fbpx

დაიმახსოვრე ზაფხული გონიოში – Xcaucasus #ბიზნესამბავი

დაიმასხოვრე ზაფხული იყიდე მეტი

დაიმახსოვრე ზაფხული გონიოში – Xcaucasus #ბიზნესამბავი

1920 1080 buymore.ge

„მაღლა მაღლა რომ დაფრინავ ნიავი ხომ არა ხარ?“- რომ გკითხავენ, შეგიძლიათ თამამად უპასუხოთ რომ ნიავიც ხართ და პარაპლანით ფრენის შთაბეჭდილებით სავსეც, რა სჯობს ნიავზე მაღლა ფრენას და საქართველოს ულამაზესი კუთხის- აჭარის რეგიონის, კერძოდ, გონიოს  ზემოდან შეთვალიერებას? ქვემოთ ზღვა, თავი ღრუბლებში – იფრინე და ილაღე რამდენიც გინდა, პალალაიდინგის  პროფესიონალი პილოტები შენს გვერდით არიან. თითოეული მათგანი მიწაზე სიარულივით კარგად იცნობს ცაში ფრენის – ოსტატურად ნავარდის ხელოვნებას, მიენდე, უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია, ერთადერთი რაც გევალება დატკბე იმ ულამაზესი წუთებით რომელსაც ცაში გაატარებ და ეს ყველაფერი თუ არ დაგეზარება გოუ პროს კამერაზე აღბეჭდო, ასეთ შთამბეჭდავ კადრებს ყოველთვის ვერ ნახავ.

იქს კავაზუსი

#ზაფხული2021 – გონიოში, და შენს რემაინდერში ჩანიშნე ცაში ფრენა, დაჯავშნე ადგილი, სასურველი დრო და გაქროლდი- დასვენება ასეთი უნდა იყოს,  მთელი წელი რომ გეყოს ეს სასიამოვნო შთაბეჭდილებები, თუმცა მინდა გაგაფრთხილოთ, საოცარ დამოკიდებულებას იწვევს, კიდევ და კიდევ გინდათ, ასე რომ მზად იყავით, შესაძლოა თქვენი შვებულება დაგეგმილზე მეტ დროს გაგრძელდეს.

გონიში ფრენა

რაც შეეხება  პარალაიდინგს, ეს საქართველოსთვის ახალი სპორტის სახეობაა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს საპასუხისმგებლო საქმე Xcaucasus გამოცდილ პილოტებს მიანდოთ, რომელიც არა თუ კარგი ტანდემ პილოტები არიან და წყვილში, ანუ თქვენთან ერთად ისე დაფრინავენ, ჩიტიც კი ვერ შეედრება  თავისუფლად მოძრაობაში, არაჩვეულებრივი მასწავლებლებიც არიან, თუ იმდენად მოგეწონათ ფრენა  ან ზოგადად, ექსტრიმის მოყვარული ხართ (შეიძლება არ იყოთ მაგრამ პირველი ფრენის შემდეგ აუცილებლად გახდებით) და თავად, დამოუკიდებლად გსურთ საჰაერო თავგადასავალში გადაეშვათ, შეგიძლიათ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ სოლო რეჟიმში იფრინოთ და ღრუბლები დაიმეგობროთ, არაჩვეულებრივი ამხანაგები არიანო, ასე ამბობენ.

დასვენებაც შეიძლება იყოს შემოქმედებითი და მრავალფეროვანი, ჰოდა, ერთერთი კომპონენტიც სახეზეა, Xcaucasus  სახით,  ვფიქრობ, სწორედ ამიტომ ღირს, რუკაზე ამ ადგილის მონიშვნა, რადგან პრაქტიკულად ორი ერთში სიამოვნების კომპლექტაცია გამოდის. უამრავი ტურისტი და არა მხოლოდ, სწორედ ამიტომ ირჩევენ წლევანდელ სამოგზაურო არეალში აჭარის ამ ულამაზეს რეგიონს.