დილა ფორმულაზე წარმოგიდგენთ რუბრიკას Buy more. იყიდე მეტი

დილა ფორმულაზე

დილა ფორმულაზე წარმოგიდგენთ რუბრიკას Buy more. იყიდე მეტი

1200 630 buymore.ge

  “გამარჯობა, მე კატერინა ვარ  ეს ბაი მორია, თქვენი სანდო გზამკვლევი ბიზნეს სამყაროში” – ახლა უკვე  ტელევიზია ფორმულას დილის გადაცემა დილა ფორმულაზე  ყოველ პარასკევს  ბიზნეს რუბრიკის სახით მოგესალმებათ. 9 ოქტომბრიდან  მულტიმედია  ჟურნალი  დილის გადაცემის ბიზნეს რუბრიკა ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ჟურნალის  საინტერესო, განსხვავებულ და კრეატიულ ვიდეო ამბების ციფრულ  აუდიტორიას  ტელევიზიის და მისი პლატფორმების  მაყურებლებიც  შეემატება, რაც თავისთავად, ძალიან  კარგი  საშუალებაა ბიზნესის წარმატებისთვის.

 ტელეკომპანია ფორმულა  2019 წელს ქართულ ტელესივრცეში პირველობის ამბიციით დაარსდა  და  ერთი წლის  თავზე უკვე  პრესტიჟული სიანფორმაციო სააგენტოს  ბლუმბერგის ოფიციალური წარმომადგენელიც გახდა. მის ანგარიშზე რამდენიმე რეიტინგული გადაცემა, ანალიტიკური საზოგადოებრივი თოქ შოუები და მრავალრიცხოვანი აუდიტორიაა, რომელიც  სატელევიზიო თუ ონლაინ პლატფორმების დახმარებით აქტიურად  ადევნებს თვალს არხის  ყოველდღიურ სიახლეებს და მიმდინარე პროექტებს, მათ შორის აუდიტორიის მოწონებით  გამოირჩევა  გადაცემა დილა ფორმულაზე, რომელიც  ჟურნალისტების და წამყვანების გუნდთან ერთად  ყოველდღიური რეჟიმით აშუქებს მიმდინარე მოვლენებს, საინტერესო პერსონებს, კულტურას, ხელოვნებას, მედიცინას და ახლა უკვე ბიზნესსაც.

 ბაი მორი დილა ფორმულაზე

    buy more  – იყიდე მეტი დაცემათა სერიაა,  რომელიც აშუქებს ბიზნესს საინტერესო და  განსხვავებული თხრობის მანერით ანუ იმ ფორმით, რომელსაც ითხოვს თანამედროვე აუდიტორია – კრეატიულად, საქმიანად და დასამახსოვრებლად. სწორედ ეს არის ჩვენი განსაკუთრებულობაც და თქვენთან დამეგობრების მიზეზიც – ინოვაციური მულტიმედია პლატფორმის დახმარებით გაგაცნოთ ბიზნეს სამყარო, მათი ავტორები და წარმატებული ისტორიები. სამყარო სადაც დრო ფულია, სანდო ინფორმაცია კი ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი. ინოვაციური, არასტანდარტული და თანამედროვე მოხმარებლის ინტერესებზე მორგებული ბიზნეს სიუჟეტების  ციფრულ მაყურებლებს ამიერიდან ტელევიზიის მაყურებელთა რიცხვი დაემატება.

  გადაცემის ისტორია: 2008-2010 ტვ იმედი- ბესტსელერი გადაცემა, 2011-2012 – მე-9 არხი- რეიტინგული გადაცემა, 2012-2014 tv 3 ყურებადი გადაცემა 2019 – მულტიმედია ციფრული ბიზნეს მედია პლატფორმა.ამ სიას ახლა უკვე ტელევიზია ფორმულა შეემატა.

  პროექტის ავტორია  თავისუფალი სტუდია – Free studio- სრული სერვისის  პროდაქშენ კომპანიაა, რომელიც  2010 წელს დაარსდა და ქმნის დოკუმენტურ, სოციალურ,  შემეცნებით, გასართობ და ბიზნეს გადაცემებსა და საიმიჯე სარეკლამო რგოლებს. სტუდიის   პროდაქშენ  პორტფოლიოშია რეიტინგული გადაცემები: „ იყიდე მეტი”,  ბიზნეს პოზიტივი “, ” ბიზნესი  მაღალ ქუსლებზე“, „ ჩაალაგე ჩემოდანი“, „დღე ფერმაში“, ო დილა დელია  „ მეორე მხარე“   ღვინის გზა და   ა. შ