fbpx

გაი კავასაკი – მოჯადოების ხელოვნება #ბიზნესლიტერატურა

ბიზნეს ლიტერატურა

გაი კავასაკი – მოჯადოების ხელოვნება #ბიზნესლიტერატურა

1920 1080 buymore.ge

 

როგორ ქმნიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა Apple, ასეთ მომხიბვლელ პროდუქტებს? როგორ ხდება რომ ზოგი ადამიანი ან ბრენდი  სხვაზე მეტად იზიდავს საზოგადოებას?

ბესტსელერის  ავტორის ბიზნეს გურუს გაი კავასაკის თანახმად, ყველას შეუძლია შეისწავლოს მოჯადოების ხელოვნება. ეს თვისება  გარდაქმნის სიტუაციებსა და ურთიერთობებს, აქცევს ცინიკოსებს მორწმუნეებად და ცვლის გულებსა და გონებებს. ეს არ არის მაგია, ეს  ბიზნესის ქარიზმის მთავარი ნაწილია, უფრო სწორედ ის საიდუმლო რომელიც მის ცნობადობასა თუ გაყიდვების  ზრდაზე წარმატებით აისახება.

    ამ და სხვა ბიზნეს ლიტერატურის  გერმანული,  ინგლისურ და რუსულ ენოვან  წიგნების  შეძენა შეგიძლიათ წიგნები ვაკეში  არაყიშვილის  N 5  სადაც ასევე  ბიზნეს ლიტერატურის  მშობლიურ  ენაზე თარგმნილი საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაც დაგხვდებათ.

წიგნში განმარტებულია ყველა ტაქტიკა, რომელთა გამოყენებით თქვენ „ მოაჯადოვებთ“  უფრო სწორედ, წარმატებით დაიახლოვებთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას. კავასაკის გაკვეთილები ემყარება Apple- ში მუშაობის პერიოდს, ასევე მეწარმეობის სფეროში ათწლეულების გამოცდილებას. მსოფლიოში რამდენიმე ადამიანია ამ სფეროში ასეთი გამოცდილი და ერთერთი გაი გავასაკია ,  რომლის წიგნები ათეულობით  უცხო ენაზეა თარგმნილი, ხოლო მისი მეთოდიკა ბევრი განვითარებული ბიზნესის მყარი საფუძველი გახდა.

   #1

თუ ვინმე გიბიძგებთ სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად გახსოვდეთ ფრაზა” Dopler Effect ”- ნუ უარყოფთ სულელურ იდეებს, რომელიც პირველივე წამს გაჩნდება თქვენს გონებაში, ზოგჯერ სწორედ ისინია  ამ საკითხის ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტა.

#2 

ხალხს რომ მოსწონხარ, უნდა მიგიღონ ისეთი როგორიც ხარ, ასევე უნდა მოიქცე შენც –  მიიღე ისინი ისეთები როგორიც არიან ზედმეტი კრიტიკის გარეშე.

  #3 

ორმაგი სტანდარტის უგულებელყოფის საუკეთესო გზაა მისი უგულებელყოფა.

#4 

თუ გსურთ, რომ ხალხი გენდობოდეს, გამოჩნდით ფიზიკურად და ვირტუალურად.

 #5 

მოჯადოება მოითხოვს იმის გაგებას, თუ რატომ ერიდება ხალხს თქვენთან საქმის დაჭერა, რა აფერხებთ მათ თქვენთან ურთიერთობისას, აქციეთ ეს ბარიერი წარმატების ზღურბლად.

#6

მყისიერი წარმატება იშვიათად მყისიერია და თუ ამ წარმატების მიღმა მყოფ ხალხს ესაუბრებით, გაიგებთ, რომ ისინი შიშის, გაურკვევლობისა და დაბნეულობის შემდეგ მოვიდნენ ამ წარმატებამდე და ის სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი როგორი ერთი შეხედვით ჩანს.

#7

გადადება ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა დაღლილი ან სტრესის ქვეშ ხართ, ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ, ამიტომ მოერიდეთ ამ პერიოდში გადაწყვეტილების მიღებას ან ითხოვეთ ცოტა დრო პასუხის მოსაფიქრებლად.

#8

კამათისას, იმის ნაცვლად, იფიქროთ რომ გაქვთ პასუხი და შეეცადოთ მის დამტკიცებას ან უმჯობესია გაჩუმდეთ, უკან დაიხიოთ და იპოვოთ ნათელი წერტილები, რომლებიც უკვე მუშაობს. მიზანი არის ცვლილებების კატალიზაცია და არა საკუთარი თავისებური გზის ჯიუტი მტკიცება.

#9

შეფასეთ და განსაჯეთ თქვენი თავი იმის მიხედვით თუ რას მიაღწიეთ და არა იმის მიხედვით თუ რა მოლოდინი ქონდათ სხვებს თქვენგან.  ეს დაგეხმარებათ თავად აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარი  განვითარების რიტმის და ხარისხის შესახებ.

 #10 

თუ ვინმეში დაეჭდვით და ეს ეჭვი უსაფუძვლო არა არის ნუ მოითმენთ ამას, მოთმინება ყოველთვის არაა დიდსულოვანი საქციელი.

კატერინა გალდავაძე

 

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge