fbpx

დიდი იდეების მარტივი ახსნა #ბიზნესლიტერატურა

იყიდე მეტი

დიდი იდეების მარტივი ახსნა #ბიზნესლიტერატურა

2560 1440 buymore.ge

როგორ ვიფიქროთ ჩარჩოს  გარედ? რა არის ბიზნესში მთავარი რისკი თუ დაყოვნება? ვინ არის ანტერპრენერი? – და კიდევ უამრავი კითხვა, რომელზეც რაციონალურ და დასაბუთებულ პასუხს ამ წიგნში არა მხოლოდ ტექსტუალურად, არამედ ვიზუალური მასალის დახმარებით მიიღებთ.

ეს იმ გამოცდილებების კრებულია, რომელიც ამ სფეროს ყველა საფეხურზე გამოგადგებათ: დაწყებული იდეინობიდან, დასრულებული პროცესების მენეჯმენტამდე და ბაზრის მონოპოლისტად გახდომამდე. ათეულობით ბიზნეს სტრატეგია, სამუშაო მოდელი, წარმატებული ბიზნესმენების გამოცდილება ის გზამკვლევია, რომელიც  ყველა იმ უნარს განავითარებს, რომელიც წარმატებულ  საქმოსანს თუ მეწარმეს სჭირდება.

   ამ და სხვა ბიზნეს ლიტერატურის  გერმანული,  ინგლისურ და რუსულ ენოვან  წიგნების  შეძენა შეგიძლიათ წიგნები ვაკეში  არაყიშვილის  N 5 , სადაც ასევე  ბიზნეს ლიტერატურის  მშობლიურ  ენაზე თარგმნილი საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკაც დაგხვდრებენ.

  „ თუ შენ შეგიძლია ოცნება შენ შეგიძლია მისი გაკეთება“ 

 #1  18 საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა ტერმინი ენტერპრენუერი (მეწარმე) – პირი, რომელიც  თავად აწარმოებს და ყიდის მომსახურეობას.

#2  1901 წელს ბაზარზე გამოჩნდა „ Gillette”  პირველი უსაფრთხო საპარსი მოწყობილობის ნაკრებით, რომელიც დღემდე ამავე სფეროში  გაყიდვების ფლაგმანია.

#3 1932 წელს დაარსდა ამერიკული   „ ბიზნეს რისკების დასაზღვევო ასცოციაცია“

#4  1940 წელს აბრაამ მასლოუს აღმოჩენის შემდეგ დამკვიდრდა“ მასლოუს თეორია“, რომელიც ეხმარება ბიზნესს გაიაზროს გუნდური მუშაობის და ბიზნესის განვითარების ფასეულობები.

      ”  არცერთი კარგი მენეჯერი ან ლიდერი „ ციდან არ ვარდება“ ეს დიდი შრომის და განათლების შედეგია.” 

#5  1950- 60 წლებში  ბაზარზე რამდენიმე ბრენდი  დომინირებდა და სწორედ მათ ქონდათ უფლება ერთდროულად რამდენიმე სახის პროდუქტი ეწარმოებინა.  სწორედ აქედან მოდის ბაზრის მონოპოლიის ტრადიცია.

#6 1970-80 წლებში ნათელი გახდა რომ ბაზარი უნდა დაყოფილიყო სეგმენტურად და გამოეკვლიათ სამიზნე აუდიტორიის ინტერესები, რათა ზუსტად გაეგოთ  მომხმარებლის საჭიროებები და ინტერესები.

#7  1976 წელს ბაზარზე გამოჩნდა პირველი  ეიფლის ბრენდის  50 ეგზემპლარი კომპიუტერი, რომელიც  სტივ ჯობსმა მშობლების ავტოფარეხში ააწყო.

     ” კულტურა არის ის გზა, რომლითაც ადამიანების ჯგუფი წყვეტს პრობლემას, ამიტომაც არის საჭირო თითოეულ ბიზნეს ჰქონდეს თავის კულტურა ანუ პრობლემების გადასაწყვეტი მისეული სტილი”. 

#8 1995 წელს პირველად დანონსდა და ვებ გვერდის სახით ჩაეშვა „ amazon.com”

#9  1998 წელს შეიქმნა უდიდესი საძიებო სისტემა Google,  ხოლო 2012 წელს ის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიად დასახელდა, რომელიც  ამავე სტატუსს 2021 წლამდე ინარჩუნებს.

#10 2002 წელს ტოიოტამ დაანონსა მსოფლიოში უდიდესი მანქანის წარმოება. 8 წლის განმავლობაში მან 8 მლნ-ზე მეტი  მანქანა გაყიდა რამაც მსოფლიო ბაზრის მონოპოლის სტატუსი მიაკუთვნა.

“უწყვეტი პროგრესის და ზრდის სურვილის გარეშე არცერთ წარმატებას არ აქვს არც აზრი და არც მომავალი” 

#11  2004  წელს ბაზარზე გამოჩნდა სოციალური ქსელი Facebook,  რომელმაც 2010 წლიდან სარეკლამო ფუნქცია შეიძინა.

#12  2005 წელს მიკრო საფინანსო ორგანიზაცია Kiva.com  ერთერთი პირველი პლატფორმა იყო, რომელმაც მცირე ბიზნესისთვის სესხის გაცემა გადაწყვიტა.

#13  2011 წელს გამჩნდა ტერმინი მჭლე  სტარტაპი ( Lean startup) რომლის ბიზნეს მოდელის ავტორია ამერიკელი ანტერპრენერი ტექნოლოგიის დარგში ერიკ რაისი.

 “იღბალი მას ეხმარება ვინც  ბევრს შრომობს, რაც უფრო ბევრს შრომობ, მით უფრო იღბლიანი ხარ” 

#4 2013 წელს ბიზნეს ანალიტიკოსებმა დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ბევრი ბიზნესი წარუმატებლობის გამო მალევე იხურებოდა, მიზეზი მარტივი იყო: ისინი მომხმარებლებს ექცეოდნენ უხეშად, არღვევდნენ წესებს და მომხმარებლების მიმართ არ იჩენდნენ პასუხისმგებლობას.

” თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ბევრი ამა თუ იმ კომპანიის წარმატების ისტორიიდან  თუ მის წარუმატებელ ისტორიებს მოისმენთ” 

 

  კატერინა გალდავაძე  

ორ დღიანი დასუფთავების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით #ბიზნესამბავი
2560 1440 buymore.ge