გადმოწერე, დადე, გაყიდე – მარტივი ონლაინ შოპინგი

ონლაინ შოპინგი

გადმოწერე, დადე, გაყიდე – მარტივი ონლაინ შოპინგი

960 421 buymore.ge

 ხანდახან ხდება, რომ ნივთის გაყიდვა გინდა და სხვას მისი ყიდვა სურს, ოღონდ ჯერ ერთამენთს არ იცნობთ. გამოდის, ხელში გვაქვს სურვილი, მაგრამ არ ვიცით მარტივი გზა ორივე სურვილის დასაკმაყოფილებლად. აქ შემოდის DADE, რომელიც საშუალებას გაძლევთ უმარტივესად, ერთი ხელის მოსმით გაყიდოთ და იყიდოთ.  სივრცე სადაც ყველაფერს ყიდი და  ყიდულობ სახლიდან გაუსვლელად, DADE  არის აპლიკაცია, რომელიც მოხმარებლებს საშუალებას აძლევს გაყიდონ, იყიდონ ან გააჩუქონ ნებისმიერი ნივთი მარტივად სწრაფად და კომფორტულად.

იყიდე მეტი
ჩვენი მთავარი ღირებულებაა ერთმანეთთან დაავაკავშიროთ მომხმარებლები და გავუადვილოთ მათ ყიდვა-გაყიდვის პროცესი, ამაში კი ის საინტერესო ფუნქციონალი გეხმარება, რაც აპლიკაციას აქვს.  მაგალითად ფუნქცია Follow, რომლის დახმარებით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სასურველი Seller-ის მიერ განთავსებულ ნივთებს. რუკის მეშვეობით შეგიძლიათ  იპოვოთ თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი seller-ები და პირდაპირ დაუკავშირდეთ მათ აპლიკაციაშივე ჩაშენებული მესენჯერით. მესენჯერი გეხმარებათ ერთი მხრივ, პოტენციური მყიდველების არასასურველად ბევრი ზარი ავირიდოთ თავიდან, სხვა მხრივ კი კომუნიკაცია უფრო მოსახერხებელი იყოს.  ამ თვისებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პლატფორმა ე.წ.  „მომავლის მომხმარებელზე“ ზრუნავს, რომელსაც სატელეფონო ზარების გზით კომუნიკაცია, მაინცდამაინც, აღარ მოსწონს. DADE  საშუალებაა გათავისუფლდე ნივთებისგან, რომლებსაც ვეღარ იყენებ, თუმცა შენთვის ძვირფასია და გადაულოცო ისინი ადამიანებს, რომლებისთვისაც ისინი ისეთივე უნიკალური იქნება, როგორც შენთვის არის.

გაყიდე ონლაინ
იდეა დაიბადა 2 წლის წინ, ბრიტანეთში ყოფნისას. ამ პერიოდში მომიწია ბინის სასწრაფოდ დაცლა და ნივთების გაყიდვა. საერთაშორისო და ყველასთვის ნაცნობი ebay არ გამომადგა რადგანაც 10 დღე მითხრეს ნივთების წასაღებად და ამდენი დრო არ მქონდა. ასე რომ დავიწყე გამოსავლის ძებნა და აღმოვაჩინე უმარტივესი აპლიკაცია, რომლის დახმარებით ავეჯიდან დაწყებული, წიგნებით და პირადი ნივთებით დამთავრებული 24 საათში გავყიდე. google map საშუალებით იქვე მეზობლებმაც აღმოგვაჩინეს და ისეთი სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა,რომ იმავე წუთიდან გამიჩნდა სურვილი ანალოგი ყოფილიყო საქართველოშიც. ჩამოსვლისთანავე გავუზიარე ეს იდეა ჩემს მეგობარს, თიკო კობახიძეს და  დავუკავშირდით ასევე ჩვენს მეგობარს,  ლევან კილაძეს, ქართული Software კომპანიის, “LEMONDO BUSINESS”-ის დამფუძნებელს და ერთად შევუდექით იდეის განხორციელებას“ – ყვება DADE-ს თანადამფუძნებელი, თეა ქრისტესიაშვილი. ასე შეიქმნა აპლიკაცია, რომელზეც მუშაობა და  ფუნქციონალის დახვეწა ყოველდღიურად ხორციელდება LEMONDO-ს საოცარი გუნდის დახმარებით. რა არის აპლიკაციის უპირატესობები

ონლაინ აპლიკაცია

აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა სმარტფონის მფლობელისთვის და მისი გადმოწერა უკვე შესაძლებელია როგორც Andrioid-ის, ასევე, iOS-ის მომხმარებლებისთვის.  აპლიკაციას ყოველდღიურად, საშუალოდ, 200-250 ადამიანი იწერს, ჯამში კი, მას 10 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. DADE არის პირველი მობილური აპლიკაცია,  რომელიც სრულად  ფუნქციონირებს აპით,  შესაბამისად ბევრად კომფორტული და მოსახერხებელია მომხმარებლებისთვის.

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ პლატფორმას, ჩვენც გვყავს კონკურენტები, თუმცა ეს არ გვაშინებს.  ვთვლით, რომ კონკურენცია ყველაზე დიდი სტიმულია განსავითარებლად და დასახვეწად, DADE მზადაა გამოწვევებისთვის. სხვა ყიდვა-გაყიდვის პლატფორმებისგან განსხვავებით აქ   ნებისმიერი ნივთის ყიდვა- გაყიდვაა შესაძლებელი  წიგნებიდან ვიდრე ტანსაცმელამდე.  აპლიკაციაში საკმაოდ მრავალფეროვან კატეგორიებს შეხვდებით. საოჯახო ნივთები და ავეჯი, სილამაზე, შინაური ცხოველები, სპორტული ინვენტარი, ტექნიკა, მცენარეები და სხვა.  მარტივი განთავსების შემდეგ ამატებთ პროდუქციას, აპპის მესენჯერით უკავშირდებით პოტენციურ მყიდველს/გამყიდველს ან კიდევ უფრო მოქნილად :  google map საშუალებით იქვე მყოფი seller-ების ნივთების აღმოჩენთ.

ტექნიკის ყიდვა

მიუხედავად იმისა, რომ DADE ციფრული პროდუქტია, გარკვეულ პერიოდში მისმა მოხმარებამ მაინც იკლო, ამის მიზეზი კი  საერთო სტრესის ფონი გახლდათ.  ერთანეთისთვის უცნობ ადამიანებს უჭირდათ გადაადგილება და შეხვედრა. სწორედ ამ პერიოდში დაიბადა იდეა DADE shops, რაც ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციაში გაჩნდა სივრცე, სადაც დავიწყეთ მაღაზიების დამატება, მიტანის სერვისი სრულად უზრუნველვყავით ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან, moitane.ge-სთან ერთად. მაღაზიების დამატება დღესაც წარმატებით გრძელდება,  მომსახურების საკომისიო კი, ბაზარზე ყველაზე დაბალი, 10%ია.  ვცდილობთ მოვიძიოთ იშვიათი და უნიკალური მაღაზიები და მათი პროდუქტი უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისათვის. აპლიკაცია ფიზიკური პირებისთვის სრულიად უფასოა ბრენდის პერსპექტივა ბრენდს სამომავლოდ ბევრი გეგმა აქვს და ერთ-ერთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაა.”