fbpx

ემოცია, რომელიც მამოძრავებს ჩემი წარმატებული პროექტებია #ჩემიამბავი

buy more

ემოცია, რომელიც მამოძრავებს ჩემი წარმატებული პროექტებია #ჩემიამბავი

2560 1440 buymore.ge

   მე ვარ – მე ვარ ლიკა კვირიკაშვილი, გრაფიკული დიზაინერი და ილუსტრატორი.

  მე ვქმნი – წიგნის ილუსტრაციებს, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილი მკითხველებისთვის. ასევე  ილუსტრაციებს მუსიკალური ალბომებისა და ვინილის ყდებისთვის. ვქმნი ილუსტრაციებს  კერძო დაკვეთითა თუ სარეკლამო დანიშნულებით. ვქმნი მოდის დიზაინის განხრით ტანსაცმლის/აქსესუარების დიზაინს და მოდის ილუსტრაციებს – ეს უშუალოდ ჩემი  პროფესიაა, რადგან ამ მიმართულებით მივიღე აკადემიური განათლება. ასევე ვქმნი თითქმის ყველა სახის სარეკლამო-გრაფიკულ  მასალებს; ლოგო, ბანერი, სავიზიტო ბარათი, ყველანაირი სახის სოციალური მედიის მასალები; საინფორმაციო გრაფიკები, შეფუთვის დიზაინი და ა.შ.

     რა ინფორმაციას ნახავთ მასზე ინტერნეტ სივრცეში?  www.likaillustrations.com

        •TOP RATED illustrator & graphic designer
        •3k projects worldwide
         •78 paperbacks
         •63 eBooks

მე მომწონსის სფერო , სადაც ვქმნი და ვმუშაობ. და მომწონს რომ ის ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

  ამბავი რომელმაც შემცვალა   – არც თუ ისე კარგად მახსენდება. თუმცა ამან მომცა ძალიან დიდი სტიმული და ამ ამბის დამსახურებით ჩამოვყალიბდი იმ პიროვნებად ვინც ვარ დღეს. ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისში, როდესაც სწავლა ახალი  დამთავრებული მქონდა  და ერთ-ერთ ცნობილ გამომცემლობაში  პორტფოლიოთი მივედი , რომ უფასო სტაჟირებაზე ავეყვანე გამოცდილების მიღების მიზნით. გამომცემლობის დირექტორი არა მარტო ადგილზე არ დამხვდა, არამედ როცა ვცადე დაკავშირება და ვთხოვე რომ პორტფოლიოს მაინც დავუტოვებდი,  დამამცირებელი და მკაცრი ტონით მიმანიშნა რომ არც მე და არც ჩემი ნამუშევრები მას არ აინტერესებდა. ასეთ მომენტებში ძალიან ბევრი ადამიანი არჩეულ პროფესიაზე გულს იცრუებს და მას აღარასდროს უბრუნდება. თუმცა ჩემზე ამ სიტყვებმა სრულიად სხვაგვარად იმოქმედა. ძალიან დიდი ბიძგი მომცა, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება დიდი წარმატება და აღიარება მომეპოვებინა ჩემს პროფესიაში. და მართლაც, რამოდენიმე წელიწადში მე ეს შევძელი. და დღეს არამარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში გავხდი ცნობილი ჩემს სფეროში.

   ემოცია, რომელიც მამოძრავებს –   ჩემი წარმატებულად ჩაბარებული პროექტებისგან, კმაყოფილი დამკვეთებისგან და სრულიად უცხო ადამიანებისგან წამოსული დადებითი შეფასებები, მოწონება და გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც ძალიან მახარებს და დიდ სტიმულს მაძლევს.

წიგნის ილუსტრაცია

   

გარემოს, რომელშიც მე დღეს  ვცხოვრობ  – ძალიან ვაფასებ! ვაფასებ, ვინაიდან ამ გარემოს დამსახურებით ვარ დღეს, ვინც ვარ და ვიცვლები კიდეც უკეთესობისკენ და ვვითარდები, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო!

 საქმე, რომელიც მიყვარს  –  ეს არის ჩემი პროფესია. არის პერიოდები, როდესაც საქმე იმაზე მეტია, ვიდრე ერთ ადამიანს შეუძლია დაძლიოს და ამის გამო მიწევს ღამეების თენება, მრავალი საათი კომპიუტერთან ხატვა, ნერვიულობა, უძილობა, ზოგადად ჩვეულ ცხოვრებაზე უარის თქმა და თავით ფეხებამდე გადაშვება საქმეში. ამ დროს მგონია ხოლმე,  რომ ძალიან ბევრ რამეს ვიკლებ ცხოვრებაში და რაღაც მხრივ არასწორად ვიქცევი. თუმცა რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მხოლოდ მაშინ ვგრძნობ თავს სრულყოფილად და ბედნიერად. მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, რომ ბევრს ვჭირდები, რომ ჩემს საქმეს აფასებენ და ძალიან უყვართ.

 

 სარგებლობა, რომელსაც ვქმნი – არის ის წიგნები, რომლებიც გაცოცხლებულია ჩემი ილუსტრაციებით. ის მოდის ბრენდები, რომლებიც ჩემი დიზაინით ტანისამოსსა თუ აქსესუარებს ქმნიან და ამით ჩემს ხედვას აცოცხლებენ. ის კომპანიები, რომლებიც ჩემი გრაფიკული დიზაინით თავიანთ ბიზნესს აცოცხლებენ და ვითარდებიან. ყოველდღიურად მემატება ახალი დამკვეთი, ახალი ხედვა და ახალი ‘სიცოცხლე“. და უზომოდ მიხარია!  

მიზანი, რომელიც მაქვს – არის მოკლე დროში მეტად ცნობილ გამომცემლობებსა თუ ბრენდებთან გავაფორმო კონტრაქტი,რომ უფრო მეტად განვითარდე და მეტად ცნობადი გახდეს ჩემი საქმიანობა საზღვრებს გარეთ. 

იდეა, რომელიც მინდა განვახორციელო – შევქმნა ონლაინ კურსი დამწყებთათვის ჩემს სფეროში, რათა ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მეტი მოტივაცია მივცე და გავუმხილო სხვადასხვა ხრიკები პირადი გამოცდილებიდან, თუ როგორ დაიწყონ, როგორ განვითარდნენ და როგორ ჩამოყალიბდნენ წარმატებულ პროფესიონალებად საკუთარ საქმეში და როგორ ითანამშრომლონ უცხოელ დამკვეთებთან.

დიზაინერი

  ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაძლევდა შთაგონებას –  და დღემდე ჩემი დიდი მოტივატორი და გულშემატკივარი – ჩემი ბებიაა. მას ყოველთვის, ჩემზე მეტადაც კი სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების და დაუღალავად მამხნევებდა და მარიგებდა, რომ არავის და არაფრის გამო არ გავჩერებულიყავი და აუცილებლად მიმეღწია დასახული მიზნებისთვის!

   წიგნი, რომელმაც შემცვალა – არის ჩემივე ილუსტრაციებით დასურათებული. წიგნი,რომელიც გაყიდვებში ამაზონზე ბესთსელერი გახდა. ამერიკელი მწერლის ჯაქი ფილიპსის ნამუშევარი „RESET” – ავტობიოგრაფიული წიგნი ურთულეს პიროვნულ და ფიზიკურ გარდაქმნაზე, რომელმაც იგი ძალიან დიდ წარმატებამდე მიიყვანა ცხოვრებაში. ეს წიგნი ერთ-ერთი დიდი მოტივაცია იყო ჩემთვისაც.

  ნახატი, რომელსაც დავხატავდი – ავტოპორტრეტი იქნებოდა. საკუთარ თავს მინდა გვერდიდან შევხედო და წარმოვიდგინო  ჩემს სამუშაო მაგიდასთან, გარშემო ჩემი დაილუსტრირებული წიგნები, ალბომები, მაისურები, პროდუქტები და მე, ჩაფლული საკუთარ საქმეში, კალმით ხელში ვქმნი მორიგ პროექტს, რომელიც დიდ წარმატებას, ბევრ გამოხმაურებას, კმაყოფილებით სავსე გამოხმაურებებსა და ბედნიერებას მომიტანს.

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge