fbpx

კოპეშონი, ბოსტნეულის ცუკატების გემოებით თამაშის ბიზნეს ამბავი

კოპეშონი ეკატერინე ფარულავა

კოპეშონი, ბოსტნეულის ცუკატების გემოებით თამაშის ბიზნეს ამბავი

1260 836 buymore.ge

გემოების თამაში მაჩვენე –  უკვე საქვეყნო ფრაზა გახდა, ის კი არადა  გასტონომიაში ზოგისთვის შეფასების კრიტერიუმადაც იქცა, ზოგისთვის კულინარიულ მიზნადაც, აი,  ეკატერინესთვის ეს საყვარელი საქმეც არის, ჰობიც და  უნიკალური პროდუქტის  დაბადების შთაგონებაც.

 მე ეკატერინე ვარ – ეს კოპეშონია

„  მე  სოხუმელი ეკატერინე ფარულავა  ვარ . ცნობილი მიზეზების გამო 27 წელია ვცხოვრობ ზუგდიდში.   ძალიან  მიყვარს  ახალი  გემოები, მათი კომბინაციები, კულინარია და ჯანსაღი კვება, ამიტომ მუდამ ახალი რეცეპტების ძიებაში ვარ.  კულინარული ექსპერიმენტები  თითქოს და შეუთავსებელი კომპონენტებისა და გემოების კომბინაცია ჩემი საყვარელი საქმიანობაა. პროფესიით  ექიმი  ვარ და პატივს ვცემ ჯანსაღ კვებას. ვცდილობ პროდუქტს დამუშავებისას   მაქსიმალურად შევუნარჩუნო  თავისი სასარგებლო თვისებები, გემო და ვიზუალი.  მიყვარს ბოსტნეული, ვთვლი რომ   ის ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებების წყაროა.  ჩვენი სამზარეულო, სამწუხაროდ,  ბოსტნეულის უმეტესობას შემწვარ-მოხრაკული ან უკეთეს შემთხვევაში, მოხარშული სახით იყენებს, ცნობილია, რომ  ხანგრძლივი თერმული დამუშავება იწვევს სარგებლიანობის მნიშვნელოვან დაქვეითებას და მოსპობასაც კი.

კოპეშონი ტკბილეული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორი წლის წინ ინტერნეტ სივრცეში გადავეყარე ბოსტნეულისაგან ტკბილეულის მიღების რეცეპტს. ძალიან დამაინტერესა ამ იდეამ და მეც ვცადე ბოსტნეულის ცუკატების დამზადება. ასე დაიწყო  უბრალო კულინარიული გატაცების ბიზნესად ქცევის იდეის განხორციელება.

 ცუკატი (პოლონურად cukaty, cukier — შაქარი) — ქართულ სამზარეულოში ორასიოდე წლის წინ გამოჩნდა აღმოსავლეთ ევროპიდან და შაქრის სიროპში ჯერადად მოხარშულ და ხანგრძლივად დაყოვნებულ,  შემდგომში გამშრალ  კენკრასა და ხილს მოიაზრებდა.

რატომ მაინცდამაინც ბოსტნეული?სოფლად მცხოვრები ქალბატონებიდან, ყოველი მეორე შეუდარებელი დიასახლისია, რომელიც ცდილობს ოჯახი ჯანსაღი პროდუქტით კვებოს. ამიტომ თითქმის ყველა აშრობს საკუთარ ბაღში მოწეულ ხილსა და კენკრას. ბაზარიც გაჯერებულია ადგილობრივი თუ იმპორტირებული წარმოების ხილის ჩირითა და ცუკატებით. ბოსტნეული კი დაუმსახურებლად დაიჩაგრა, არა და არაფრით ჩამოუვარდება ხილს. ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართულების არჩევა. უცხო, არასტანდარტული, უჩვეულო , გემრიელია ჯანსაღია და სასარგებლოა.“ – ეკატერინე  ფარულავა ბრენდი  კოპეშონი  დამფუძნებელი .

იყიდე მეტი კოპეშონი

    კულინარიული ექსპერიმენტიდან ბიზნეს  საქმიანობამდე 

ერთ-ერთი კულინარიული ექსპერიმენტის შემდეგ, ლანგარზე ძალიან გემრიელი დარიჩინიანი გოგრის ცუკატები განლაგდა. ჯერი  საჯარო დაგემოვნებაზე და შთაბეჭდილებების მიღებაზე მიდგა, კარგად დაემთხვა: წინა საახალწლო პერიოდის ფარგლებში   მერიის მიწვევით  რეგიონალურ საშობაო ბაზრობაზე, ეკატერინემ ( ჰო, ის ასევე ხელნაკეთ აქსესუარებსაც ამზადებს)  თემატურ ნაკეთობებთან ერთად,  გოგრის ცუკატებიც გაიტანა  დასატესტად. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ ერთი დეგუსტატორი მიხვდა, თუ რისგან იყო ცუკატი დამზადებული. განსაკუთრებით აღფრთოვანდნენ ავტორის  მეგობრები. მათგან ერთერთმა, ია ესებუამ,  შესთავაზა გოგრის ცუკატების წარმოების დაწყება.  მაგრამ სახელი?  გოგრას მეგრულად კოპეშია ჰქვია. აქვე „მონათლა“ ცუკატები და „კოპეშონი“ დაარქვა. ვნანობ რომ არ შემიძლია დეგუსტაციის დროს ადამიანების ემოციებისა და რეაქციების დაფიქსირება . რომ მქონდეს ფარული კამერით გადაღების შესაძლებლობა, პოზიტივის უნიკალური  არქივი მექნებოდა.

     პირველი წარმოება 

„ პირველი კოპეშონები ჩემს სამზარეულოში დავამზადე. ოჯახში პროფესიონალი კულინარი მყავს – ჩემი მეუღლე, რომელიც პირველი დეგუსტატორი და შემფასებელი იყო. ჩემი მოწონებული მასაც მოეწონა და ერთობლივად შევუდექით საქმიანობას.“   ექსპერიმენტები სხვადასხვა ბოსტნეულის მონაწილეობით მიდინარეობდა .  ეკატერინემ  თითქმის სრულად შეცვალა   რეცეპტის დედანი, აუცილებელ მინიმუმამდე დაიყვანა შაქრის კონცენტრაცია, სრულად ამოვიღო ხარშვა და ჩააანაცვლა პასტერიზაციით. აზავებდა  გემოებს, ცვლიდა  პროპორციებს, ფერებს, კომბინაციებს. ზოგი გემო ნაცნობი და ძველი იყო, ზოგი ახალი და უცნაური, ზოგი თითქოს ნაცნობიც და უცნაურიც. სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა გემო მოსწონდა, განსხვავებული ემოცია და რეაქცია ჰქონდა. ამ ძიების შედეგად შეიქმნა გემრიელი სამყარო, რომელსაც „კოპეშონი“ ჰქვია.

    გაქვს იდეა? გაბედე მოქმედება

   წარმატებული დებიუტის შემდეგ, ზუგდიდის მერიამ ექსპო ჯორჯიასა და ექსპო ბათუმის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებზე მიიწვია, ამჯერად მხოლოდ  კოპეშონები წარადგინა და იქაც ძალიან მოეწონათ . გაჩნდა შეკვეთები, გაიზარდა მოთხოვნა, რომელსაც სამზარეულოს მასშტაბები ვეღარ წვდებოდა,  ახალი გამოწვევა დროულად უნდა ათვისებულიყო.

„  ამ გამოწვევის გადასაჭრელად მონაწილეობა მივიღე საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და UN Women „ქალთა ეკონომიკური გაძლიერებ“-ის ერთობლივი პროგრამისა და USAID პროექტ „ზრდა საქართველოში“ საგრანტო კონკურსებში. მოვიპოვე ორი გრანტი და USAID პოექტ „ფონდი „აფხაზეთი“-ს უპროცენტო სესხი, რომლებიც გამოვიყენე ჩემს საკუთრებაში მქონე ფართზე მიკროსაწარმოს გასამართად. გავარემონტე და სუს-ს მოთხოვნების შესაბამისობაში მოვიყვანე არსებული ფართი, შევიძინე ბოსტნეულის სარეცხი დოლურა, ხაზოვანი გაზქურა გამწოვითა და ავტომატური კლიმატ კონტროლით, სლაისერი, ვაკუუმ შესაფუთი მინი აპარატი და ინფრაწითელი სპექტრის სითბური საშრობი.”  

იყიდე მეტი სტარტაპი

 

 

 

 

 

 

 

 

 

   გემრიელობის ანატომია

    ტკბილ ხაზი –  ჯერჯერობით შევჯერდით შემდეგი სახეობის ცუკატებზე:
გოგრა ვანილით, გოგრა დარიჩინით, ჭარხალი მიხაკითა და ილით, სტაფილო ლიმნით, მწვანე პომიდორი ჭარხლის სიროპში მიხაკითა და ილით, ბადრიჯანი ვანილით. არის მეორე, უფრო მამაკაცური მიმართულება, ლუდთან და მშრალ ღვინოსთან მისაყოლებელი მარილიანი სასუსნავები. მაგრამ ჯერ მხოლოდ საცდელი პარტიები ვაწარმოეთ დასატესტად და ესეც ძალიან გემრიელი და საინტერესო გამოვიდა.

     როგორ იქმნება ხარისხი?   

რაც შეეხება  შრობის პროცესს, ესეც განსაკუთრებულია, რადგანაც იწარმოება ინფრაწითელი სპექტრის საშრობში, დაბალ ტემპერატურებზე. ეს იძლევა შესაძლებლობას, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბოსტნეულის სარგებლიანობა. ასეთი შრობა სრულად ანადგურებს სოკოს, ბაქტერიებსა და ვირუსებს, რაც აბსოლუტურად უვნებელს ხდის ცუკატებს და ორჯერ ზრდის მათი შენახვის ვადებს ( 12-დან 18-24 თვემდე გაიზარდა).

     კოვიდ გავლენა 

შუშის ქილების შეფუთვიდან, კოვიდ პერიოდში კოპეშონი ფოლგის პაკეტებზე გადავიდა ,  რათა  საფოსტო მომსახურეობა უფრო უსაფრთხო ყოფილიყო.  ახლა  სამი სახის შეფუთვაა: შუშის ქილაში 50 გრ, ფოლგის პაკეტებში 50 – 100 გრ და კრაფტის ქაღალდის პარკებში 200-1000 გრ, შემკვეთის სურვილისამებრ.

     სად შევიძინოთ?

„კოვიდამდელ“ პერიოდში ბოსტნეულის ცუკატები „კოპეშონი“  იყიდებოდა ტურისტულ ზონებში: მეიდან ბაზარში, გორგასლის ქუჩაზე „ბარაქა“-ში, Prospero`s books რუსთაველზე, ქართულ სახლში ბაქრაძეზე, დიდი დიღმის „ფერმერების მარკეტში“ და ინტერნეტ მაღაზია „soplidan.ge“-ზე. კოვიდ-პერიოდში ბოლო ორი მიწოდების ხაზი დარჩა. შემდგომ დაემატა ინტერნეტ მაღაზია „tutashop.ge“ ან მისწერეთ ფბ გვერდზე- კოფეშონი.

ბიზნეს ჟურნალი