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ ებრაელი.  კათოლიკებზე გადავიდნენ  ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ…შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…“

/  მე ვარ მალალა/