fbpx

facebook- სარეკლამო მეტრიკები რაც ყველა მარკეტერმა უნდა იცოდეს #მეტიციფრულიამბავი

ციფრული მარკეტინგი

facebook- სარეკლამო მეტრიკები რაც ყველა მარკეტერმა უნდა იცოდეს #მეტიციფრულიამბავი

2560 1440 buymore.ge

 გადაიტვირთეთ ამდენი მეტრიკებით, მაჩვენებლებით და ანალიტიკით Ads Manager-ში? ფიქრობთ, რომელზე გაამხვილოთ ყურადღება, რადგან ზოგი რას გეუბნებათ ზოგი რას. ამ ბლოგში ვეცდები გაჩვენოთ ის მეტრიკები, რომელსაც მე დიდი ხნის გნამავლობაში ვიყენებ და ასევე Custom მაჩვენებლები, რომლებიც დაგეხმარებით სწორად შეაფასოთ თქვენი რეკლამა.

  როდესაც Facebook მეტრიკებზე ვსაუბრობთ, ჩვენ შეგვიძლია ისინი ორ ნაწილად დავყოთ: დეფოლტ მეტრიკები, რომლებიც ისედაც არის ჩვენს Ads Manager-ში და შეგვიძლია რეფორთის შექმნის დროს გამოვიყენოთ და Custom ვარიანტები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით გარკვეული ფორმულების გამოყენებთ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რასაც ვიღებთ რეკლამიდან.

 ძალიან მარტივია გადავტვირთოთ ამდენი მაჩვენებლით, როგორიც არის: reach, impressions, frequency, results, click-through rate (CTR), quality score, conversion ranking, return on ad spend (ROAS) და რაც მთავარია კიდევ შესაძლებლობა, რომ Custom შევქმნათ, რასაც მარკეტერის თვალში დაუსრულებელ გზას წარმოადგენს. ჩვენი შედეგები, რომ უკეთ გავზომოთ და გავიგოთ, ჩვენი რეკლამები როგორ აგენერირებს ახალ გაყიდვებს და კლიენტებს, მე გასწავლით 10 მაჩვენებელს, რომელიც იქნება როგორც დეფოლტ მაჩვენებლიდან ასევე Custom, რომლის შექმნაშიც მარტივ ფორმულებს გამოვიყენებთ.

 წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იყენებთ Facebook რეკლამას კომპანიაში, რომელიც გაყიდვებზე არის ორიენტირებული და უკვე დიდი ხანია ამუშავებთ Conversion ინსტრუმენტს Purchase მიზანზე ორიენტირებული. თქვენი რეკლამის მიზანი, არის, რომ Purchase ქმედება განახორიცელოს მომხმარებლის მხრიდან, ეს ყველაფერი კი ხდება თქვენი ვებ-საიტიდან, Shopify-ი მაღაზიაში ან ნებისმიერ სხვა ვებ პლატფორმაზე სადაც პროდუქტის გაყიდვა არის შესაძლებელი. Custom Report-ის შესაქმნელად საჭიროა გადახვიდეთ თქვენს Ads Manager-ში და მარჯვენა მხარეს Columns-ს ღილაკს დააწვეთ, რის შემდეგაც ჩამოშლილ მენიუში ვირჩევთ:

  Customise Columns ფანჯარაში თქვენ გამოგიჩნდებათ სამი განყოფილება: მარცხენა სვეტში თქვენ დაინახავთ, მეტრიკების კატეგორიებს, შუა ნაწილში თავად მეტრიკებს მოსანიშნად და მარჯვენა მხარეს იქნება სია იმ მაჩვენებლების, რომელიც თქვენს რეფორთში იქნება გამოყენებული:

ციფრული ჟურნალი

 ვიწყებთ იმით, რომ ვშლით შემდეგ მაჩვენებლებს X ღილაკით:

  • Impressions
  • Quality ranking
  • Engagement rate ranking
  • Conversion rate ranking
  • 3-second video plays
  • Video percentage watched
  • Video average play time

 როდესაც დაასრულებთ ზედმეტი მაჩვენებლების წაშლას ახლა დროა დავიწყოთ ახალი მაჩვენებლების დამატება, როგორც დეფოლტ სიიდან ასევე ჩვენს მიერ შექმნილების.

  მოცემული მეტრიკები დაგვეხმარება იმის გაგებაში რამდენად გადავიდა ჩვენი მომხმარებელი რეკლამიდან ჩვენს ვებ-საიტზე (რამდენად დაელოდა ჩატვირთვას) რადგან როდესაც Facebook რეკლამა Trafficდან გვაჩვენებს კლიკებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ბოლომდე შეასრულა დავალება და ვებ-საიტის ჩატვირთვას დაელოდა.

დაამატეთ შემდეგი მეტრიკები:

  • Link clicks
  • CPC (cost per link click)
  • Landing page views

გამოიყენეთ საძიებო გრაფა მათ მოსაძებნად:

იყიდე მეტი

     ეს სამი მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენი რეკლამიდან ამისამართებთ, მომხმარებელს სხვა პალტფორმაზე და სწორედ მათ უნდა უყუროთ პირველ რიგში მსგავსი რეკლამის გაშვების დროს, რადგან ისინი გაძლევთ პასუხს იმის შესახებ რამდენად მოხვდა მომხმარებელი თქვენს მიერ მითითებულ (Landing Page Views) URL მისამართზე, თუ უბრალოდ დაკლიკა პოსტს და შემდეგ შუა გზაში დაიკარგა. უფრო მარტივად, რომ აგიხსნათ მაჩვენებლები Link Clicks-ს არის უბრალოდ კლიკი რეკლამაზე, ხოლო Landing Page Views წარმოადგენს მომხმარებლის უშუალოდ ვებ-საიტზე გადასვლას და ვებ-გვერდის ჩატვირთვას.

 მიზეზი თუ რატომ ხდება ეს არის ნელი ვებ-საიტი ან ლენდინგ გვერდი, რის გამოც მომხმარებელი ბოლომდე არ ელოდება ვებ-გვერდის ჩატვირთვას.

ჩათვალეთ, რომ თუ 100 Link Click-ს გაქვთ და 50 Landing Page View-ს ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო დანიშნულების წერტილამდე მხოლოდ 50 ადამიანი გადავიდა და რეალურად თქვენ ორმაგს ხარჯავთ რეკლამაში, რომ შედეგი მიიღოთ, ამიტომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თქვენი რეფორთისთვის.  შემდეგი მნიშვნელოვანი მეტრიკა, რომელიც უნდა დაამატოთ, (რადგან ის განსაზღვრავს თქვენს CPC) წარმოადგენს CTR უფრო სწორედ Link CTR. დაამატეთ ის Landing Page Views-ის შემდეგ, რადგან რაც უფრო კარგია თქვენი CTR უფრო იაფი არის თქვენი CPC, რადგან პირდაპირი კორელაცია არსებობს CPC-ს და CTR-ს შორის.  სანამ გავაგრძელებთ მინდა კარგად აგიხსნათ რას წარმოადგენს CTR, რადგან ბევრი ადამიანი შეცდომაში შედის მისი განმარტებით: Clickthrough rate (CTR): წარმოადგენს კლიკების რაოდენობას, რომელსაც თქვენი რეკლამა იღებს გაყოფილი რეკლამის ჩვენების რაოდენობაზე: Clicks / Impressions = CTR  მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ 5 კლიკი (Clicks) და 100 შთაბეჭდილება (Impressions), მაშინ თქვენი CTR-ი იქნება 5%.

იყიდე მეტი

  როგორ განვსაზღვროთ რამდენი პროცენტი არის კარგი CTR?

  CTR-ის პროცენტულობა დამოკიდებულია თქვენი აუდიტორიის ტემპერატურაზე, მაგალითად თუ თქვენ მუშაობთ ცივ აუდიტორიაზე როგორიც არის Looklike აუდიტორია, (რადგან ისინი ჯერ არ გიცნობენ თქვენ და თქვენს პროდუქტს) ამ შემთხვევაში თქვენი სამიზნე CTR უნდა იყოს მინიმუმ 1%-ი ცხელი აუდიტორიისთვის მინიმუმ უნდა გქონდეთ მიზნად 1.5% CTR, ხოლოდ ვებ-საიტის ტრეფიკ აუდიტორია და Ecommerce Add Cart აუდიტორიის CTR უნდა გქონდეთ მინიმუმ 1.75%-ი CTR.

ვამატებთ 4 Purchase მაჩვენებელს

  • Total number of purchases
  • Purchase value (giving purchase conversion value)
  • Cost per purchase (giving cost per acquisition)
  • Purchase ROAS

  როდესაც ოთხივე მაჩვენებელს დააყენებთ დარწმუნდით, რომ მარჯვენა სვეტში ყველა Purchase მეტრიკის ქვეშ მყოფ მონიშნული ჩექბოქსები გათიშოთ. მოცემული ჩექბოქსები გვაძლევენ დამატებით ხედვას, რომელიც ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ვუყურებთ სრულ სურათს:

ციფრული მარკეტინგი

   შესყიდვების ოთხი მეტრიკა გეტყვით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ თქვენს მიერ წარმოქმნილი გაყიდვების რაოდენობის შესახებ, რამდენი შემოსავალი შეგიძლიათ მიაწეროთ იმ გაყიდვებს, თქვენს შეძენის ღირებულებას და თქვენს ROAS– ს (უკუგება ინვესტიციიდან), რომელიც გაძლევთ ინფორმაციას თქვენი Facebook რეკლამის მომგებიანობის შესახებ. ამ კონკრეტულ ეტაპამდე, რომ შევაჯამოთ ყველაფერი თქვენ უნდა გქონდეთ შემდეგი მეტრიკების სია:

  • Link clicks
  • CPC
  • Landing page views
  • Link CTR
  • Purchases
  • Purchases conversion value
  • Cost per purchase
  • Purchase ROAS

    Average Order Value-შეკვეთის საშუალო ღირებულება (AOV)

    მეტრიკის შესაქმნელად დააჭირეთ: Create Custom Metric:

    მედია მენეჯერი

      Pop-up ფანჯარაში თქვენს მეტრიკს დაარქვით შემდეგი სახელი: (AOV) რაც აღნიშნავს საშუალო შემოსავალს თითო შესყიდვიდან. განსხვავება თქვენს შეძენის ღირებულებას (შესყიდვის ღირებულება) და AOV-ს შორის არის თქვენი ROAS. ვთქვათ, 15 დოლარი გიჯდებათ პროდუქტის შესყიდვა და AOV არის 45 დოლარი. თქვენი ROAS (უკუგება შემოსავლიდან) არის 3X, რადგან $45 ÷ $15 = 3. თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ფორმულა AOV– ის შესაქმნელად და გამოსათვლელად: Purchases Conversion Value ÷ Purchase Name გრაფის მარჯვნივ Format ღილაკი ჩამოშალეთ და აირჩიეთ Numeric. შემდეგ Formula-ს განყოფილებაში ჩაწერეთ: “purchases conversion value” და აირჩიეთ ჩამონათვლიდან:

    რეკლამის დამზადება

    შემდეგ აირჩიეთ გაყოფის სიმბოლო ÷ და ჩაწერეთ “purchases.”როდესაც ფორმულას მიუთითებთ დააჭირეთ Create Metric, რომელიც შემდგომ გაჩვენებთ AOV-ს:

    მენეჯერი

      AOV-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ანალიზს გაუკეთებთ თქვენს რეკლამებს, ნახავთ, რომ ზოგიერთ თქვენს რეკლამას აქვს უკეთესი CTR მაჩვენებელი. რაც შეიძლება იყოს გამოწვეული იმით, რომ მათი ROAS-ს არ იყოს ისეთი კარგი როგორც AOV-ი. იმის განსაზღვრით თუ რომელი მაჩვენებელი გაწვდით უმაღლეს ციფრობრივ შედეგს, AOV თუ ROAS დაგეხმარებათ სამომავლო ნაიჯები გადადგათ თქვენი რეკლამის გატესტვაში, ოტპიმიზაციაში და მათ მასშტაბირებაში.

    საბოლოო Custom მეტრიკი, რომელიც უნდა დავამატოთ წარმოადგენს: Sales Page Conversion Rate, მოცემული მაჩვენებელი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის გვეუბნება, თუ რომელი რეკლამა ასრულებს კონვერსიას სხვა რეკლამებზე უკეთ (ხარისხის კუთხით), რადგან შესაძლოა თქვენ გოქნდეთ უმაღლესი კონვერსიის მაჩვენებელი რომელიმე რეკლამაზე, მაგრამ შედეგი არ იყოს ისეთი როგორიც გსურთ, საჭიროა იცოდეთ კონვერსიის ხარისხით, რომელი რეკლამაა საუკეთესო. ამ მაჩვენებელს და შედეგს არ ვღებულობთ მხოლოდ CTR-ის პერსპექტივით, (რომელიც ასევე Facebook დეფოლტ მაჩვენებელია) და საჭიროა გამოვიყენოთ ჩვენს მიერ შექმნილი მეტრიკა.

    ვიმეორებთ წინა დავალებას და ვაწვებით: Create Custom Metric-ს, ვწერთ “sales page conversion rate” სახელში და ვირჩევთ პროცენტს Format-ში

    ფორმულის განყოფილებაში ვუთითებთ შემდეგ ფორმულას კალკულაციისთვის:

    Purchases ÷ Landing Page Views

    ეს ფორმულა მოგვცემს პროცენტულ მაჩვენებელს Sales Page Conversion Rate-ის. მოცემული ფორმულა უყურებს Landing Page View-ს (ხალხი, რომელიც გაჩერდა ვებ-საიტზე მის ჩატვირთვამდე და შემდეგ პროცენტულობას იმ ადამიანების, ვინც შეიძინა პროდუქტი 7-day attribution window ფანჯრის მიხედვით.)

    უფრო მარტივად, რომ აგიხსნათ, თქვენ ხედავთ მომხმარებლებს, რომელიბიც ნამდვილად შევიდნენ თქვენს ვებ-საიტზე და 7 დღიან ფანჯარაში შეიძინეს თქვენი პროდუქტი.

    როდესაც ყველაფერს შეავსებთ დააჭირეთ Create Metric:  და დაამატეთ ის თქვენს Custom Report-ში.

    ფორმულა

      ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი რაც მე მინახავს ჩემი გამოცდილებით წარმოადგენს 8% სრულ სარეკლამო ანგარიშზე მთლიანად. მაგრამ ყოფილა შემთხვევა 10%-იც “sales page conversion rate”-ი ცივ აუდიტორიაზე Traffic კამპანიით და Landing Page ოპტიმიზაციით.

    თქვენი Custom Report-ი ახლა ასე უნდა გმაოიყურებოდეს:

    • Link clicks
    • Cost per link click
    • Landing page views
    • Link click CTR
    • Purchases
    • Purchase conversion value
    • Cost per purchase
    • Return on ad spend
    • Average order value
    • Sales page conversion rate

    საბოლოო ნაბიჯი არის, რომ ეს რეფორთი შეინახოთ შემდეგი ქმედებით და დაარქვათ მას სახელი:

    სოციალური მედია ეს რეფორთი იქნება თქვენი Custom ROAS-ს, რომელიც გაზომავს თქვენი კამპანიების ეფექტურობას.   მის არჩევას თქვენ შეძლებთ Column კატეგორიის ჩამოშლით თქვენს Ads Manager-ის მენიუში. საბოლოოდ მინდა გითხრათ, რომ ეს მაჩვენებლები ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ თქვენი რეკლამის ეფექტურობის გაზრდაში. ეს ჯერ კიდევ დასაწყისია იმისა თუ კიდევ რა შეიძლება შექმნათ და განსაზღვროთ ამ მაჩვენებლებით, მაგრამ ესეც არანაკლებია.

    ალექსანდრე ჩომახიძე