fbpx

Georgian Times – GTTV წარმოგიდგენთ ბიზნეს რუბრიკას “იყიდე მეტი” #ბიზნესამბავი

ბიზნეს გადაცემა

Georgian Times – GTTV წარმოგიდგენთ ბიზნეს რუბრიკას “იყიდე მეტი” #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

სამაუწყებლო კომპანია “ჯორჯიან თაიმსი“ საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მქონე ქართული არხია სამაუწყებლო კომპანია ჯორჯიან თაიმსი“ მაუწყებლობს მთელ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. არხი მაყურებელს მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის გადაცემებს სთავაზობს, მათ შორის, საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ანალიტიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ კონტენტს. სამაუწყებლო ბადეშია ქართული და უცხოური წარმოების მხატვრული ფილმები და სამეცნიერო დოკუმენტალისტიკა, რომელიც არხის ექსკლუზიურ პროექტია. სამაუწყებლო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ კონცეფცია ეფუძნება მედიასივრცეში ახალი სრულიად დაბალანსებული სატელევიზიო არხის შექმნას, მაყურებლისათვის ობიექტური და ავთენტური ინფორმაციის მიწოდებას.

1993 წელს დაარსებული  მედია ჰოლდინგი აერთიანებს ვებ საიტს: geotimes.com.ge,  (gtmh.ge, georgiantimes.ge, geo-times.com,  gtnews.ge, geotimes.info, geotimes.news) ,  ინგლისურენოვან გაზეთს „The Georgian Times“, რადიო „ჯორჯიან თაიმსს და ტელევიზია GTTV

ჯორჯიან თაიმსი

ტელევიზია ჯორჯიან თაიმსი ახალი სეზონიდან ბიზნეს აუდიტორიისთვის და არა მხოლოდ საინტერესო  სიახლით წარდგება მაყურებლის წინაშე. 15 ივნისიდან შუა დღის გადაცემა „ ლაბორატორია“ წარმოგიდგენთ ბიზნეს რუბრიკას „ Buy more – იყიდე მეტი ” 

პროექტის ისტორია ბევრ წარმატებულ ტელევიზიასთან თანამშრომლობას ითვლის, სადაც ის ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც  რეიტინგული და ბესტსელერი გადაცემა.  ტრენდული ფორმით გაშუქებული ბიზნეს ისტორია, რომელიც სრულად მორგებულია თანამედროვე მომხმარებლის ინტერესსა თუ ქცევის ფორმას, დადებით გავლენას ახდენს ასევე ბრენდის მიმართ  ჩართულობის პროცესზე მულტიმედია საშუალებების დახმარებით.  ბიზნეს  რუბრიკა  ორივე პლატფორმის მაყურებელს – ტელევიზიიდან ვიდრე ციფრულ სამყარომდე, სადაც ახლა უფრო მეტი  ჩართულობაა, აწვდის  სანდო ინფორმაციას, რომელიც  თავის მხრივ სწორედ მარკეტინგულად მნიშვნელოვანი  ეფექტური ფორმის  საკომუნიკაციო მასალაა  გავრცელების ფართო მასშტაბებითა და მიზნობრივი დანიშნულებით.

ბიზნეს გადაცემა

როგორია თქვენი ამბავი“?- თითოეულ ახალ სიუეტს, რომელიც ახალ გმირს და მის მიერ შექმნილ კომპანიას არასტანდარტული თხრობის, მარკეტინგის ენაზე უკვე საკმაოდ ცნობილი ფორმატით  ე.წ „ ბრენდ სთორის“ სახით გაიცნობთ, იხილავთ არა მხოლოდ სატელევიზიო  არამედ  10 ციფრული პლატფორმების საშუალებით, რომელიც აერთიანებს არა მხოლოდ ჯორჯიან თაიმსის, ასევე  რუბრიკის ციფრულ აუდიტორიას. ეს ის პლატფორმებია, რომელიც დღეს სრულად ათვისებულია ციფრული  მაყურებლის მიერ და შეიძლება ითქვას, ინფორმაციის მისაღებად  ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებებაა.

ამდენად, 21 ივნისიდან   ყოველ ორშაბათს  ადევნეთ თვალი ახალ ბიზნეს ისტორიებს , გაიცანით მისი ავტორები, იმოგზაურეთ ბრენდის სამყაროში და ემეგობრეთ. წინ ბევრი  საინტერესო ეპიზოდი  და  თავის საქმეში წარმატებული  პერსონის გაცნობის ბედნიერება გვექნება.