fbpx

დაივიწყეთ ყველაფერი რაც აქამდე იცოდით #პრაქტიკულიმარკეტინგი

ხათუნა მდინარაძე

დაივიწყეთ ყველაფერი რაც აქამდე იცოდით #პრაქტიკულიმარკეტინგი

1920 1080 buymore.ge

რუბრიკის წარმდგენია  ხათუნა მდინარაძე – გაყიდვების მენტორი და პოზიტიური ფსიქო კონსულტანტი.

სათაურის წაკითხვისას ალბათ ყველამ გაიფიქრეთ,  ხომ არ გაგიჟდა ავტორი, ყველაფერი თუ დავივიწყეთ, რაღა ან ვინღა დავრჩებითო.

  ეხლა მე მოგიყვებით ბავშვობის პატარა ამბავს, რომელიც ჯერ არავისთვის გამიმხელია, თუმცა ჩემს კარიერაში დიდი გარდატეხა მოახდინა.

ეს ისტორია 8 წლის ასაკში  თამაშის დროს შემემთხვა და უკვე  „დიდობაში“ დამაფიქრა, რა ხდებოდა ამ დროს ტვინსა და ადამიანის ცნობიერში.

ერთხელ,  ეზოს ბავშვებმა გადავწყვიტეთ გვეთამაშა „რამე უცნაურობა“, ამ უცნაურობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დაგვეკავშირებინა საგნები, რომლებიც ერთმანეთთან არაფერ შუაში იყვნენ, ყველაზე სასაცილო და უცნაური ახალი ნივთის შემქმნელი კი იქნებოდა „წითელი დროშის“ გამარჯვებული.  რადგანაც იდეის ავტორი თავად გახლდით და თან „ხუთოსნობის“ იმიჯიც ჩემს ხელთ იყო, ყველა პირობა ზურგს მიმაგრებდა, რომ „წითელ დროშასაც“ დავვუფლებოდი…

თუმცა, ჰოი, საოცრებავ! სასწაული მოხდა – მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად მე აღმომაჩნდა სიტყვებისაც და ცოდნის მარაგიც (თან ამაში გურული ფესვებიც ხელს მიწყობდა), მაინც უბნის ყველაზე „არმცოდნე“ ბიჭმა გაიმარჯვა. მოკლედ რომ ვთქვა,  დ ა ვ მ ა რ ც ხ დ ი ! 

წამოვბუნძულდი სახლში და ბავშვებს ვუთხარი ძაან დებილობა თამაში გამოდგა და აწი აღარ ვითამაშოთთქო“.  მთელი გზა კი იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამევიწყებინა ეს ამდენიცოდნები“, რომ შემძელებოდა  განსხვავებულირამე უცნაურობისგამოგონება.  

  ჩემდა სამწუხაროდ ესდებილობა თამაშიარასდროს აღარ გვითამაშია, ყოველ შემთხვევაში, „დიდობამდემაინც, თუმცა მთელი ცხოვრება მაწვალებდა ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ერთდროულად ცოდნის მიღებაც, გამოყენებაც და საჭირო დროს, დავიწყება კიდეც.

An open mind“, როგორც ამას თანამედროვე კრეატიული პროექტების ავტორები უწოდებენ, ყველაზე დიდებული რესურსია იდეების გენერირებისა და შემოქმედებითად აზროვნებისთვის, თან ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ სულაც არ არის აუცილებელი  მხატვარი, მომღერალი, რეჟისორი ან სხვა შემოქმედებითი ნიჭისა თუ პროფესიების წარმომადგენლები იყოთკრეატიულად აზროვნება შეუძლია ყველას, თუმცა, ამისთვის გჭირდებათ გონების  ცოტა გავარჯიშება და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევების გათვალისწინება:

ძველი აზროვნების პატერნების მორღვევა

 ახალი ასოციაციებისა და კავშირების შექმნა

მოდით ავხსნათ რას ნიშნავს ეხლა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი და მოკვდავი ადამიანების ენაზე.

 

 პატერნი არის შაბლონი/მოდელი ანუ სტერეოტიპური ქცევითი რეაქციების ერთობლიობა, რომელიც ძალიან საჭირო და აუცილებელია იმისთვის, რომ აითვისოთ და ისწავლოთ ახალი  მასალა. მაგალითად, ბავშვობაში გვასწავლიან თუ რა არის მაგიდა, მერხი, სკამი, საპირფარეშო, კარადა და როგორ გამოვიყენოთ ეს ნივთები დანიშნულების მიხედვით, თუმაც ეს ყველაფერი საჭიროა მხოლოდ საწყის ეტაპზე, მერე თავად ვურჩევთ საგნებს დანიშნულებას და საჭიროებისამებრ, ვცვლით კიდეც.

ტვინი კი ის თვითმოწესრიგებადი სისტემაა, რომელიც შემოსულ ინფორმაციას თავადვე აწესრიგებს ზემოთხსენებულ პატერნებში და „კარნახობს“ გამოყენების ინსრუქციასაც.დაახლოებით ის ვარიანტია,  მე რომ ხელი შემიშალა „რამე უცნაურობა“ თამაშში, ალბათ ამიტომაც ვფიქრობდი მთელი გზა „როგორ დამევიწყებინა ეს „ცოდნები“. იმისთვის, რომ მოვარღვიოთ ძველი აზროვნების პატერნები, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულეს (თუმცა სიახლეებისთვის ნაკლებად გამოგვადგება)  აუცილებელია აზროვნების ახალი მოდელების შექმნა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სავარჯიშოა Think in Reverse . იფიქრე პირიქით  – თუ გიჭირთ ახალი მიდგომის მოფიქრება, შეეცადეთ შეცვალოთ პრობლემა უკუღმა. დაუსვით კითხვა და შეისწავლეთ იმის საპირისპირო, რისი მიღწევაც გსურთ. ამით თქვენ რეალური პრობლემის მოგვარების ინოვაციური გზები შეგიძლიათ წარმოგიდგინოთ.

მაგალითად, როცა ახალ პროექტზე მუშაობას დაიწყებთ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ შექმნით შესაძლო ყველაზე ცუდ დიზაინს, შინაარს, მიზანს და ..

და საერთოდ, რა მოხდება ყველაფერი რომ პირიქით იყოს?

ახალი იდეების წარმოქმნის კიდევ ერთი გზაა ახალი და მოულოდნელი კავშირების დამყარება. ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი იდეა  თითქმის სულ შემთხვევით იბადება – ხედავთ ან ისმენთ რაიმე ერთმანეთთან კავშირის არმქონე  სიტუაციას, რომლის მოგვარებასაც ცდილობთ, უცებ ინსაითი მოგდით თავში და ახალი პატერნიც მზად არის.

ახალი კავშირების დასამყარებლად, შემდეგი სტარტეგია გამოგადგებათ.მაგალითად Random words . შემთხვევითი სიტყვები– ნებისმიერი დოკუმენტიდან ან წიგნიდან აირჩიეთ შემთხვევითი სიტყვა, შემდეგ მოძებნეთ ახალი ასოციაციები ამ სიტყვასა და თქვენს პრობლემას შორის.

თავისუფალი ასოციაციების ტექნიკას ფსიქოთერაპიაშიც იყენებენ, რომელიც ძია ფროიდმა არაცნობიერის გზად და ხიდად დაგვიტოვა. არაცნობიერი კი ჩვენი რესურსების საბადოა. ისე, კარგი იქნებოდა, რომ გეფიქრათ საკუთარი ასოციაციების ჯაჭვი სად მიგიყვანდათ და როგორი იქნებოდა თქვენეული ახალი პატერნები?

სწორედ ამ ორი მნიშვნელოვანი ტექნიკის გამოყენებით შევქმენი ჩემი ახალი პროგრამა, „გაყიდვებისა და წარმატების პერსონალური რუკა“, რომლითაც ადამიანებს ვეხმარები საკუთარი  რუკისა და გზამკვლევების შექმნაში.

როგორ? როგორ  და ძალიან მარტივად –  მივიწყებული „შინაგანი ბავშვი“ შევაღვიძე და შეწყვეტილი  თამაში დავასრულებინე.

რაღას ელოდებით, ყველაშია ეს ქაოტური „შინაგანი ბავშვი“ და მოუსმინეთ, იქნებ რას გეჩურჩულებათ?

შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს და გააფართოვეთ სანაცნობო ქსელი: https://bit.ly/3beTGNE

 

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge