დემა – შვილებისთვის შექმნილი სოციალური საწარმო

dema iyide meti

დემა – შვილებისთვის შექმნილი სოციალური საწარმო

960 640 buymore.ge

მშობლად ყოფნა რთული კი არა შემოქმედებითი პროცესია, ხშირად გსმენიათ ალბათ ფსიქოლოგებისგან  სხვადასხვა რჩევები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩართონ პატარები  აქტივობებში თან ისეთი ფორმით რომ ეს მათთვის სასარგებლოც იყოს, შემეცნებითიც და გაგიკვირდებათ და ბიზნესის მხრივაც მომგებიანი.

ხელნაკეთი ნივთები
”  ორი შვილი  მყავს 7 წლის დემეტრე და 11 წლის მარიამი. მთელს ჩემს თავისუფალ დროს მათთან ერთად ვატარებ დიდი ხანი ვფიქრობდი, მეპოვა ისეთი საქმიანობა, სადაც ბავშვები მაქსიმალურად იქნებოდნენ ჩართულნი.  ეს  უნდა ყოფილიყო ნოვატორული, ბაზრისთვის საინტერესო და რეალიზებადი და დიდი ფინანსური სახსრები არ დასჭირვებოდა. ფიქრის შედეგად მივედით იდეამდე, რომ გაგვეკეთებინა ხის ბროშები მაგნიტური სამაგრით, რომელიც მანამდე ქართულ ბაზარზე არ არსებობდა, საქმიანობის პროცესში იქნებოდა ხის დამუშავება, ხატვა, დიზაინი, რომლებიც ბავშვებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.სამი  წლის წინ ასე დაიბადა ,,DEMA”-ს პირველი ნაკეთობები. ბრენდირებისას სახელი დემეტრეს და მარიამის სახელების პირველი ასოებიდან გამოვიყვანეთ, რაც შეეხება ლოგოს, ჩემმა მეგობარმა ისტორიისა და მიზნობრიობის მოსმენის შემდეგ მეორე დღესვე გაგვიკეთა საჩუქრად. DEMA- ჩემი და ჩემი შვილების საავტორო საწარმოა.

ატარე თანადგომა

ბრენდის შექმნის  მიზანსა და მის მნიშვნელობაზე  თავად დავით მოსიაშვილი –  დემას ავტორი –  დემეტრესა და მარიამის მამა  მოგვიყვება. სოციალური განვითარების და დასაქმება – დემა  შექმნის მთავარი მიზანი უპირველესად დემეტრეს დიაგნოზიდან გამომდინარე (ცერებრალური დამბლა-დიპლეგია) არტ თერაპიის დატვირთვა  იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დემეტრეს ფსიქო-მოტორული უნარების განვითარებაში და სოციალიზაციაში. ხოლო მეორე მთავარი მიზანი სხვადასხვა სოციალური აქტივობებია, შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გაყიდვებიდან შემოსული თანხების გარკვეული ნაწილით სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაა. ჩვენი მთავარი მიზანი მასშტაბური სოციალური საწარმოს ჩამოყალიბებაა და მუდმივად ვიბრძვით იმისათვის რომ შევძლოთ და სახელოსნოში გვქონდეს საშუალება სხვა  მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებსაც შევასწავლოთ ჩვენი საქმიანობა და დავასაქმოთ.

სოციალური საწარმო

სახალისო და ინტერაქციული სამუშაო პროცესი – სამუშაო პროცესი აუცილებლად პოზიტიური და სახალისოა, საქმე განაწილებული გვაქვს მე და ბავშვებს შესაძლებლობებიდან, უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე, აუცილებლად ვუზიარებთ ერთმანეთს ამა თუ იმ ნივთის შესახებ ჩვენს აზრს და ემოციას, ერთმანეთის ნამუშევარს ვაფასებთ და  ასე ოჯახურ, მხიარულ გარემოში იბადება დემას ნამუშევრები.

იყიდე მეტი ქართული

 სირთულეებს დასაწყისში და დღეს – დასაწყისში რთული აღმოჩნდა ბაზარზე თავის დამკვიდრება, ბრენდი ცნობადობისა და ნდობის მოპოვება. ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის ის , რომ მოეწონოთ ჩვენი ნამუშევარი და არა ის რომ შეიძინონ კონკრეტული სოციალური ემოციიდან გამომდინარე. დღეს გარკვეული აქტივობების შედეგად ასე თუ ისე ეს ყველაფერი მოვიპოვეთ, ჩვენი ნაკეთობების ასორტიმენტი და ხარისხიც გავაუმჯობესეთ და უკვე ჩვენი ერთგული მომხმარებლების გარკვეული ოდენობაც დავაგროვეთ. დღეისათვის რადგან ჩვენი საწარმო არაა ორიენტირებული მოგებაზე და სოციალური საწარმოს კრიტერიუმებით მუშაობს , მთავარ პრობლემად ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება, მუდმივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მივიღოთ დაფინანსება სხვადასხვა გრანტების საშუალებით, ასევე დიდ პრობლემად რჩება სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიღწევადი ღონისძიებები დიდი კომპანიების მხრიდან. ერთადაერთი მხარდაჭერა რაც ჩვენმა საწარმომ ამ ეტაპისთვის მიიღო არის “აწარმოე საქართველო”- ს პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტი, რომლითაც შევიძინეთ ლაზერული ჭრის დანადგარი.

იყიდე მეტი დემა

ატარე თანადგომა როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩვენ ბაზარზე შევედით მანამდე არ არსებული პროდუქტით, კერძოდ, ხის ბროშებით, რომლის სამაგრიც შედგება ორი მცირე ზომის მაგნიტისაგან და არ აზიანებს ტანსაცმელს. ასევე მოსახერხებელია ბროშის სასურველ პოზიციაზე მარტივი მოძრაობით გადაადგილება. დემა  ყველა ნაკეთობა ინდივიდუალურია და არასდროს მეორდება რაც მომხმარებლებში დიდ მოწონებას იმსახურებს. ჩვეთან დაკავშირება ძალიან მარტივია,   დემა – გვაქვს facebook გვერდი გვეწვიეთ.