fbpx

ბრევეტი – ველომსვლელობა სადაც ყველა გამარჯვებულია #ბიზნესამბავი

ველო მსვლელობა

ბრევეტი – ველომსვლელობა სადაც ყველა გამარჯვებულია #ბიზნესამბავი

2560 1440 buymore.ge

თბილისი კიდევ ერთს საინტერესო აქტოვობას უმასპინძლებს რომელსაც უკვე ტრადიციული სახე აქვს  და გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ის ერთდროულად აზარტულიცაა და არა კონკურენტულიც. მოკლედ, შეჯიბრია სადაც ყველა გამარჯვებულია და ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვან იდეას ატარებს: გააღვივოს ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ და  ხელი შეუწყოს ამ კულტურის დანერგვას, როგორც პროფესიონალი ასე მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ან ზოგადად, ყველა ადამიანისთვის ვისაც უყვარს თავგადასავალი, მოგზაურობა და გარემოზე ზრუნვა.

ბრევეტი არის დროში შეზღუდული ველომსვლელობა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ბრევეტის მონაწილემ უნდა გაიაროს წინასწარ შედგენილი დისტანცია გარკვეულ შეზღუდულ დროში. ბრევეტის დაწყების წინ ყველა მონაწილეს მიეცემა ბიბ ნომერი და ისინი აღირიცხებიან ჩვენ მიერ დადგმულ ჩექპოინტებზე. მსვლელობის დასრულებისთვის კი მონაწილემ უნდა გაიაროს ყველა ჩექპოინტი. ტრადიციული ველოშეჯიბრისგან განსხვავებით , ბრევეტი არ არის შეჯიბრი და შესაბამისად არ ტარდება გამარჯვებულების გამოსავლენად. თითოეულ ჩექპოინტთან მისასვლელი დრო წინასწარ განსაზღვრულია და საშუალებას იძლევა კომფორტული სიჩქარით გადაადგილებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ იარონ როგორც გუნდურად, ისე ცალკე. აქტივობის მთავარი მიზანი არის დისტანციის დაფარვა გარკვეულ დროში. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია შესაბამისი ტანსაცმლის ტარება და ველოსიპედის შესაკეთებელი ინსტრუმენტების ქონა.

ბრევეტი ჯანსაღად ზარტული გასართობი აქტივობაა, სადაც  მონაწილეები ერთმანეთს კი არა დროს ეჯიბრებიან, დადგენილ დროში ვინ რა მანძილს და როგორი სისწრაფით დაფარავს.  ეს არის სპეციალურად ველო მოყვარულებისთვის შექმნილი ღონისძიება, რა თქმა უნდა მასში პროფესიონალებიც იღებენ მონაწილეობას ან შეუძლიათ მიიღონ.  ამდენად ამ თამაშს არ ყავს მხოლოდ ერთი გამარჯვებული მას  ყავს ფინიშერები, რადგან თოთეული მონაწილე საკმაოდ რთულ დავალებებს გადის დროითი შეზღუდვის ფარგლებში.

 ბრევეტის მთავარი მიზანი არის ველომოყვარულები წაახალისოს საკუთარ თავთან გამოწვევებით. ყველა ფინიშერს გადაეცემა ბრევეტის ფინიშერის მედალი და შეძლებს, ამ სეზონზე, CCN – ის შემდეგ ბრევეტში მონაწილეობის მიღებას.

CCN – ის პირველი ბრევეტის მარშრუტი და სტრუქტურა კი შემდეგია:

მარშრუტი დაყოფილია 5 ჩექპოინტად, რომლებთან მისვლის დროებიც განსაზღვრულია ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე.

  1. ჩექპოინტი – წყნეთის წყარო
  2. . ჩექპოინტი – ორბეთი
  3. . ჩექპოინტი – სოფელი ალგეთი
  4. ჩექპოინტი – ამლევი
  5. ჩექპოინტი – კოჯორი

თუ მონაწილე ჩექპოინტების დროში ვერ ჩაეტევა ის ეთიშება ბრევეტს. მას შეუძლია დაბრუნდეს უკანა გზაზე ან გააგრძელოს ბრევეტის მარშრუტი თავისი სურვილით, მაგრამ შემდეგ ჩექპოინტებზე აღარ აღირიცხება.  დაწყების ადგილი: ბაგები (წყნეთის გზატკეცილი), ზუსტი ლოკაცია შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე.

ველოსისპეტი  ეკომეგობრული ტრანსპორტია და მხოლოდ ეკო  მეგობრული? ჰმ, ველოსიპეტი ამეგობრებს ერთმანეთთან ადამიანებს, თუ არ გჯერათ შეგიძლიათ ამაში  ბრევეტის  ამჟამინდელ  ღონისძიებაზე დაწმუნდეთ.