fbpx

#ჩემი ამბავი-ნათია ბერიძე მარკეტინგი, მიზეზი განვითარებისთვის

ციფრული ბიზნეს ჟურნალი

#ჩემი ამბავი-ნათია ბერიძე მარკეტინგი, მიზეზი განვითარებისთვის

1600 900 buymore.ge

მე ნათია ბერიძე ვარ, ეს #ჩემიამბავია – პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილმა  20 წლიდან მომიყვანა მარკეტინგის სფეროში. ჩემი ინტერესის საგანი  გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და გუნდის შექმნა იყო, რადგან მაშინვე გავაცნობიერე, რომ მარკეტინგის ძირითადი  არსი იმაშია, თუ როგორ უკავშირდები მომხმარებელს, როგორ აცნობ თავს და რა შთაბეჭდილებას უტოვებ.

    რა მაძლევს შთაგონებას – მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილება შევიძინე, ამ საინტერესო და ცოცხალი  პროფესიული  განვითარების  დროს ,   ჩემი მთავარი მოტივაცია იყო   საკუთარი თავის, შესაძლებლობების და რესურსების  მაქსიმალურად გამოყენება იყო და არის, ეს ხომ ცოცხალი პროცესია სადაც მუდმივად ვითარდები და ეს მოქმედება გხდის  სწორედ  თავდაჯერებულ და გათვითცნობიერებულ პროფესიონალად. ჩემთვის ყოველი ახალი დღე ახალი შესაძლებლობაა, ახალი შთაგონების იმპულსი იმისთვის რომ მუდამ ფიქრობდე, იზრდებოდე და ვითარდებოდე.  ციფრული ბიზნეს ჟურნალი

 ფრაზა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა –ერთ-ერთ ტრენინგზე მოვისმინე ასეთი ფრაზა: თუ შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ოთახში, დატოვე ოთახი. გარემოცვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და შესაბამისად ამ რჩევამ სასიკეთოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ახლაციგივეს ვეტყოფი საკუთარ თავს: განაგრძე განვითარება, იყავი გახსნილი სიახლეებისადმი და ეძებ შენთვის სამაგლითო ადამიანები და იყავი მათ გვერდით!

 

   განვითარებისთვის საჭიროა – განვითარებისთვის    მნიშველოვანია კომფორტის ზონიდან გამოსვლა რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს არაფერი საინტერესო ცხოვრებაში არ ხდება სიახლის მიმღებლობის გარეშე. განვითარებაა შენზე დიდი გამოწვევის მიღება, განვითარებაა უარების მიღება და განვითარებაა ყოველდღიურად საკუთარ თავზე მუშაობა.

    ჩემი ყველაზე დიდი წარმატება – ყველაზე დიდი წარმატება და მიღწევა ადამიანური ურთიერთობებია. ის საოცარი ხალხი, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გავიცანი, რომლებიც მაძლევენ სტიმულს და მოტივაციას. ასევე წარმატებაა პროცესით სიამოვნების მიღება. ხშირად იმდენად ვართ ერთ კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირებული, რომ პროცესით ტკბობა გვავიწყდება ან უბრალოდ არ ვაძლევთ თავს ამის უფლებას. დღევანდელ რეალობაში წარმატებაა შენნაირად მოაზროვნე ადამიანების პოვნა და გუნდურად ღირებული საქმეებს კეთება.  სწორედ ამიტომ, როგორც მარკეტერმა, რომელსაც ეს სფერო ძალიან მიყვარს და  მაინტერესებს შევქმენი ჯგუფი, რომელიც ახლა უკვე რამდენიმე ათას წევრს ითვლის.

სოციალური ქსელში დახურული ციფრული ბიზნეს ჟურნალი ჯგუფი ქართულად” 2020 წლის 1 ნოემბერს შევქმენი. მთავარი მოტივი გახლდათ ქართული ენის, დამწერლობის სიყვარული. ჯგუფში გვაქვს ერთადერთი წესი: #ვწეროთქართულად  ეს მოტივი დღემდე უმთავრესია! ვცდილობთ ვისაუბროთ ქართული სიტყვებით. (ამ საკითხში მე ნამდვილად არ ვარ მისაბაძი, თუმცა სასიკეთო ცვლილებები უკვე სახეზეა, მეც ჩავერთე ამ მარათონში თუ შეიძლება ასე დაერქვას და მაქსიმალურად დიდი ყურადღებას ვუთმობ სწორად წერას და აზრის ქართულად გამოხატვის ფორმას.

     შემდეგ გამიჩნდა იდეა გაგვეცნო საზოგადოებისთვის ის ხალხი, ვინც ასევე აფასებს ქართულს და ამასთან ამას მეწარმეული კუთხით იყენებს. ჯგუფის წყალობით გავიცანით უამრავი ნიჭიერი ადამიანი:   კალიგრაფები, მხატვრები, მუსიკოსები, ხელოვანი ადამიანები, დიზაინერები, ხელნაკეთი ნივთების შემქმნელები, გრაფიკოს დიზაინერები.

      ახალი წლის პერიოდში ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად დავიწყეთ კამპანია “აჩუქე ქართული” რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ დღემდე ვაგრძელებთ აქტიურ ურთიერთობებს. ჯგუფში არსებული ჯანსაღი და პოზიტიური გარემო გვაძლევს მოტივაციას უფრო მასშტაბური სახე მიეცეს ამ ყველაფერს. ვგეგმავთ სხვა და სხვა პროექტებს და ასევე საერთაშორისო დონეზე უნიჭიერესი ქართველი მეწარმეების წარდგენას და მათ მხარდაჭერას.

როგორ შევინარჩუნოთ მომხმარებელი კორონავირუსის პანდემიის რეალობაში? #რეკლამისამბავი
2560 1440 buymore.ge