fbpx

Edu Corner უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ენის შესწავლა

კემბრიჯ ცენტერი რეგისტრაცია

Edu Corner უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ენის შესწავლა

1250 602 buymore.ge

თანამედროვე ეპოქაში  უცხო ენის ცოდნა განვითარების და კარიერული წარმატების განმსაზღვრელი ერთერთი მთავარი კრიტერიუმია. სწორედ ამიტომ Edu Corner● Cambridge Education Corner  უცხოური ენების საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადების ცენტრი, საუკეთესო გადაწყვეტაა, არა იმიტომ, რომ აქ საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიან, არამედ იმიტომ რომ ისინი ქმნიან და იყენებენ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც  სტუდენტს  ეხმარება შეისწავლოს ინგლისური ენა აკადემიური, სამსახურეობრივი და სოციალური კომუნიკაციის განხორციელების მიზნით.

ცენტრი  ორმა პროფესიაზე და პიროვნულ განვითარებაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა შექმნა, რომელთა  დოსიე წარმატების და განათლების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული  პერსონების ნამდვილი მაგალითია:

    სალომე გურეშიძე- განათლების მეცნიერების დოქტორი და წამყვანი  ქართული  უნივერსიტეტების მიწვეული ლექტორია ისევე როგორც მისი კოლეგა და კომპანიონი  გურანდა ხაბეიშვილი, რომელიც ასევე  კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგია  და დარგის სპეციალისტის სტატუსით  ინგლისური ენის სწავლების მიმართულებით შექმნილი  ორი  წიგნის ავტორი და  35 -ზე მეტი კვლევითი კონფერენციისა და ტრენინგის მონაწილეა. ორი ანგლოფილის და   თავის საქმეზე უდიდესად შეყვარებული სპეციალისტის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ სივრცე, სადაც სწავლის  პროცესი უფრო ეფექტური სწრაფი და რაც მთავარია შედეგიანი იქნებოდა.

კემბრიჯ ცენტრი ”  ჩვენ გვჯერა, რომ მოსწავლეზე მორგებულ/ორიენტირებულ სასწავლო გარემოში სწავლა უფრო სწრაფი და მიზნობრივია.  მოსწავლე აქტიურად არის ჩართული უშუალოდ პროცესში, სადაც ყველაფერი სახალისო და საინტერესოა. იმისათვის, რომ ამ ყველაფერს მივაღწიოთ, ჩვენ ვიყენებთ ბევრ განსხვავებულ და თანამედროვე მეთოდს. ეს მეთოდები მსმენელს მოტივაციას მატებს და უფრო თავდაჯერებულს ხდის. სასწავლო პროგრამა სრულად არის მორგებული მსმენელის მიზნებსა და ინტერესებზე“

  Edu Corner●  Cambridge Education Corner  საქართველოში  კემბრიჯის საერთაშორისო განათლების ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელია (CIEC) და სწავლება სწორედ  ბრიტანეთში სპეციალურად შექმნილ სასწავლო პროგრამების მიხედვით მიმდინარეობს, რაც მოიცავს არა მხოლოდ თეორიულ, პრაქტიკული უნარების განვითარებას და ტენდენციური სიახლეების გათვალისწინებას. ეს უმთავრესი დეტალია სწორედ ცენტრის განმასხვავებელი ნიშანიც და პროფესიონალური დონის გამსაზღვრელიც.  კემბრიჯის უნივერსიტეტის  საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების  გუნდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და სამუშაო პროცესიც სწორედ  მათი მოთხოვნებისაა თუ შესაძლებლობების შესაბამისადაა დაგეგმილი.

ინგლისური ენის ცენტრი


უფრო მეტი ვიდრე მხოლოდ ენის შესწავლა! – ისაუბრე გაბედულად. 

სწავლის პროცესი ინტერაქტიულ გაკვეთილებს მოცავს  (დავალებაზე/პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, როლურ და სიტუაციურ თამაშებს, დემონსტრირებასა და პრეზენტაციას, ინდივიდუალურ და გუნდურ მუშაობას, დისკუსიებს, პროექტებზე მუშაობასა და ა.შ.) სადაც, პრიორიტეტი  ოთხივე ენობრივი უნარ-ჩვევის ინტეგრირებული განვითარებაა: (Speaking, Listening, Reading, Writing). ენის სწავლის პროცესში მოსწავლეს  ისეთ  ზოგადი უნარ-ჩვევების ავითარებს როგორებიცაა: კომუნიკაცია, კრეატიულობა, გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაცია, ლიდერობა და ა.შ.

სწავლის პროცესი შეიცავს თამაშის ელემენტებსაც. დასაწყისიდანვე მოსწავლეებს საშუალება აქვთ  ენა კომუნიკაციის მიზნით გამოიყენონ.  დადგინდა, რომ ციფრული საშუალებები  სწავლის პროცესს უფრო ეფექტურსა და სახალოს  ხდის. სასწავლო სივრცე არის ციფრულ სასწავლო გარემოზე მორგებული, (Digital Learning Environment) თანამედროვე სწავლის მეთოდების გამოყენებით.  სასწავლო კურსები ასევე მოიცავს (Blended-learning) ელემენტებსაც.  გამოცდილებამ აჩვენა რომ  ინოვაციური კომუნიკაციური მეთოდების აქტიური გამოყენება მოსწავლეს უცხო ენის  შესწავლის პროცესს უფრო  უმარტივებს და დამახსოვრების ხარიხსხაც ზრდის.

ბიზნეს ინგლისური

   ინგლისური საქმიანი საუბრებისთვის– სპეციალურად შემქნილი ბრიტანული პროგრამა (English for Work and Life)  საშუალებას გაძლევთ უფრო თავდაჯერებულად  ისაუბროთ ინგლისურ ენაზე სამსახურეობრივ კონტექსტში.

   ინგლისური ბავშვებისთვის – My English Weekend  ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის  შექმნილი პროგრამაა . სხვა ალტერნატიული სასწავლო პროგრამებისგან განსხვავებით აქ ინგლისურად არის საგნობრივი ინტეგრაცია, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიმრავალფეროვნონ ინგლისური ენის ლექსიკა და  თავისუფლად  ისაუბრონ სხვადასხვა საგნების ჭრილში : მეცნიერება, ლიტერატურა, გეოგრაფია და ეს მთელი პროცესი რაღა თქმა უნდა  სრულად მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

  ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენს  სტუდენტებს სწავლების თითოეულ ეტაპზე მივცეთ მუდმივი უკუკავშირი. ჩვენთან მასწავლებლები ინდივიდუალურად უდგებიან თითოეულ მსმენელს და  მას  სრულ მხარდაჭერას უცხადებენ” .

განვითარებასა და სიახლეების მოყვარული ცენტრი პანდემიურ სირთულესაც პროფესიონალური მზაობით შეხვდა და ახალ რეალობას მალევე მოუძებნა გონივრული გადაწყვეტილება – პანდემიური გავლენის მიუხედავად, სწავლის პროცესი არ შეჩერებულა: მასწავლებლებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგები, რამაც ონლაინ სწავლება ეფექტური და პროდუქტიული გახადა.

ინგლისურის სწავლა მარტივად

     
“დღემდე ვიყენებთ  სხვადასხვა სასწავლო ონლაინ პლათფორმას,რამაც მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია და პოზიტიური უკუკავშირიც მივიღეთ. სწავლების ხარისხი ამით არ შეცვლილა და საბოლოო შედეგზე ყველა ასაკობრივი ჯგუფი წარმატებით გავიდა. ამჟამად ცენტრი მოსწავლეებს სთავაზობს არჩევანს, მათ შეუძლიათ ისწავლონ როგორც ონლაინ, ასევე მოვიდნენ ადგილზე და დაესწრონ გაკვეთილებს, ყველა რეკომენდაციის დაცვით”
.
 

    როგორ დაგიკავშირდნენ და რა სიახლეები გაქვთ?

ნებისმიერი სიახლე იდება ჩვენი ცენტრის ფეისბუქ გვერდზე. დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი ტესტირება, ზეპირი გასაუბრება და შემდეგ დაიწყებს შესაბამისი დონის ჯგუფში სწავლას, გილოცავთ, თქვენ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდით.

იჩქარე, შემოგვიერთდი შენც – სარეგისტრაციო ფორმა:

https://lnkd.in/dgcFtKi

551 80-60-50
📩 cambridge.edu.corner@gmail.com

საგანმანათლებლო კუთხე რომელსაც ეძებდი!