fbpx

გინდა – სილამაზით ტკბობის ყოველდღიურობა #ბიზნესამბავი

გინდა ბიზნეს ამბავი

გინდა – სილამაზით ტკბობის ყოველდღიურობა #ბიზნესამბავი

1000 481 buymore.ge

დღეს ადამიანების უმეტესობა დროის უმეტეს ნაწილს ლეპტოპთან  ვატარებთ და ასე თუ ისე მოწყვეტილები ვართ ხელოვნებას.  არადა მნიშვნელოვანია (გონებისთვის, ხასიათისთვის)  სერიოზული საქმიანობის დროსაც კი ადამიანებს ოდნავი განტვირთვის საშულება ქონდეთ. ეს საშუალება კი შეიძლება  იყოს რომელიმე კონკრეტული დიზაინით დამზადებული სქინი, რომელიც პიროვნებებს მისცემს საშუალებას შესვენების დროს/თავისუფალ დროს საკუთარ თავს სილამაზის ტკბობის წუთები აჩუქოს.

 სოფო მაისურაძემ და ირაკლი მოდებაძემ ერთმანეთი 2019 წელს გაიცნეს. მაშინვე გამონახეს საერთო ინტერესები და ერთი წლის შემდეგ, სოფოს ქვეცნობიერში ასახული კადრი- შემდეგი საერთო ბიზნეს საქმიანობის წამოწყების მთავარი აკორდიც გახდა.  სოფოს  დის (თინათინ მაისურაძის) წლების წინ ნაჩუქარი დიდი ყვითელი სტიკერი, რომელიც ლეპტოპის ზედაპირს კოხტად იყო მორგებული – ევრიკა – სოფოს ახალი საქმიანობის ინსპირაციის მთავარი მუზა გახდა.  ევრიკა-  კი, ამ სიტყვის თქმა ანტიკური  პერიოდში  მცხოვრები მოაზროვნის სტატუსის გარეშეც შეიძლება, ყოველგვარ აბაზანის გარეშე 🙂 ასე გამოიზარდა გინდა, რომელიც საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს.

 „ ვფიქრობდი და გონებაში მას ჩემი საყვარელი ფილმების პოსტერებით/ფოტოებით ვანაცვლებდი. შემდეგ მივხვდი, რომ ჩემ მსგვასად, იგივე სხვა ბევრი ადამიანისთვის იქნებოდა მისაღები, რომელთა ნაწილს ლეპტოპი პატარ-პატარა სტიკერებით ისედაც აქვს გაფერადებული. სწორედ ეს იქცა ინსპირაციის წყაროდ“- სოფო მაისურაძე 

ლეპტოპის ყიდვა

მე და ირაკლის “სახელოვნებო” ბექგრაუნდი გვაქვს (კინომცოდნეობა და ხელოვნებათმცოდნეობა), შესაბამისად, გარკვეულწილად, ვიზუალური ხელოვნებისკენ სწრაფვა და სამყროს ესთეტიური ხედვა გვაქვს ჩამოყალიბებული. შთაგონების წყაროც, სწორედ ხელოვნების სხვადასხვა მედიუმი აღმოჩნდა. თურმე, შესაძლებელია ერთი შეხედვით ყოველდღიური გამოყენების ნივთს, ლეპტოპს ესთეტიური დატვირთვაც მივანიჭოთ – სოფო მაისურაძე თანაავტორი 

გინდა ორივე ერთად ქმნის:ფუნქციები ისე აქვთ გადანაწილებული რომ სამუშაო პროცესი ერთი წამით არ წყდება: თუ რომელიმეს კონკრეტულ მომენტში არ ცალია მეორე ითავსებს. ტექნიკურ ნაწილს უმეტესად ირაკლი აგვარებს, სოფო – სქინების დახარისხება-მიწოდების საკითხებშია ვირტუოზი.  პროდუქციის შექმნის პროცესი კატალოგით იწყება. განსაკუთრებული პოპულარობით ჰოკუსაის, ვან გოგისა და ბასკიას ნამუშევრების მიხედვით შექმნილი დიზაინები სარგებლობს. მომხმარებელი ირჩევს სასურველ სქინს, ან თავად აწვდის საკუთარ ილუსტრაციას/ფოტოს. ლეპტოპის ზომის ან მოდელის დაზუსტების შემდეგ, ფიქსირდება შეკვეთა, გადადის  სტამბაში და დაბეჭდილ სქინს მომხმარებელს ეგზავნება. ხალხთან კომუნიკაციას რაც შეეხება, ორივე ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება.

დასაწყისიდანვე, სირთულეები მეტწილად ლოჯისტიკური ხასიათის იყო, თუმცა ისინი მალევე გადაწყდა. ამასთან, რამდენიმე შეთხვევაში, ზომებში მინიმალური აცდენა გვქონდა, თუმცა, ამ დროს, ჩვენს მომხმარებელს ან სრულად ვუბრუნებთ გადახდილ თანხას, ან ახალ სქინს ვთავაზობთ. პრობლემას ქმნის, ასევე, ზოგიერთი კლიენტის ლეპტოპის პროპორციებთან შეუთავსებელი დიზაინის (ვერტიკალური ორიენტაციის) სქინის დამზადების სურვილი. ამ უკანასკნელს მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად, მარტივად ვაგვარებთ.“ – ირაკლი მოდებაძე  თანაავტორი

ანიმე ლეპტოპი

ამ ეტაპზე, ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ბიზნესში  მართლაც პირველები არიან და შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობაც აქვთ. მათი განსაკუთრებულობა? ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს უქმნიან, ხელოვნება ხომ გამოხატვის თავისუფლებაა, ეს ხასიათი  გინდა მთავარი შრტიხია: ამიტომ თითოეულ ახალ მეგობარს საშუალებას აძლევენ  თავად, საკუთარი დიზაინით შექმნან სქინები. შეუძლიათ საკუთარი ნახატები გამოგზავნონ და გინდა მათ  სქინებად აქცევს. ამასთან ერთად ეს ლეპტოპის ზუსტ ზომაზე მორგებულ დიზაინებია. შენი გემოვნება, შენი მასშტაბები: მარტივად გენიალურია. ასე არ მოგიწევთ  ბევრი ჭრა, რადგან უცხოურ საიტზე განთავსებული სქინები, ხშირ შემთხვევაში, უნივერსალური ზომისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომში აუცილებლი იქნება მისი საკანცელარიო დანით ან სხვა საშუალებით ზომაზე მორგება გინდა კი ზუსტად ისაა რაც შენ და შენს ლეპტოპს სურს – კომფორტი და ესთეტიკა.

პანდემიის გამო, უამრავ ადამიანი დისტანციურად მუშაობს, შესაბამისად, ლეპტოპებთან იმაზე დიდი დროის გატარება, ვიდრე – ჩვეულებრივ. ამიტომ, კოვიდ -19 -თან თანაარსებობის პირობებში, გარემოს გახალისება და გამრავალფეროვნება, კიდევ უფრო აქტუალური გახდა და, მისი პირდაპირი გავლენა ჩვენს ბიზნესზე, სწორედ ესაა. მომხმარებელთან ციფრული კომუნიკაციის გამო, ჯერ-ჯერობით, პანდემიას ჩვენს ბიზნესზე უარყოფითი გავლენა არ ჰქონია.” – სოფო მაისურაძე 

სოფო მაისურაძე

თავად პროდუქცია, ინოვაციური არ არის, (მსოფლიოს მასშტაბით თუ ვიტყვით) თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გინდა  მომხმარებლისთვის არა მხოლოდ რიგითი პროდუქტის გამყიდველ, არამედ მრჩეველ და მეგობარ კომპანიად იქცა. სწორედ ამ დამოკიდებულებამ ჩამოაყალიბა  სტაბილური განვითარებისა და მუდმივი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

„  ჩვენთვის, მომხმარებლის მსგავსად, სასიხარულოა მათ გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი, ულამაზესი დიზაინებით დამზადებული სქინები. ამჟამად ჩვენი პროდუქციით დაინტერესებულ ადამიანებს მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. ეს გახალვთ ინსტაგრამი და Facebook-ი. ჩვენ გვერდს ჰქვია ‘გინდა’. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოვიფარგლებით.თუ საქმე კარგად წაგვივიდა პატარა მაღაზიის გახსნაც არ იქება ურიგო „- ირაკლი მოდებაძე  

რატომ  შეიძლება შეგიყვარდეს გინდა ? – თუ პროდუქციის მახასიათებელზე მიდგა საქმე: მაღალი ხარისხის, წყალგამძლე პროდუქცია, გემოვნებიან რეპროდუქციები, ლეპტოპ-მოხდენილ სქინი.

ხოლო თუ ხასიათზე ვსაუბრობთ: მეგობრულ – უშუალო დამოკიდებულებას, მცირე დეტალებისგან ბედნიერების შექმნის ხელოვნებას, სიხარულს, ერთგულებას – როცა კიდევ და კიდევ მოდიან შესაკვეთად და მათი ხასიათი და  კმაყოფილება ისეთი გადამდებია, ისეთი მოტივატორი და შთამაგონებელი რომ სიყვარული მართლაც ვერტიკალური ხდება და თანაც ბრუნვადი.

მგონი მართლაც იდეალური ვინმეა არა?  –  Art, Peace and Love

მექანიკური ფორთოხალი