ემოცია – ბრენდი, რომელიც საუკეთესო ემოციებს აზიარებს

ღვინის ქვეყანა

ემოცია – ბრენდი, რომელიც საუკეთესო ემოციებს აზიარებს

1200 630 buymore.ge

  ემოცია / Emocia – ბრენდია, რომელსაც ადამიანებისთვის მხოლოდ პოზიტივი და სიხარული მოაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი კრედო! ძალიან გვიყვარს ადამიანების გაბედნიერება და მათთვის მოულოდნელი სიურპრიზები. ჩვენი სიძლიერის და შთაგონების წყარო, უკან დაბრუნებული ზღვა ემოციებია, ამ პროცესებს ძალიან მკაფიოდ და მარტივად გადმოსცემს ჩენი ჰეშთეგიც: #გადაეციემოცია

გარდა ამისა, ჩვენი ღვინისა და ვაზის მიმართ უსაზღვრო სიყვარული –  ასევე ემოციებით გამოვხატეთ და კიდევ ერთი ბრენდი ღვინის ემოცია / Emocia Wines “ შევქმენით, რომელიც თავის მხრივ, ღვინის თემებზე შექმნილი ყურძნის ბროშების, გასაღების საკიდების და სხვა აქსესუარების ონლაინ გაყიდვების პლატფორმას წარმოადგენს და ასევე არის ქართულ და ინგლისურენოვანი ბლოგი მეღვინებისა და ქართული მცირე მარნების შესახებ. ყველა ფოტო ჩვენი გადაღებულია და იმ მეღვინეებთანაც, ვის შესახებაც ვწერთ, პირადად ვესტუმრეთ. ამ შემთხვევაშიც, ადამიანებს ჩვენს #ღვინისემოცია -ს ვუზიარებთ.

  ბრენდის შექმნის ისტორია

პირველი სამაჯური 2019 წლის 19 აპრილს დავამზადე და რელიქვიად ვინახავ, იმდენად პრიმიტიული და არასწორია (დეტალები სულ უკუღმა აქვს მიმაგრებული )  ეს სამაჯური ჩემი პროგრესის და წარმატების საზომია, რით დავიწყე და სად ვარ ახლა. რა თქმა უნდა, თავიდან გაყიდვაზე არათუ საუბარი, ფიქრიც კი არ ყოფილა, მაგრამ როდესაც 700 ლარი დავხარჯე და გავავსე ჩემი ზარდახშა, როდესაც მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც დავურიგე და დამზადებას ვერ ვწყვეტდი – ისეთი მოთხოვნილება მქონდა ამ ყველაფრის შექმნის – გადავწყვიტე ონლაინ მაღაზიის გაკეთება.

ონლაინ მაღაზიამდე საჭირო იყო სწორი სახელისა და  ბრენდის შექნა, ასევე ლოგოს და რა თქმა უნდა მარტივი სლოგანის, რომელიც ჩვენი ბრენდის მთავარ მიზანს ორ სიტყვაში გადმოსცემდა. ასეც მოხდა, ლოგო, რომელიც მზესთან და სითბოსთან ასოცირდება – ჩემი დახატულია და ყველაფერზე ვხატავდი, სანამ არ მივიღე იმ სახით, რაც ახლა აქვს. ბრენდის სახელწოდება ზუსტად აღწერს მის მთავარ მიზანს – ემოცია არის ყველაფრის თავი და თავი ცხოვრებაში და ვინაიდან, მეც ძალიან ემოციური ვარ, ვფიქრობ, ჩემი ორივე ბრენდი ჩემი ანარეკლია. ვგიჟდები ადამიანების გახარებაზე და წარმოიდგინეთ, დღეში რამდენ უკუ ემოციას ვიღებ. საოცარ რაღაცეებს გვწერენ ჩვენს გვერდზე. ყველაფერს ვინახავ და რამდენიმეჯერ ვკითხულობ ხოლმე.

ღვინო ევროპაში ტურიზმი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 მე  თამარი ვარ –  გოგო, რომელმაც საკმაოდ ზრდასრულ ასაკში, თავის თავში დიდი აღმოჩენები გააკეთა და თვითონაც გაოცდა… არასდროს მქონია შეხება ხელოვნებასთან და მსგავს თემებთან.  15 წლის განმავლობაში ვმუშაობდი დიდ, საერთაშორისო, კომპანიაში და ჩემი ცხოვრების რიტმიც და სამუშაოს სპეციფიკა რადიკალურად განსხვავდებოდა იმ საქმიანობისგან, რითიც ახლა ვარ დაკავებული. თუმცა, სწორედ დიდმა ცვლილებებმა და ჩემმა საკმაო გამოცდილებამ შემაძლებინა, შემექმნა ახალი და უკვე ბევრისთვის ცნობადი და საყვარელი ბრენდები, თავისი განსხვავებული ხედვით, რაც ბევრად სცდება მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის პროცესს.

გადაეცი პოზიტივი

 

 

ქვები, როგორც ენერგიის წყარო  დიახ, ქვებს დიდი ძალა აქვს. ზოგს სჯერა ამის, ზოგს არა. თუმცა, მხოლოდ ის ფაქტორი, რომ ბუნებრივი ქვა დედამიწის წიაღის ნაწილია და რამდენიმე ასეული ათასი წლის განმავლობაში არსებობს, ბევრზე მეტყველებს. მომწონს ისეთი ქვები, რომლებიც შეფერილობით დედამიწას ან პლანეტებს წააგავს. ჯერ მარტო მათი  მაჯაზე დანახვა –  მიმაღლებს განწყობას და მაბედნიერებს. ბედი შეგეცვლებათო, მაგას ვერ დავიჩემებთ, თუმცა დიახ,  ჩვენი სამაჯურები უდავოდ ახარებს ხალხს, დადებითი ენერგიით ავსებს და თავდაჯერებულობას ჰმატებს (ამაზე, მათი არაერთი გამოხმაურებაც მეტყველებს).

       მჯერა, რომ ჩემი განწყობა გადამდებია

ამიტომ, მხოლოდ დადებით ემოციებით ვამზადებთ ნაკეთობებს – სიჩუმისა და სასიამოვნო მუსიკის ფონზე. თუ არ ვარ ხასიათზე, არასდროს არ ვეკარები ქვებს. მგონია, რომ  ჩემს მოწყენილობას მათ გადავცემ. არ მიყვარს ტირაჟირება, ამიტომ, თითო ან მაქსიმუმ 2-3 ეგზემპლარი გვაქვს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნივთი ძალიან პოპულარული გახდა.  ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვა საქმით ვარ დაკავებული და უცებ გონებაში მომდის ქვების წყობა, თუ ერთი ოთახიდან გიჟივით გავრბივარ  ჩემს სამუშაო ოთახში, ყველამ იცის, რომ იდეა მომივიდა და რაღაც ახალი უნდა შევქმნა. ამ ერთ იდეას მოჰყვება მეორე და შეიძლება რამდენიმე საათი ისე გავიდეს ან ისე დამათენდეს, რომ ვერც გავიგო. ეს  ხშირი ამბავია, ყველაზე საინტერესო ნაკეთობები სწორედ ასეთ დროსაა შექმნილი. რამდენჯერ დამიშლია უკვე დასრულებული ნაკეთობა, რაღაც ნიუანსი არ მომწონებია. სანამ ბოლომდე არ შემიყვარდება ჩემი ქმნილება, მანამდე არ ვუშვებ არავისთან.

 ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ხარისხს და მცირედ დეტალებს. ერთმა პატარა ნიუანსმა შეიძლება შეცვალოს მთლიანი აქსესუარის იერი. ამიტომ, მხოლოდ ქვების აცმა არაა საქმე, აქ ყველაზე დიდი დრო და ენერგია მათ შეხამებას და ერთმანეთთან მიმართებაში წყობას მიაქვს.

ემოციური გავლენა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამ ეტაპზე, ჩვენი ემოციები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდებზე : https://www.facebook.com/emocia.handmade/  და https://www.facebook.com/emocia.wines/, ასევე რედისონ ქოლექშენში, ჰოლიდეი ინნ (თელავი), ლოპოტაზე, შატო მერესა და ღვინის ბიბლიოთეკაში.

სამომავლო მიზნები

ჩვენი სამომავლო მიზანი პირველ რიგში მაღალი ხარისხისა და ასეთი დადებითი ემოციების შენარჩუნებაა. დიდი სურვილი გვაქვს პატარა, საყვარელი მაღაზია გვქონდეს და ასევე ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც გავცდეთ. ღვინის თემატიკაზე კიდევ ერთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ღვინის ემოციის ნაწილი იქნება, ამაზე აუცილებლად მოგიყვებით მოგვიანებით.

არ დაინანო, #გადაეციემოცია