ჰესტია – მშვიდი და სასიამოვნო დასვენების ადგილი

დასვენება თელავი

ჰესტია – მშვიდი და სასიამოვნო დასვენების ადგილი

1250 602 buymore.ge

მოზგაურობის   შთაბეჭდილებები  ზოგისთვის მხოლოდ  სასიამოვნო ემოციის გამომწვევი მიზეზია, ზოგისთვის კი ბიზნესის დაწყების ახალი შთაგონება, ასე მოხდა სწორედ ლევან სამადაშვილის შემთხვევაშიც, რომელმაც  კახეთის ლამაზ ქალაქში – თელავში, არა ქართული, მაგრამ ამავე დროს ტრადიციული, ავთენტური და ინტერნაციონალური დეტალებით დატვირთული ბუტიკ სასტუმროს შექმნა.

  „ სასტუმროს იდეა თავიდანვე არ გაჩენილა ის  ნელ-ნელა განვითარდა. რადგან ქალაქ გარეთ სახლი აარ    გვქონდა, ბავშვს წლიდან წლამდე ხან ერთ ხან მეორე სასტუმროში ვატერებდით. თითქოს ცუდი არ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში სულ უფრო მომინდა სტაბილური ადგილი, სადაც ნებისმირ დროს შეგვეძლებოდა წასვლა. ცხოვრების დიდი ნაწილი მოგზაურობაში მაქვს გატარებული, ბევრნაირ სასტუმროში, სახლსა თუ გარემოში მიცხოვრია. ყოველთვის მინდოდა შემექმნა პატარა, ბუტიკური სტილის, კონცეპტ სასტუმრო, სადაც იმ დეტალებს გავაერთიანებდი, რაც სხვადასხვა ადგილას მომწონდა – ცხადია, ჩემი დამატებებით.“

    Hestia – Hotel, Wine and View მყუდროდ მოწყობილი, თანამედროვე არქიტექტურის მქონე, ბუტიკური ტიპის ექვს ნომრიანი სახლი-სასტუმროა, რომლის ტერასიდან  ჭიქა ღვინით ხელში სულ სხვანაირად ლამაზია  კავკასიონის პანორამული ხედები. აქ  იდეალურად არის შერწყმული ერთი მხრივ, სახლის სიმყუდროვე და უშუალობა, და მეორე მხრივ, სასტუმროს დონის კომფორტი და სერვისები.  საინტერესოა ასევე რომ ჰესტია  მინიმუმ ერთადერთი სასტუმროა კახეთში  სადაც გლუტენ ფრი საუზმის არჩევანია.

კახეთის განსაკუთრებულობა ჩემთვის იმით იწყება რომ ბავშვობის დიდი ნაწილი თელავში მაქვს გატარებული. ყოველ ზაფხულს, მე და ჩემი ძმა ბებია-ბაბუასთან, ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვატარებდით, ამიტომ ამ  რეგიონთან  განსაკუთრებული გრძნობები. რაც შეეხება სხვა თვისებებს – კახეთში ტურიზმი ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და კიდევ იზრდება. რეგიონი პოპულარულია როგორ უცხოელ, ასევე ქართველ ტურისტებს შორის და სწორედ ამიტომ, პანდემიის დროსაც საკმაოდ  ბევრ დამსვენებელს იზიდავს.“

იყიდე მეტი ტურიზმი

     ორიგინალური ინტერიერი სასტუმროს მთავარი ღირსებაა, ქალაქთან ახლოს მაგრამ ქალაქის ხმაურიდან შორს,  სასტუმროში  იაპონური, ბრაზილიური და   ქართული ინტერიერის დეტალები ერწყმის ერთმანეთს და თითოეული ოთახი ზუსტად ისეთია როგორიც ერთ-ერთ ოთახს ქვია სახელად: „ მი კასა (ჩემი სახლი) აქ ნახავთ იკებანას, იპანემას, საკურას, ტირნიტის ოთახს. რომელი ფერთა გამა და ემოციაც გესიამოვნებათ  იქ დაისვენეთ ქალაქის ხმაურისგან გადაღლილები. ინტერიერზე ფიქრისას მთვარი იდეა იყო რომ შეექმნათ მშვიდი, ვიზუალურად სასიამოვნო გარემო, ამიტომ არჩევანი  პასტელურ ფერებზე, მინიმალისტურ სტილსა და ბუნებრივ მასალებზე გააკეთეს.

    უამრავ ქვეყანაში საკუთარ ოჯახს ადამიანები მშობლიურ კერას უწოდებდნენ, ბერძნულ მითოლოგიაში  ოჯახური კერის  სიმშვიდის  მფარველად ქალღმერთი ჰესტია ითვლებოდა.ზევსის ყველაზე მშვიდმა დამ,  ღმერთების და ადამიანების ომისა და შურისგან დაღლილმა ჰესტიამ ერთ დღეს მის ძმას – ღმერთების და ადამიანების გამგებელს გამოუცხადა, რომ არასდროს გათხოვდებოდა და  თავს ადამიანების ოჯახების სიმშვიდის დაცვას მიუძღვნიდა. სწორედ ეს მითოლოგიური ისტორია გახდა სასტუმროს – როგორც ოჯახური კერის  მინი მოდელის ნეიმინგის  შთაგონება.  

დასვენება საინტერესო საქმიანობის გარეშე შეიძლება ასევე მოსაწყენ თავგადასავლად იქცეს ხომ ასეა?  სასტურმოს სივრცეში ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები იყრიან თავს, მიუხედავად იმისა რომ თათარის , ჩურჩხელის და ხინკლის კეთება ჩვენში ყველამ იცის, მასტერკლასებზე ყველა სტუმარი განურჩევლად ნაციონალობისა დიდი აქტიურობით არის ჩაბმული. მომავალი წლიდან კი მარანში ღვინის დეგუსტაციაც დაემატება სადაც ღვინის გემოს და ხასიათს  უკვე რუპ -ტოპ ტერასაზე კახურ- ევროპული კერძების ფონზე განიხილავენ.

ჰესტია მოგაურობა სტარტაპი

ჰესტია  შექმნის იდეა პანდემიის  პერიოდში განხორციელდა, მას შემდეგ რაც ლევანს და მის ფინანსურ  პარტნიორებს ბევრი  თავისუფალი დრო გამოუჩნდათ. ამ სფეროში დიდი მენეჯერული  გამოცდილებით ვერ მოიწონებდნენ თავს, დიდი პასუხისმგებლობაა  მასპინძლობა  ბიზნესად აქციო, ადგილობრივი მოსახლეობაც დაასაქმო და ეს ორივე  მხარისთვის სტაბილურ შემოსავლის წყაროდ აქციო. მაგრამ ამ გამოწვევას თავი წარმატებით გაართვეს და დღეს,  მიუხედავად პანდემიური რეგულაციებისა,  აქტიურად უძღვებიან გულმხურვალე მასპინძლის როლს და  დიდ მოწონებასაც იმსახურებენ.

სასურველი ნომრის დასაჯავშნად ყველა ინტერნეტ არხი ხელმისაწვდომია: ვებ-გვერდი  ფეისბუქ შოპი, ბუკინგი, ეარბიენბი და ექსპიდია ან  ტელეფონის ნომერზე 595 07 25 07,  მიადევნეთ თვალი მათ ფეისბუქ გვერდს და  გაინებივრეთ თავი სასიამოვნო სიახლეებით.

დატოვე კომენტარი