Getpet – იპოვე შენი მეგობარი

ცხოველის მოვლა ძაღლი

Getpet – იპოვე შენი მეგობარი

600 315 buymore.ge

ალბათ, ძნელად იპოვნით ადამიანს, რომელსაც ცხოველები არ უყვარს, ზოგისთვის მათი არსებობა, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ის არა მხოლოდ ზოოლოგიური სამყაროს რიგითი წარმომადგენელი, არამედ ნამდვილი მეგობარია. მეგობრების მოვლა და მათზე ზრუნვა კი ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ბაზისია. ცხოველის  ყოლა სურვილთან ერთად დიდი შრომას და ინფორმაციას მოითხოვს. გასათვალისწინებელია, მისი  ჯიშური წარმომავლობა, მოვლის რუტინა, კინოლოგის და ვეტერინარის სწორად შერჩევა, კვება ,რადგან სწორედ ეს დეტალები განსაზღვრავს ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნას ოთხფეხა მეგობრისთვის.

ცხოველის მოვლა

 Get-pet -შექმნის იდეაც სწორედ აქედან დაიბადა, აპლიკაციის ავტორი ნანუკა გვენცაძე წლებია ცხოველების მომვლელად მუშაობს, პროფესიულ დონეზე საკმაოდ ღრმად იცნობს ამ სფეროს  და ერთნაირი ყურადღებით ზრუნავს როგორც ოჯახის ასევე  თავშესაფრის მაძიებელი ცხოველების მდგომარეობაზე. სწორედ, გამოცდილებამ  აჩვენა რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ისე ყიდულობს ან იყვანს ცხოველს რომ მის შესახებ არაფერი იცის,  მხოლოდ გარეგნული მახასიათებლი არაა საკმარისი იმისთვის რომ  ცხოველმა ჯანმრთელ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. მას, როგორც სპეციალისტს, ხშირად მიმართავდნენ ამა თუ იმ საინტერესო საკითხზე, ამდენად, დაკვირვებამ აჩვენა, რომ  ბაზარზე ინფორმაციული ვაკუმი ქმნის არა მხოლოდ არასწორი მოვლის ქცევების ჩამოყალიბებას, არამედ საკითხის გაგების სწორ ფორმულირებას. ამიტომ გადაწყვიტა  შეექმნა პლატფორმა სადაც ყველა ეს თემა ერთ სივრცეში იქნებოდა მოცემული და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნებოდა არა მხოლოდ უკვე არსებული მომხმარებლების არამედ ვრცელი აუდიტორიისთვის.

“მე თვითონ 4 ცხოველი მყავს სახლში. მთელი ჩემი ცხოველებისადმი სიყვარული ჩავდე გეთფეთის შექმნაში. ძალიან მინდა და მიზნად მაქვს დასახული  ამ პლატფორმის მეშვეობით  გავაბედნიერო ადმიანებიც და ცხოველებიც. დაკარგული – პატრონს დავუბრუნო, გასაჩუქებელს – ახალი სახლი ვაჩუქო, ადამიანებს კი ის ულევი სიხარული და ბედნიერება მივანიჭო, რაც შინაურ ცხოველს შემოაქვს ჩვენს სახლებში”.

 

Getpet - იპოვე შენი მეგობარი

Getpet – იპოვე შენი მეგობარი

 

ცხოველი მაღაზიაამდენად, შეიქმნა აპლიკაცია სადაც  ერთ სივრცეში  თავმოყრილია  მიზანმიმართული საჭიროების მიხედვით დალაგებული ინფორმაციული რესურსი. საიტის ძირითადი მიზანია დაეხმაროს მომხმარებელს მარტივად, კომფორტულად და უფასოდ მიიღოს ყველანაირი სანდო ინფორმაცია გასაყიდ, გასაჩუქებელ, შესაჯვარებელ, დაკარგულ და ნაპოვნ ცხოველებზე, ფრინველებსა და სხვა სახეობებზე. ვეტერინარის, კლინიკის, კინოლოგისა და ცხოველის მომვლელის პოვნაც ამიერიდან ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე. საიტი გასაჩუქებელ, დაკარგულ და ნაპოვნ ცხოველებსისთვის  პატრონის პოვნის შანსია. ვიმედოვნებთ, რომ  Get pet  -პირველი ცხოველების პორტალი საქართველოში – წყალობით ბევრი ცხოველი იპოვნის მშვიდ საცხოვრებელ გარემოს. მუდმივად განახლებადი კონტენტი და ბლოგი საშუალებას იძლევა  დაეხმაროს უამრავ მეპატრონეს იპოვნოს, გააჩუქოს ან სწორედ და შესაფერისად გაზარდოს არსებული ოთხფეხა, ორფეხა თუ სულად უფეხო მეგობარი.

კინოლოგი, თუთიყუში საინფორმაციო სივრცეში მსგავსი  ტიპის ალტერნატივის არარსებობამ აპლიკაცია მალე გახადა გამოსადეგი და მოთხოვნადი. პარალელურად, ბრენდის ავტორი და გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ფუნქციების დამატებაზე, რაც სფეროს უფრო მეტად დაახლოვებს მისით დაინტერესებულ პერსონებთან, აღსანიშნავია, რომ  Get pet – წყალობით უკვე  ბევრმა  ცხოველმა იპოვნა მშვიდი საცხოვრებელ გარემო.