fbpx

Facebook მარკეტინგი – ინსტრუმენტების შექმნის თანმიმდევრობა #ციფრულიამბავი

იყიდე მეტი

Facebook მარკეტინგი – ინსტრუმენტების შექმნის თანმიმდევრობა #ციფრულიამბავი

1920 1080 buymore.ge

    ხშირად მიმიღია ეს შეკითხვა, თუ რა თანმიმდევრობით უნდა შეიქმნას Facebook ინსტრუმენტები და ზოგადად როგორ უნდა დავიწყოთ 0-დან სწორად შექმნა ამ ყველაფრის, ამიტომ დღევანდელ ბლოგში მინდა გესაუბროთ თუ როგორ ვიწყებთ ამ ყველაფერს.

  დასაწყისისთვის წარმოვიდგინოთ, რომ ვიწყებთ კომპანიაში მუშაობას, სადაც სოც.მედია მარკეტინგს საერთოდ არ იყენებენ, თუნდაც არსებობდეს და რაღაც დონეზე იყენებდნენ ეს სქემა გამოგადგებათ მაგ ეტაპების დალაგებაში და შეცდომების თავიდან არიდებაში:

     დიახ, დარმწუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა აიფიქრა, რომ ეს ისედაც ასეა და საკმაოდ მარტივი ეტაპია, მაგრამ ასე მარტივადაც არ არის, გვერდს რომ ვქმნით, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მისი მიზანი, ზედმიწევნით შევავსოთ კლიენტისთვის საჭირო ინფორმაციით, გავმართოთ ავტომატური მესიჯები და მოვემზადოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როდესაც რაღაც დონის აქტივობას დავიწყებთ მაგალითად 25 ლაიქი მინიმუმ, შევქმნათ ჩვენი Facebook გვერდისთვის @ username რომელიც საბოლოოდ შეასრულებს ძიების როლს ჩვენი გვერდისთვის, Facebook გვერდის საბოლოო მოწესრიგებისას, რაშიც ასევე შედის ქავერ ფოტო და პროფილის ფოტო.

  შემდგომ ჩვენ გადავდივართ უკვე შემდეგ ეტაპზე: Business Manager-ის შექმნა

  ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი და აი აქ ნამდვილად არ უნდა შევცდეთ, რადგან ახალი ცვლილებების თანახმად სწორედ ამ პლატფორმაზე არის დამოკიდებული ჩვენი სოც.მედია მარკეტინგის სტრატეგია.

  ბიზნეს მენეჯერის შესაქმნელად საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ვებ-საიტზე: Business.facebook.com ამჟამად ამ საკითხზე განახლებები მიდის ამიტომ თქვენ შესაძლოა Business Suite-ს ინტერფეისი დაგხვდეთ ან სტანდარტული Business Manager-ის ინტერფეისი, მაგრამ ორივე შემთხვევაში რეგისტრაცია, რომ გაიაროთ და შექმნათ ახალი ბიზნეს მენეჯერი თქვენი კომპანიის გვერდისთვის საჭიროა გადახვიდეთ, შედმეგ ზუსტ ლინკ მისამართზე: Business.facebook.com/overview სადაც შეგხვდებათ შემდეგი სახის სურათი:

სოციალური მედიის მართვა

     დასარეგისტრირებლად საჭიროა, რომ შეიყვანოთ თქვენი ბიზნესის სახელწოდება, გაითვალისწინეთ, რომ სახელი უნდა იყოს ლათინურად და პირველი ასო ყოველთვის უნდა იყოს დიდი, ხოლო შემდგომ თქვენთვის მისაღებ სტილში, როგორც ნიმუშშია მოცემული.

   მეორე პუნქტში უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი და გვარი თუ როგორ გინდათ, რომ გამოჩნდეთ ბიზნეს მენეჯერში როგორც ადმინი და მესამე ანუ საბოლოო ეტაპი არის ელ.ფოსტა, რითაც გსურთ სისტემაში რეგისტრაცია, აქ შესაძლებელია იყოს ის ელ.ფოსტა, რითაც თქვენ Facebook-ზე ხართ რეგისტრირებული. (გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ორგანიზაციას უწევთ ამ მომსახურებას, ყოველთვის ჯობია მფლობელის ან დირექტორის სახელზე შექმნათ ეს ყველაფერი, რადგან თავად თქვენ გაქვთ ლიმიტი მხოლოდ 2 ბიზნეს მენეჯერის შექმნის, მაგრამ შეგიძლიათ მართოთ და გადმოიბაროთ საკმაოდ დიდი რაოდენობა)

  Business Manager-ის დარეგისტრირებუს შემდეგ თქვენ გაქვთ სრულიად ახალი და სუფთა სისტემა სადაც ეტაპობრივად უნდა განახორციელოთ შემდეგი ეტაპები:

  1. პირველ რიგში საჭიროა ელ.ფოსტის დადასტურება, შემდეგ უნდა:
  2. მიაბათ თქვენი Facebook გვერდი Business settings-ში Pages კატეგორიიდან და ასევე მაგ კონკრეტულ ქვეკატეგორიაში მიაბათ Instagram ანგარიში
  3. შექმნათ Ads Manager-ი Ad Account კატეგორიიდან (ახალი რეგულაციების თანახმად შესაძლოა სარეკლამო ანგარიშის შექმნის ან გამოყენების დროს დაიბლოკოთ, ამ დროს საჭიროა გადახვიდეთ კატეგორია Account Quality-ში და გადაგზავნოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნებისმიერი დოკუმენტი რითაც დაამტკიცებთ თქვენს იდენტობას, ეს არის ის ახალი სავალდებულო მოთხოვნა, რომელიც Facebook-მა დააწესა, თუ ამ ყველაფერს 30 დღის განამვლობაში არ გაანხორციელებთ, თქვენი სარეკლამო ანგარიში სამუდამოდ დაიბლოკება, მეორე მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაიბლოკოთ არის ის, რომ აუცილებლად უნდა ჩართოთ 2 ფაქტორიანი ვერიფიკაცია Facebook გვერდზე)
  4. დაამატოთ კომპანიის ვებ-საიტის დომენი და განახორციელოთ ვერიფიკაცია Brand Safety-ს კატეგორიაში სახელად: Domains (ვებ-საიტის არსებობის შემთხვევაში)
  5. შექმნათ Facebook Pixel და დააკავშიროთ თქვენს ვებ-საიტს Date Sources კატეგორიაში (ვებ-საიტის არსებობის შემთხვევაში)
  6. ზედა პუნქტების შესრულების შემდეგ საჭიროა გადახვიდეთ People კატეგორიაში და Add Asset-ს ღილაკის საშუალებით ყველა შექმნილ ინსტრუმენტს ერთმანეთზე მისცეთ წვდომა, ამით აიცილებთ ზედმეტ შეცდომებს რეკლამის გაშვების დროს, მსგავსი ქმედება უნდა განახორციელოთ Ad Account-ის კატეგორიიდან და თქვნეს სარეკლამო ანგარიშს უნდა მისცეთ წვდომა შექმნილ ინსტრუმენტებთან, რაც პიქსელთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ
  7. ბოლო ეტაპზე მოდის Shop-ის შექმნა, ამისათვის უნდა შეხვიდეთ ბიზნეს მენეჯერის მენიუში და გადახვიდეთ commerce manager-ის კატეგორიაში, საიდანაც შექმნით Shop-ს და პარალელურად დაამატებთ თქვენი პროდუქტების კატალოგს, შოპის შექმნის რამოდენიმე გზაარსებობს, ერთ-ერთი ბიზნეს მენეჯერის საშუალებით არის, ხოლო მეორე თავად ჩვენი Facebook გვერდიდან შოპის კატეგორიაში გადასვლით მოვხვდებით შექმნის პროცედურაზე, რაც საბოლოო იგივე ეტაპამდე მიგვიყვანთ რაც Business Manager-ი
  8. და ბოლო ეტაპი Billing სექცია, სადაც უკვე ბარათს ვაბავთ ჩვენი რეკლამების გასაშვებად

   ეტაპები არის საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეს არის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აუცილებელია, სწორი სოც.მედია მაკრეტინგის საწარმოებლად Facebook-ის საშუალებით. ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი სიახლე დაგროვდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი iOS 14 ის განახლება, იყო რომლისთვისაც ყველა მარკეტერს უნდა შეესრულებინა თასქები, რითაც აიცილებდა თავიდან შედმგომ პრობლემებს. (დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს YouTube არხს)

   მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე ამ პუნქტის ჩამატება არის, ის რომ საკამოდ ბევრმა მომხმარებელმა დაიწყო ამ საკითხზე ფიქრი, რეალურად ჯერჯერობით ბიზნეს ვერიფიკაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ კონკრეტულად თქვენ მოგთხოვათ Facebook-მა, მაშინ აუცილებლად უნდა შეასრულოთ, სავალდებულო იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე თუ ისეთ პროდუქტს ყიდით, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით და სისტემა ითხოვს ამ ყველაფრის ვერიფიკაციას.

  1. გემსახურებათ საფორთ კონსიერჟი
  2. წვდომის დაკარგვის შემთხვევაში და ჰაკერული შეტევის დროს უფრო მარტივი ხდება გვერდების უკან დაბრუნება და ბიზნეს მენეჯერის ინსტრუმენტების აღდგენა
  3. დეველოპერის მხარე უფრო ფართოდ არის ხელმისაწვდომი თქვენთვის

მადლობას გიხდით ჩემი ბლოგის გაცნობისთვის, ჩემი სახელია:

ალექსანდრე ჩომახიძე