fbpx

ფონდი “ცხოვრება მშვენიერია” საავტორო პროექტები #ჩემიამბავი

ბიზნეს გადაცემა

ფონდი “ცხოვრება მშვენიერია” საავტორო პროექტები #ჩემიამბავი

1920 1080 buymore.ge

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2019 წლის 10 მარტიდან ანხორციელებს პროექტს „wearehere4u” / “ჩვენ აქ ვართ თქვენთვის“, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება და მხარდაჭერაა. ა(ა)იპ “ცხოვრება მშვენიერია” 2014 წლის 17 იანვარს   შეიქმნა და სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების  ავტორი და  ორგანიზატორია. 2 წლის  მანძილზე ორგანიზაცია სურსათ-სანოვაგე პროდუქტებით დახმარების გარდა იკვლევს, ეძებს და ამუშავებს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს.

ა(ა)იპ ცხოვრება მშვენიერია  უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, კერძოდ ა/წ 10 მარტიდან – 10 აპრილის ჩათვლით, პროფესიული ორიენტირების კურსის ფარგელბში 10 სოციალურად დაუცველი ოჯახის აღსაზრდელი შეხვდა 10 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს, რომლებმაც ისაუბრეს კონკრეტული პროფესიების  და სფეროში წარმატების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ.

საქველმოქმედო ფონდი

პროექტი განხორციელდა დამწყებ ადვოკატთა სკოლის ბაზაზე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს მუდმივი თანადგომისთვის. ეს იმ დიდი გეგმის პირველი ნაბიჯია, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ისეთი უფასო პროფესიული და ენათა ცენტრების გახსნა, რომელიც პირველ ეტაპზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს და შემდეგ ყველა მოქალაქეს მიცემს შესაძლებლობას უფასოდ დაეუფლონ 10-მდე უცხო ენას და შეისწავლონ ისეთი პროფესიები, რომლებიც  დაეხმარებათ მოკლე ვადებში მაღალ ანაზღაურებადი სამსახურების პოვნაში, როგორიც არის ციფრული ინჟინერია, გრაფიკული დიზაინი და სხვა ისეთი პროფესიები, რომელიც პოპულარული და მოთხოვნადია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში.  გეგმის რეალობაში მოსაყვანად იგეგმება როგორც ქართულ, ასევე  საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კომუნიკაცია რათა სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია იყოს ხარისხზე, შედეგზე და ეფექტიანობაზე ორიენტირებული”.  – განაცხადა ა(ა)იპ ცხოვრება მშვენიერია აღმასრულებელმა დირექტორმა – გიორგი რიჟამაძემ.

იყიდე მეტი ბიზნეს ნიუსი

ა(ა)იპ ცხოვრება მშვენიერია 2021 წლის იანვრიდან აქტიურად ჩაერთო ქვეყანაში არსებული პრობლემური საკითხების და გამოწვევების მოგვარებასა და მართვაში. უფრო კონკრეტულად კი ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესები და შეხვედრები  საგანმანათლებლო კანონის-პროექტის  ინიცირების მიზნით, ასევე დაწყებულია მუშაობა საერთაშორისო კულტურის და სუბკულტურის მიმოცვლაზე ორიენტირებული ფესტივალის ორგანიზებაზე, რომლის მამოძრავებელი მიზანი ქართველი და ევროპელი ახალგაზრდების ინტეგრირებაა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა ფონდი გეგმავს აქტიურად ჩაერთოს და სხვა კონკრეტული ინიციატივები წარადგინოს განათლების, კულტურის, ეკონომიკის რეგიონალური და ურბანული განვითარების ინდუსტრიებში, რომლის მიზანიც მომავალი თაობისთვის უკეთესი, პერსპექტიული მომავლის შექმნა იქნება.

გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია.