fbpx

ციფრული ინსტრუმენტები სტრატეგიულ კომუნიკაციაში #მარკეტინგისამბავი

ბიზნეს გადაცემა

ციფრული ინსტრუმენტები სტრატეგიულ კომუნიკაციაში #მარკეტინგისამბავი

1920 1080 buymore.ge

კომპანიები ქმნიან ვებ-გვერდებს, ინტერნეტით აწყობენ აქციებს, შეხვედრებს, გასაუბრებებს, კონკურსებს, აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელს და ამაყარებენ ურთიერთობებს მომხმარებელთან. ინტერნეტი პროდუქტის შექმნის, შეთავაზების და რეალიზების საუკეთესო საშუალებად იქცა. ამ ყველაფერმა კი ციფრულ რევოლუციამდე მიგვიყვანა. დღეს, მიზნის მისაღწევად კომპანიები ციფრულ მარკეტინგ მიმართავენ, რომელიც მომხმარებელთან ელექტრონული საშუალებებით კომუნიკაციაზეა დაფუძნებული.

სტრატეგიული კომუნიკაცია მოითხოვს თანმიმდევრულ, დროში გაწერილ გაზომვად მიზნებს და გასაგებ მესიჯებს. „ეფექტურმა კომუნიკაციამ უნდა შეძლოს, რომ ესაუბროს ადამიანებს კომპანიის როგორც შიდა, ასევე გარე დონეებზეც – ამბობს ფედექსის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი და CFO ალან გრაფი. სტრატეგიული კომუნიკაციის სქემა ასეთია:

იყიდე მეტი სტრატეგია

და ამ კომუნიკაციის ჯაჭვში უმნიშვნელოვანესი რგოლია – ციფრული საკომუნიკაციო საშუალებები.

ციფრული ინსტრუმენტების სტრატეგიულ კომუნიკაციაში გამოყენებამ მთლიანად შეცვალა 21-ე საუკუნის მარკეტინგის საარსებო გარემო. სულ უფრო მეტი კომპანია თუ ორგანიზაცია იყენებს ციფრულ არხებს , ამის მიზეზი მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნილებაა – მიიღოს სასურველი პროდუქტი, მომსახურება ან ინფორმაცია სწრაფად, მარტივად და მინიმალური დანახარჯებით ამიტომ, ახლა ციფრულ მარკეტერზეა დამოკიდებული მომხმარებლის ქცევის გაკონტროლება, ციფრული კომუნიკაციის  განხორციელება და ისეთი კონტენტის შექმნა, რომელიც გაზრდის „პოსტის ღირებულებას.“

 ციფრული კომუნიკაციისას ვიყენებთ ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, როგორიცაა:

  •  E-mail – ელექტრონული ფოსტა ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომელიც ათასობით ადამიანთან კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა. მისი დახმარებით შესაძლებელია სარეკლამო კამპანიის წარმართვა, პოტენციური კლიენტების და პარტნიორების მოძებნა, აუდიტორიის მოზიდვა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება/შენარჩუნება. მეილი უნდა იყოს გასაგები, ღირებული და მაქსიმალურად იქცევდეს მკითხველის ყურადღებას. ამიტომ, კომპანია უნდა ფოკუსირდეს მესიჯის შინაარსობრივ დატვირთვაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება მომხმარებლის ინტერესებთან, გრძნობებთან ყოველგვარი მაღალფარდოვანი და რთული ბიზნესტერმინოლოგიის გარეშე. ამას გარდა, აუცილებელია მესიჯის ოპტიმალური ზომის დადგენა. ელექტრონული ფოსტის ეფექტურად მართვა აუცილებელია თქვენი ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.
  • ვებ-გვერდის გამოყენება ბიზნესისთვის ფართო შესაძლებლობების სპექტრს ქმნის. მაგალითად: ბიზნესის იმიჯზე ზრუნვა; საზოგადოების ნდობის მოპოვება; კლიენტების შენარჩუნება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა; მიზნობრივ აუდიტორიასთან მუშაობა; ინფორმაციის წვდომის შეუზღუდავი დრო; იაფი და ეფექტიანი მარკეტინგის წარმოება; უკუკავშირი; სტატისტიკის წარმოება და ანალიზი; გამოკითხვის და კვლევების ჩატარება და ა.შ. ვებ-გვერდი შეიძლება იყოს ინფორმაციული ან კომერციული (E-commerce), საიდანაც ბიზნესს შეუძლია ონლაინ რეჟიმით გაყიდოს პროდუქცია/მომსახურება. ვებ-გვერდი კომპანიის ვიზუალური სახეა და ამიტომაც უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, ადვილად აღსაქმელი და ინტერაქციული.
  • სოციალური მედია – არსებობს სოც.მედიის ბევრი პლატფორმა: Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, Pinterest, YouTube და ა.შ მათ შორის არჩევანის გაკეთება მარტივი ნამდვილად არ არის. სწორ არჩევანს განაპირობებს არა მხოლოდ არხების ჩამონათვალი და სახეობების ცოდნა, არამედ თითოეულის სიღრმისეული ანალიზი. დღეს, ნებისმიერი ორგანიზაცია, იქნება ეს კორპორაცია თუ სტარტაპი იყენებს სოც.მედიას იმისთვის, რომ მიწვდეს სამიზნე აუდიტორიას და გააძლიეროს კავშირები. სოც.მედიის ეფექტური მართვა დაგვეხმარება ციფრული კომუნიკაციის ეფექტურ წარმართვაში.
  • მოკლე ტექსტური შეტყობინება – ბოლო კვლევის მიხედვით მობილური ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი 100 მლნ-ით გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით, რის გამოც გააქტიურდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით კომუნიკაცია. მობილური მარკეტინგი არის ინოვაცია, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა მარკეტინგში. ის საკმაოდ მოქნილი და სხარტია.  SMS რეკლამა საშუალებას აძლევს ბიზნესს, მიზნობრივ ჯგუფებს მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ღონისძიებების, სპეციალური შეთავაზებების, მიმდინარე აქციების და ფასდაკლებების შესახებ. უახლესი მონაცემების მიხედვით მომხმარებელთა 80% კითხულობს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. მაგრამ აუცილებელია, რომ SMS შეტყობინება არ იყოს გადატვირთული და მომაბეზრებელი.

ციფრული ინსტრუმენტების მნიშვნელობა  დიდია სტრატეგიულ კომუნიკაციებში   წარმოუდგენლად დიდია  და გამოირჩევა მთელი რიგი უპირატესობებით, როგორიცაა: ახალი მომხმარებლების მოზიდვა, ინტერაქციის მაღალი დონე, პერსონალიზაცია, კომუნიკაციის სისწრაფე, მობილურობა და ხარჯთ-ეფექტურობა.

  ეთო ბიქოშვილი