fbpx

ბუნება ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელია #ჩემიამბავი

ბიზნეს ამბავი

ბუნება ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელია #ჩემიამბავი

2560 1440 buymore.ge

   ალექსანდრე აჭარაძე  მხატვარი, ორსახოვანი იანუსია, დღის მანძილზე ნამდვილი ბიუროკრატი, ძალოვანი სტრუქტურს აღმასრულებელ ორგანოში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, სადაც შესვენების დროსაც კი ფანქრით ჩანახატებს აკეთებს, ყველა ახალ პასაჟს თუ პერსონაჟს იმახსოვრებს, თავის პრიზმაში ატარებს. საღამოს კი თვის სახელოსნოში ფერებთან ერთად დიალოგს მართავს: აი ისე, დღიურში რომ ვწერთ ხოლმე ნანახს და განცდილს და თერაპიული მიზნით.  სინამდვილეში ესაა, რაც ყველაზე მეტად უყვარს ახარებს და კვალის დატოვებაში ეხმარება. რამდენიმე პერსონალური გამოფენის ავტორის  ნახატები ქართველი  და   ევროპელი კოლექციონერების სასურველი სტუმარია. სოციალურ ქსელის პლატფორმებზე აქტიურად აქვეყნებს ნამუშევრებს,  პანდემიის პირობებში ხომ მით უფრო, ეს არალაეაური სამყარო ყველაზე დიდი და გავლენიანი საგამოფენო სივრცე გახდა, მაყურებლები ემოციებს და შეგრძნებებს უზიარებენ, ავსებენ და შთაგონების ახალ – ახალ ჰორიზონტების აღმოჩენაში ეხმარებიან.

# 1  ყველაზე დიდი მასწავლებელი…

ყოველთვის ვსწავლობ, და ყველაზე დიდი მასწავლებელი,  დაწყებული 90-იანებიდან დღემდე ის გარემოა, სადაც ვცხოვრობ: ბუნება,  ხალხი, ქართული მენტალიტეტი, ტრადიციები, გეოგრაფია,  ალბათ მაქედან გამომდინარე მუდმივად სწავლის პროცესში ვარ..

#2  ხელოვნება მუდმივი სწავლის პროცესი..

კი აუცილებლად, მუდმივი მოქმედებაა, არ არსებობს აი, მორჩა ვისწავლე,  თითქოს მარტივია დახატო, ჩემის აზრით სულ ახალია,  ყოველი მომდევნო ნამუშევარი მოიცავს ახლის ათვისების აუცილებლობას.  არ არის  ასე,    რაღაც ისწავლე და  დასრულდა.

ქართველი მხატვარი

#3  ხელოვნება არის  მოძრაობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად

ხელოვნება ცხოვრების მდგომარეობაა, ყოფის შენეული კონსტიტუცია, ცხოვრების წესი.  ოღონდ  თავისუფალი წესი,  ( თავისთავად “წესი” აქ შინაარსობრივად ზედმეტია)  ჩარჩოების და საზღვრების გარეშე,  და აქ, ამ თავისუფალ წრედში შენ სულ სწავლობ, იზრდები და შთაბეჭდილებებით მდიდრდები.

 #4 ხელოვნება ჩვენი არსებობის გამართლებაა“- მარგარეტ ეტვუდი

თავისთავად ასე გამოდის. სადაც ცხოვრობ და მოღვაწეობ, იმ გარემოგან გამოწვეულ ემოციას ამჟღავნებ ტილოზე, რომელიც შეიძლება იმ მომენტის შემდეგ აღარ იყოს, თითქოს დროს კოლაფსში აქცევ და აიძულებ იფიქროს. მიზანი რა არის? ალბათ ის რომ შენი შექმნილი ვინმეს დააფიქრებს, იმავე ემოციურ ტალღებს გამოიწვევს რაც შენ გქონდა მისი შექმნისას ან უბრალოდ, შენსავით შეაყვარებს სიცოცხლეს ან  მშვენიერებას.

ვიდეო პროდაქშენი

  #5  ბუნება, ყველაზე მძაფრი შთაგონების მუხტი..

ზოგადად,  ბუნებას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, ძალიან მიყვარს, დღითი- დღე შეცვილი ფერთა პალიტრა, უამრავი გრადაცია, ფორმა, პეიზაჟები. ვფიქრობ, ჯერ არცერთ მხატვარს თავის ტილოზე არ შეუქმნია ის ფერთა გამა რომელიც ბუნება მის ხელთ არსებულ პალიტრაზე ქმნის და ფერთა მეტყველების გაკვეთილებს ასე დაუნანებლად გვიზიარებს.

ზემოთაც ვახსენე,  90-ს თაობა ვართ, ამდენი გაჯეტი არი იყო, არც დენი.. ჰოდა, ჩვენ უკვე სტუდენტები ან ვხატავდით ან ვმოგზაურობდით, ამ ემოციას და ვიზუალურ ინფორმაციას, რასაც ახლა ინტერნეტით იღევენ, ბუნებრივ ფორმაში ვხედავდით, ასე მოვიარეთ მთელი საქართველო, ნანახმა და განცდილმა თავისი გზა ლოგიკურად იპოვნა, ფუნჯმა თითქოს თავისით დაიწყო ნანახი სურათხატებების გასხეულება, ახალი რეალობა შექმნა, სადაც ჰარმონია, პირანდელი სილამაზე, ნაივურობა ან მეტისმეტი გულწრფელობაა.

 

ბიზნეს ჟურნალი

 

#6 ჩემი ფერი..

ყველა ფერი ჩემი ფერია, მე არ მაქვს ამორჩეული ცალკეული ფერი, ცალკეული ფერის გამოყოფა მონოქრომოულ რიტმიკას მისცემს  ნახატსაც და ხასიათსაც, პირიქით, ყველა ფერი მისი უამრავი ტონალობით ძალიან მიყვარს, თუმცა როცა ვხატავ, გარკვეული ფერების მეტად წამოწევის ხარჯზე ვცდილობ გამოვხატო ჩემი იმჟამინდელი ხასიათი, სიხარული, სიმშვიდე, სიბრაზე თუ უეცარი თავმობეზრება

 კატერინა გალდავაძე 

” მიყვარს როცა სხვებისთვის წარმატება მომაქვს”- ნინი ზექალაშვილი #ჩემიამბავი
2560 1440 buymore.ge
” მთელი ჩემი ციფრული მხატვრობა სინთეზის და ფორმების თამაშია” – ლევან მიქელაძე #ჩემიამბავი
2560 1440 buymore.ge